ბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე დღეს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 80:93 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა 19 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს. სტუმართა რიგებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულის, 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს - იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მონტენეგროსთან დადებით შედეგს დავაფიქსირებთ და ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს, მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

ილიას ზუროსის
გუნდმა ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბარხოვსკის გუნდი ხვალ, 18:15 საათზე, ბელგიას დაუპირისპირდება. 

altჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 99 /
საშინელი გამოდგა ეს ევრობასკეტი ჩვენთვის,ჯობდა არც ჩატარებული თბილისში!!!
გიორგი
06 სექტემბერი 2022 23:18
2
თან ორგანიზება იყო საშინელი,ვერ ვუმასპინძლედ კარგად, ყველას დასაცინი გავხდით,ესეთ მასპინძლობას ჯობდა არ ჩატარებულიყო ჩვენთან,თან ვერაფერში გამოვიყენეთ არც ტურისტები ჩამოსულან და ჯგუფშიც ჩავრჩით!!!!!!!!
ირაკლი
07 სექტემბერი 2022 00:12
2
რა შაგვაღონეთ თქვე დალოცვილებო , ფიქრობთ რომ მინიმუმ ნახევარი საქართველო ეს დღეები გაგვაჭაღარავეთ ? :))
სს
06 სექტემბერი 2022 23:13
1
წინა ევრობასკეთის ჩაგდებას რომ არ მიეცა შესაბამისი შეფასება და ზუროსი რომ არ გაიშვეს მაშინვე, აი მაგის შედეგია ეს. პ.ს. შენგელიას ტრამვა, ბითაძის ფეხის გადაბრუნება არ არის მიზეზი, ძლივს სახლში გაქვს თამაშები და ბელგიასთან და ბულგარეთთან რომ ასე ჩააგდებ ეს უპასუხისმგებლობის და მოუმზადებლობის შედეგია.
???
07 სექტემბერი 2022 01:04
9
სანამ სამქულიანბის სროლას არ ვისწავლით ,არაფერი გვეშველება.ამას კი იმენნა სპეციალური ვარჯიში,ვარჯიში და ვარჯიში უნდა,რაც არამგონია რომ ესენი აკეთებდნენ. ასე რომ სულ ამ დღეში ვიქნებით თუ არ გკომპონენტი. თამაშის ეს კომპონენტი.თან რაღაც ასე მგონია ძაან მიშვებული ყავს მწვრთნელს კალათბურთელები......
კახა ქ.
07 სექტემბერი 2022 03:17
2
კალათბურთში სამ ქულიანებში ვარჯიში, ფეხბურთში კარში დარტყმა
მორიელი
07 სექტემბერი 2022 07:12
0
ზუროსი რა შუაშია? იმ შუაშია, რომ ელემენტალურ წესრიგს ვერ ამყარებს გუნდში, ჩვენი მსროლელი, ბურთს კალათში ისროდა მაშინ, როდესაც ბითაძე შორდებოდა ფარს, არადა პირიქით უნდა ყოფილიყო, ხედავს ჯინჭარაძემ თამაში ჩააგდო და მაინც არ გაჰყავს მოედნიდან, ბოლო წუთებში ისევ ასე თუ ისე მსროლელები უნდა დაეტოვებინა მოედანზე და ბურჯანაძე შეომიყვანა და მან კი ვერაფელი ვერ გააკეთა და ა.შ. ამხელა უპირატესობა ჰქონდა ფარქვეშ და ვერ გამოიყენა.
ჟორა
06 სექტემბერი 2022 23:28
3
უკლასო უსირცხვილოების ბრბო ხართ მონტენეგროსთან ნუღარ გამოხვალთ რა სირცხვილია უბრალოდ თქვენი სადმე გამოჩენა...
912
06 სექტემბერი 2022 23:09
20
არ ვიცი თქვენ რა მოლოდინები გქონდათ, მაგრამ თქვენი კომენტარი არის გაცილებით უკლასო, ვიდრე ჩვენი გუნდის თამაში.
გივი
07 სექტემბერი 2022 01:23
1
ელგია თამაშობს არასასიამოვნო კალათბურთს, მაგრამ აგდებს მაინც. ჩვენ მაგათზე უარესს. არც ჩაგდება შეუძლიათ და ზუროსმა რა ქნას, დაცვაში ეგ ვერ დადგება. ამათ კი დაცვა არ უნდათ. შერმადინმა კი გააკეთა თავის მაქსიმუმი , მაგრამ ფიზიკა ხელს აღარ უწყობს.
-
06 სექტემბერი 2022 23:03
2
ექვსი კაცი თამაშს ვერ მოიგებს,დანარჩენები ტყვილაა.
Axali
06 სექტემბერი 2022 23:26
1
ბელგია მოუგებს ბულგარეთს ეგრე არ ხდება ამდენი სამიანი ჩააგდო ყველა თამაშში მაგრამ ჩვენ მოვიგებთ ?
Soso
06 სექტემბერი 2022 23:07
1
რაც მთავარია, ბიჭებმა ჩვენ ისტორიულ მტრებს თურქებს ხო მოუგეს!!!

ეხლა სერიოზულად:

- წნეხი
- მოკლე ბენჩი
- სამქულიანების სტაბილურად ჩამგდები არც ერთი (!!!) მოთამაშე
- ფსიქოლოგიური გადაღლილობა (გუშინწინდელი "დიდგორის" შემდეგ)
- ფიზიკური გადაღლილობა (ტოპ გუნდებიც ჩივიან ამაზე)
- ბულგარეთს რომ გაუვარდა (9 მეტრიდან ყრიდა ბოსტი. დანარჩენებმა იმდენი სამიანი ხიეს, ცხოვრევაში არ ჩაუგდიათ)

მე არ ვსაყვედურობ ჩვენებს. რაც ვართ ესაა. და ეს ოქეია. რეალურად მივუდგეთ.

გივი
06 სექტემბერი 2022 23:39
25
რეებს მიერ მოედნები, რა ისტორიული მტრები, რა დიდგორი.
კალათბურთია, არ შეიძლება ყველაფერი ისტორიულ და ნაციონალისტურ სიბრტყეში გადაიტანო
ალექსანდრე
07 სექტემბერი 2022 00:53
6
ბ-ნო ალექსანდრე, თქვენს პათოსს ვიზიარებ რათქმაუნდა. ირონიულად დავწერე ის პუნქტები, რაზეც თქვენ შენიშვნა მომეცით. ვწუხვარ, თუ არასწორად გამოვთქვი ჩემი სათქმელი.
გივი
07 სექტემბერი 2022 02:10
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული