"ღამე მშვიდობისა, თბილისი" - სანდროს ეფექტური სლემი და გადარეული ინგლისელი კომენტატორი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევრობასკეტის პირველ ტურში საქართველოსა და ბელგიის (76:79) მატჩის ყველაზე ლამაზი მომენტი სანდრო მამუკელაშვილმა შემოგვთავაზა.

ქართველი კალათბურთელის ეფექტურმა ჩატენვამ ინგლისელი კომენტატორი აღაფრთოვანა. მეტიც, რამდენიმე ქართული სიტყვაც "ათქმევინა".

"ღამე მშვიდობისა, თბილისი" - განაცხადა კომენტატორმა.

პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ ჩვენს ნაკრებს მეორე ტურში ბელგიაზე გაცილებით ძლიერი, ესპანეთის ნაკრები ეყოლება, თუმცა მათი დამარცხება რომ შესაძლებელია, 4 ივლისს ვნახეთ უკვე. მატჩი ხვალ, 3 სექტემბერსაა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ევრობასკეტის ოფიციალურ გვერდზე გუშინდელი თამაშიდან, ბევრი მომენტი დაიდო და აქედან ორი მამუკელაშვილის და ერთი ბითაძის
სოსო
12:04 02-09-2022
0
მართლაც ასე დაგვემშვიდობებიან სტუმრები, ღამე მშვიდობისა! ბულგარეთმაც ბლომად ჩაუყარა ესპანეთს, მიუხედავად მარცხისა და ჩვენ? ისიც კი საეჭვოა ბულგარეთს მოვუგოთ!
ლაშა
18:33 02-09-2022
5

სიახლეები პოპულარული