ბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე დღეს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 80:93 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა 19 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს. სტუმართა რიგებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულის, 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს - იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მონტენეგროსთან დადებით შედეგს დავაფიქსირებთ და ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს, მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

ილიას ზუროსის
გუნდმა ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბარხოვსკის გუნდი ხვალ, 18:15 საათზე, ბელგიას დაუპირისპირდება. 

altჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 99 /
გახსოვთ რა ამბავი იყო,უკრაინას თამაში როგორ მიეცითო?ამ უკრაინაზე იძახდით რომელმაც იტალიას მოუგო საკუთარ სახლში და გავიდა შემდეგ ეტაპზე,წინა ევრობასკეტზეც მოგვიგო და ჩაგვტოვა ჯგუფში!!ახლაც ვერ გავალთ, როგორც ჩანს ჩვენთვის მთავარია მონაწილეობა და არა მოგებაა!!!
ბექა
06 სექტემბერი 2022 23:56
1
ეს თამაში კიარა წვალებაა.
G
07 სექტემბერი 2022 09:28
0
ბულგარეთს შენგელიას გარეშეც უნდა ვუგებდეთ, ჩემი აზრით ზუროსმა თავის თავი ნაკრებში ამოწურა, ესეთი საშინელი ნატურალიზირებული არცერთ გუნდს არაყავს საშინლად ითამაშენ
Kakha
06 სექტემბერი 2022 23:01
15
შეიძლება შეტევაში არ წაგივიდეს თამაში მაგრამ დაცვის დროს პერიმეტრზე ვერ ამოდიხარ, თავისუფლად ასროლინებ სამქულიანს და არ ვარდება, სამი კაცი პირდაღებული რო უყურებ და 1 კაცი მოგიხსნის ისევ ამოიტანს პერიმეტრზე და ისევ თავისუფლად ისვრის სამქულიანს მოწინააღმდეგე და ჩაგიგდებს ამას რა დავარქვა არ ვიცი... ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრი იყო გუშინ უბრალოდ საკუთარ ფარზე ბურთები უნდა მოგვეხსნა
ეს რა იყო....
07 სექტემბერი 2022 11:11
0
მირჩიეთ ბავშვი სად შევიყვანო 3 იანებზე!!?
როსტომ
07 სექტემბერი 2022 02:13
0
ნაკრებში 3-4 კალათბურთელის გარდა,სხვა მოთამაშეებს ელემენტარული საკალათბურთო ინტელექტი არ გააჩნიათ! რაც პირველ რიგში სათამაშო დისციპლინასა და პასუხისმებლობას საკუთარი თავისა და თანაგუნდელების წინაშე ნიშნავს.თურქების წინააღმდეგ იყო შემართება,ჟინი და მოტივაცია, პლიუს მე-11 მოთამაშე მაყურებელი.მაგრამ მაყურებელმა კი არ უნდა აიყოლიოს მოთამაშეები,არამედ გუნდმა უნდა აიყოლიოს მაყურებელი თავიანთი ცეცხლოვანი და ლამაზი თამაშით.და კიდევ,თურქები თამაშობენ ნელ,ზომიერ ტემპში.ნებისმიერი სუსტი ნაკრები რომელიც,სწრაფი რიტმით თამაშობს ვიდრე საქართველო,დიდ პრობლემებს გვიქმნის,როგორიც დღეს იყო ბულგარეთთან, როცა მეტოქემ სამქულიანებით დაგვბომბა პერიმეტრიდან.დაეტიეთ იქ დარბაზში და 3-4 საათი მარტო 3 ქულიანებზე ივარჯიშეთ სანამ ავტომატურად არ დახვეწთ!სირცხვილია საშინელი როცა ნებისმიერი გუნდი შენზე მეტ 3 ქულიანებს ყოველ აგროვებს კონკრეტულ თამაშში!
KOSTAKURTA
07 სექტემბერი 2022 00:13
0
სანწყხაროა, ეს რა თამაშია, ყველა თავისთვის თამაშობდა, ეს რა ინდივიდუალურობის მარაზმია, სად იყო აქ მწვრთნელი!? ესა არაა საგუნდო კალათბურთი დღეს, მას ხელწერა აქვს გუნდისა, რაც აქ არ ჩანდა.
beso
07 სექტემბერი 2022 00:42
1
ტეხავს ძაან
დასავლეთში ფერადი კომუნიზმია
06 სექტემბერი 2022 23:02
3
ვისაც გეხებათ! სასწრაფოდ შეცვალეთ სამწვრთნელო შტაბი, მოიყვანეთ სიახლეების დამნერგი, ახალი ხედვების მწვრთნელი... გვაქვს პოტენციალი, რომელსაც ვერ ვიყენებთ... რამდენიმე კალათბურთელი პარკეტზე არ უნდა იდგეს...
ზვიადი
07 სექტემბერი 2022 09:15
0
კი ბატონო, პრობლემა ბევრი გვაქვს. ძალინ მოკლე სკამი და ზუროსიც ვერ არის გენია. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბულგარეთი ერთ თამაშში 19 სამქულიანს, სულ ცოტა მომავალ 30 წელიწადში ვეღარ ჩააგდებს. ყარაულის თოფის ამბავი მოხდა და მაინცადამაინც ჩვენთან...
გიორგი
07 სექტემბერი 2022 00:52
13
არ არის ეგრე, ბულგარეთმა ყველა თამასში +80 ჩაყარა ანუ სამიანებზე აწყობილია.ერთ თამაში 17 სამიანი ქონდა. და შენ რომ ყველას ასროლინებ დაგინდობდა? პირიქით 19 იც ცოტაა ესეთ პირობებში. ნუ ეძებთ არაობიექტურ დაშვებებში განტევების ვაცს.
გიორგის
07 სექტემბერი 2022 01:51
1
mahvenivrad isvrian kovel tamashze da karaulis topi memgoni chven gagvivarda samcuxarod
duscatto
07 სექტემბერი 2022 01:32
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული