სკანდალი - თურქები აცხადებენ, რომ ნამატჩევს თავს დაესხნენ და ტურნირის დატოვებას აპირებენ

AutoSharing Option
ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებთან დამარცხების (83:88) შემდეგ თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ ონანმა განცხადება გაავრცელა:

"მატჩები შეიძლება დაძაბული იყოს. ორი მოთამაშე გააძევეს. როდესაც კორკმაზი და ჩვენი ერთი მწვრთნელი გასახდელისკენ მიდიოდნენ, მათ თავს ქართველი კალათბურთელები დაესხნენ, რომელთაც შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ (თურქების მტკიცებით, შენგელია, ბითაძე და ასევე, სანაძე) და აგრეთვე, პოლიციელები. მატჩი დასრულდა, ჩვენ წავაგეთ, გასახდელის წინ ორივე მხრიდან შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, რომელშიც პოლიციელებიც ჩაერთნენ. ფიბას მივმართავთ, არავის მივცემთ უფლებას, მოგვატყუონ და იდიოტებად ჩაგვთვალონ. კორიდორის კამერებიდან ჩანაწერები სრულად წარმოგვიდგინონ. პრეზიდენტს ვესაუბრე და
თუ ამას არ გააკეთებენ, ტურნირს დავტოვებთ".

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ თბილისში ტურნირზე ბევრი ნაკლი დაფიქსირდა, გუნდი სასტუმროდან დარბაზში 45 წუთით ადრე მიემგზავრება, უსაფრთხოების დაცვაა საჭირო, კონსულსაც დაუკავშირდნენ, დაცვის გაძლიერება მოითხოვეს; განაცხადში არმყოფი მოთამაშეები (მაგალითად, შენგელია) სათადარიგოთა სკამზე არ უნდა ყოფილიყვნენ და ფიბას რეაგირებას დაელოდებიან.

მკითხველის კომენტარები / 83 /
მოგება-წაგებას ნამდვილი პროფესიონალები ღირსეულად ხვდებიან და აღიქვამენ. ყველა თამაშს ვერ მოიდებ და ყველა ბურთს ვერ ჩააგდებ.
დათო
17:39 05-09-2022
1
ესეც თქვენი მოძმე თურქი ვისაც მაგის გჯერათ ნეტავ ჩამახედა მაგ ცარიელ თავებში ანდა ისეც ჩანს რომ ცარიელია აღარ უნდა ჩახედვა.
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული