"ამ საშინელ სუნს მთელი ცხოვრება დავიმახსოვრებ" - ბექა ბურჯანაძის ინტერვიუ Marca-სთან

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მთავარი საკალათბურთო მოვლენა ევრობასკეტი დაიწყო, დღეს, 21:00 საათზე საქართველოს ნაკრები A ჯგუფის მეორე მატჩში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ესპანურმა გამოცემა Marca-მ ბექა ბურჯანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა და მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით გაესაუბრა.

"ბექა ბურჯანაძის სპორტული კარიერა დიდი კითხვნის ნიშნის ქვეშ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დადგა, მან მშობლიურ თბილისში ქუსლის ტრავმა მიიღო.

"ძალიან მტკიოდა, სიარული და ვარჯიშიც კი არ შემეძლო" - იხსენებს ბექა ინტერვიუში.

ექიმებმა ბურჯანაძის მშობლებს უთხრეს, რომ სპორტი სამუდამოდ უნდა დაევიწყებინა, რადგან ასეთი ტრავმით კარიერის გაგრძელება შეუძლებლად მოსჩანდა,
ოჯახის წევრები ბექას ბოლომდე გვერდში დაუდგნენ და ნივთებიც კი გაყიდეს, რათა პატარა ბიჭს გერმანიაში გაევლო მკურნალობის კურსი, სამწუხაროდ, ოპერაცია წარუმატებელი გამოდგა. 

"საბოლოოდ ჩემი გამოჯანმრთელება ბაბუამ შეძლო, მალამო წამისვა, რომელსაც საშინელი სუნი ასდიოდა, მაგრამ ამ სუნს მთელი ცხოვრება სიყვარულით დავიმახსოვრებ" - იხსენებს ბურჯანაძე.

ახლა ის "ლიგა ენდესას" ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და საქართველოს ნაკრებთან ერთად ესპანეთის წინააღმდეგ მატჩისთვის ემზადება.

"ერთი სული მაქვს ვილი ერნან გომესის წინააღმდეგ როდის ვითამაშებ, ძალიან ძლიერი მოთამაშეა, ვნახოთ როგორ შევძლებთ მის დაცვას. ესპანეთის ნაკრებს დიდი პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა 30 ქულით დავმარცხდეთ. მათ აღარ ჰყავთ უძლიერესი მოთამაშეები: სერხიო ლული, ძმები გასოლები, სერხიო როდრიგესი, ეს მოთამაშეები არამხოლოდ ესპანეთის, არამედ ევროპული კალათბურთის ლეგენდები არიან. კარგია, რომ დღეს ისინი არ იქნებიან, თუმცა "ლა როხას" ახლაც ბევრი ნიჭიერი კალათბურთელები ჰყავს.

ტურნირამდე ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშე დაშავდა, არ ვფიქრობ, რომ ეს დამთხვევაა, ვთვლი, ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. თორნიკე ძალიან გვაკლია, მიზანი ჯგუფური ეტაპის წარმატებით დასრულება და ბერლინში გამგზავრებაა. საშინაო კედლებში თამაში ჩვენი უპირატესობაა, გვყავს გიორგი შერმადინი, გოგა ბითაძე, რომლებიც დიდ ძალას წარმოადგენენ, ასევე სანდრო მამუკელაშვილი, ახალგაზრდა მოთამაშე ძალიან მრავალმხრივია. 

მას შემდეგ, რაც ჯგუფის მასპინძლებად აგვირჩიეს, ესპანეთთან თამაშს განსაკუთრებით ველი, ჩვენი ქვეყნისა და სპორტისთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია, იმედია კარგად ვიასპარეზებთ და გულშემატკივრებს გავახარებთ" - განაცხადა ბურჯანაძემ ინტერვიუს დასასრულს".

altბითაძე მძიმე დაზიანებას გადაურჩა - ითამაშებს ესპანეთთან?

altბექა ბურჯანაძე: დავლაგდით და ერთხელ მოგებული მატჩი მეორედ მოვიგეთ

altბექა ბურჯანაძემ ტრავმა მოირჩინა და "ბეტისის" ხუთეულში ითამაშა







მკითხველის კომენტარები / 14 /
რა მალამო იყო დაწერეთ რა.
პროფესტო
04 სექტემბერი 2022 11:00
0
აკი ტყვიას ტყვიაში აჯენსო? ცოტა სხარტად რო ირბინოს იქნებ რაიმე გამოვიდეს ააა? თქვენ რას იტყვით ბატო ნებო?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
04 სექტემბერი 2022 03:59
1
ბალასტი ბუსთან ერთად, ამათი დიდი დამსახურებაა ნაკრების ასეთი უსუსურობა.
ტარიელი
03 სექტემბერი 2022 23:33
4
rais ert erti udzlieresio?
კუ კობსონი
03 სექტემბერი 2022 23:18
0
ამისთანა რა მალამო წაგისვა ბაბუაშენმა, ჩვენც გვასწავლე ;)
grisha
03 სექტემბერი 2022 19:24
0
ჩვენი გენა ჩამოვიდა?))))
ანდუყაფარი
03 სექტემბერი 2022 16:36
1
Magis monagebi tamashi me ar maxsendeba nakrebshi gind yofila gind arao amazea natqvami
SN289
03 სექტემბერი 2022 16:25
7
ბექა, ვილი ერნან გომეს, შენ ვერ შეაჩერებ
ირაკლი
03 სექტემბერი 2022 16:09
1
კარგი კალათბურთელია... იმედია, მეტსაც შეძლებს ნაკრებში!!!
tngh
03 სექტემბერი 2022 16:01
12
ფართან ბრძოლასა და თავდადებაში კარგია, ამას თუ როგორმე ჩვენს დიდ გაჭირვებას -3 ქულიანების შედეგიანობას ცოტათი მაინც გამოასწორებს გადასარევი იქნება. წარმატებები!!
სოსო
03 სექტემბერი 2022 15:46
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული