ბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე დღეს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 80:93 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა 19 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს. სტუმართა რიგებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულის, 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს - იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მონტენეგროსთან დადებით შედეგს დავაფიქსირებთ და ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს, მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

ილიას ზუროსის
გუნდმა ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბარხოვსკის გუნდი ხვალ, 18:15 საათზე, ბელგიას დაუპირისპირდება. 

altჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 99 /
ელგია თამაშობს არასასიამოვნო კალათბურთს, მაგრამ აგდებს მაინც. ჩვენ მაგათზე უარესს. არც ჩაგდება შეუძლიათ და ზუროსმა რა ქნას, დაცვაში ეგ ვერ დადგება. ამათ კი დაცვა არ უნდათ. შერმადინმა კი გააკეთა თავის მაქსიმუმი , მაგრამ ფიზიკა ხელს აღარ უწყობს.
-
06 სექტემბერი 2022 23:03
2
ტეხავს ძაან
დასავლეთში ფერადი კომუნიზმია
06 სექტემბერი 2022 23:02
3
ბულგარეთს შენგელიას გარეშეც უნდა ვუგებდეთ, ჩემი აზრით ზუროსმა თავის თავი ნაკრებში ამოწურა, ესეთი საშინელი ნატურალიზირებული არცერთ გუნდს არაყავს საშინლად ითამაშენ
Kakha
06 სექტემბერი 2022 23:01
15
ძალიან შემეცოდა ზუროსი, მაკფადენი და მამუკელაშვილი/ ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდნენ. ამ სამმა იცის, რომ კალათბურთი გუნდური თამაშია.
სამწუხაროდ ამის დემონსტრირების საშუალება არ მიეცათ.
-
06 სექტემბერი 2022 23:00
4
უსუსურები, ერთი ორის გამოკლებით
Nukri
06 სექტემბერი 2022 22:59
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული