ბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტის მეოთხე დღეს ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 80:93 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ბულგარელებმა 19 სამქულიანის ჩაგდება მოახერხეს. სტუმართა რიგებიდან კარგი შეხვედრა ჩაატარა დი ბოსტმა, 32 წლის გამთამაშებელმა 33 ქულის, 4 მოხსნისა და 12 ასისტის დაგროვება შეძლო.

ქართველთა მხრიდან საუკეთესო იყო გოგა ბითაძე, რომელმაც 21 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასვლის შანსს ინარჩუნებს - იმ შემთხვევაში, თუ ხვალ მონტენეგროსთან დადებით შედეგს დავაფიქსირებთ და ბელგია ბულგარეთს დაამარცხებს, მომდევნო ეტაპის საგზურს მოვიპოვებთ.

ილიას ზუროსის
გუნდმა ევრობასკეტზე მესამე მარცხი განიცადა და მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ჩვენი ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ხვალ, მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

ბულგარეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბარხოვსკის გუნდი ხვალ, 18:15 საათზე, ბელგიას დაუპირისპირდება. 

altჩხუბი, გაძევებები, ორი ოვერტაიმი - საქართველოს ნაკრებმა თურქეთს სძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 99 /
თუ არ გინდოდათ თამაში, რას აიტეხეთ მოდით მოდითო
სიმართლე
06 სექტემბერი 2022 23:06
6
რაც იციან და ასწავლეს ითამაშეს. თავი არავის დაუზოგავს, მაგრამ კარგ გუნდებში მოთამაშეების გარდა არავინ არ იცის კალათბურთის თამაში. გოგა მტკივანი ფეხით მაგრად იდგა და ყარა კიდევაც.
-
06 სექტემბერი 2022 23:35
1
უსუსურები, ერთი ორის გამოკლებით
Nukri
06 სექტემბერი 2022 22:59
4
მსროლელი არ გვყავს, გამთამაშებელი არ გვყავს, შეცვლაზე შესაყვანი არ გვყავს.... მწვრთნელის რა ბრალია ამათმა სროლა თუ არ იციან? მწვრთნელის მოვალეობაა კომბინაციის დაგეგმვა რომ მოთამაშე სასროლ პოზიციაზე გავიდეს და ესენი ყველა პოზიციიდან რომ აცილებენ მწვრთნელის ბრალია? ბურთიც ზუროსმა უნდა ჩააგდოს? აქ ვინმე კალათბურთის სპეციალისტი იქნება იყოთ და თხოვნაა ვინმემ იქნებ ამიხსნას ბურჯანაძეს რა პლიუსები აქვს როგორც კალათბურთელს და ესპანეთში რის გამო ათამაშებენ? არც ერთ კალათბურთელს არ ვერჩი ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს რაც შეუძლიათ თამაშობენ და თავს ზემოდ ძალა არაა უბრალოდ ბურჯანაძეზე მართლა მაინტერესებს
dinamo
07 სექტემბერი 2022 00:45
3
უმეტეს ჩვენს მოთამაშეს თავიანთ კლუბებში , თავიანთ პოზიციებზე, იმ დროში, რაც მათ ეძლევათ, აქვს თავიანთი განსაკუთრებული როლი. ეს როლი მორგებულია მათ შესაძლებლობზე და ეს კლუბები მათ ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად ეფექტურად იყენებენ. ასევე არის ბურჯანაძის შემთხვევაში - ის იმ კლუბში, სადაც თამაშობს, ამ როლს ასრულებს ზედმიწევნით კარგად. მისი ეს როლი შეიძლება იქ იყოს მინიმალური, მაგრამ ეფექტური.
ნაკრებში, ვინაიდან გვაქვს კადრების სიმწირე, ბურჯანაჯის მსგავს მოთამაშეებს უწევთ უფრო დიდი სათამაშო დრო და მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე თავიანთ კლუბებში.

ანუ, თუ შენ მთელი წლის განმავლობაში აკეთებ ერთ რამეს, მაგრამ ნაკრების დროს რამოდენიმე თამაშში მოგიწია სხვა, ბევრად გაზრდილი როლის თამაში, ეს იქნება ძალიან ძნელი.

ლევანი
07 სექტემბერი 2022 01:44
0
ძალიან შემეცოდა ზუროსი, მაკფადენი და მამუკელაშვილი/ ასეთ სიტუაციაში რომ აღმოჩნდნენ. ამ სამმა იცის, რომ კალათბურთი გუნდური თამაშია.
სამწუხაროდ ამის დემონსტრირების საშუალება არ მიეცათ.
-
06 სექტემბერი 2022 23:00
4
ამდენი დამალვაც არ შეიძლება, დროა ნამდვილი ძალა ვაჩვენოთ!
მ.მ
07 სექტემბერი 2022 01:15
11
ზუროსისგან სულ გვსმენია დაცვა, დაცვაო დაცვა იგებს თამაშსო! აბა დაცვა? დაცვა კი არა შეტევა იგებს თამაშებს გოლდენ სტეიტი იმდენ სამქულიანს ყრის მაგრად კიდია შენი დაცვა, ზუროსმა გადააჩვია ნაკრები პერიმეტრიდან სროლას კოკოშკოვის დროს ბევრად უკეთ ვისროდით მაკფადენსაც კი გაუბანძა მაჯა და ვარჯიშებზეც მე რაც ვნახე სულ დაცვით კომბინაციებს ავარჯიშებს, სამიანიდან სროლა დაივიწყეს ბიჭებმა, ან ეს ორმაგი დაცვა ხედავ არ ამართლებს და სულ თავისუფლად გააქვთ ბურთი პერიმეტრზე და მარტო დარჩენილი მარტივად გვიგდებს, რომ ამბობთ გამართლებაა 19 სამქულიანიო მაგის რანაირად გჯერათ? ყველას ჩვენთან რანაირად უმართლებს, ბელგიასაც გაუმართლა სამიანები და ესპანეთსაც? უკრაინასაც, უნგრეთსაც ?ყველამ ამოგვტენა ვისაც არ დაეზარა კარიერის მატჩები ჩაატარეს მსროლელებმა, პრობლემა უფრო ღრმაა არასწორი მიდგომა უაზრო ქაოტური გაცვლები და პერიმეტრზე მარტო დარჩენილი მოწინააღმდეგე რომელიც აუცილებლად ჩაგიგდებს სამიდან ორს მაინც. ან ამ შერმადინს რა დაემართა ყოველ კვირის ბოლოს ემვიპი ხდებოდა ესპანეთში, თორნიკეზე იყო გუნდი აწყობილი და საყრდენის გამოცლამ კონსტრუქცია მთლიანად ჩამოშალა. კარგი კაცია ზუროსი მაგრამ დროა წავიდეს, მხოლოდ დაცვა არ იგებს თამაშებს ზუროს!!! წარმატებები სხვაგან !
გოგა
07 სექტემბერი 2022 00:23
1
კალათბურთი შეიცვალა, კარის მერე ყველა 3-იანის სროლაზეა გადასული, პერიმეტრი უნდა დაიცვა. ჩვენც სნაიპერები გვჭირდება. მაღლებსაც ეფექტურად ვერ ვიყენებთ. არადა ტრადიციულ კალათბურთში დღესაც დავჯაბნეთ მეტოქე.
შმოლა
06 სექტემბერი 2022 23:35
3
ჩვენ რომ ქართულ კალათბურთზე გული შეგვტკიოდეს და ქომაგობა ვიცოდეთ, ახლა კი არ ავბობოქრდებოდით, პასუხს მაშინ მოვითხოვდით, როცა ფედერაციამ უმკაცრესი ტაბუ დაადო (თანაც წინასწარ) ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების გამოსვლას, რომლებიც არათუ ა დივიზიონში გადმოსვლას, ბ დივიზიონის ჯგუფიდან გასვლასაც ვერ ახერხებენ და მხოლოდ არაღიარებული კოსოვოს ნაკრებს ჩაგრავენ ყველა ასაკობრივ კატეგორიაში... როცა იმ ბნელ 90-იანებში იზრდებოდნენ კალათბურთელები და დღეს კი ამდენი აკადემიისა და გაცვლითი პროგრამის პირობებში ნაკრები შევსებას არ იღებს ახალგაზრდებიდან, ნუთუ არავის უნდა გაგვიჩნდეს ლეგიტიმური შეკითხვა - მაინც რას მალავს ფედერაცია ასე საგულდაგულოდ?!...
ვოოტ
07 სექტემბერი 2022 11:29
0
ნაკრებისთვის საჭიროდ შეიძლება განვიხილოთ, მამუ, თოკო და მაკფადენი დანარჩენი ბალასტია. საინტერესოა ახალგაზრდები ანუ ახალი თაობა საერთოდ არ გვყავს თუ არ აჩენენ ??????? ბურთს ფარში რომ ვერ აგდებ ვერცერთი დისტანციიდან, რამე პრეტენზია უნდა გქონდეს ნაკრებში არ მათამაშებენო ?????? სროლით იგებს ყველა თორემ მიდი და ატარე ბურთი მაგის თავიც თუ გაქვს კიდევ. ფარში თუ ვერ აგდებ, კალათბურთელი გქვია ??? რისთვის იარე ამდენი წელი მაგ სპორტზე ??????????????????????????????????
სიმართლე
07 სექტემბერი 2022 01:04
12
დისლაიქს ვინ გიწერს ნეტა იმის ტვინში ჩამახედა
გუსანი
07 სექტემბერი 2022 10:17
2
უკვე პირველი მოსამზადებელი თამაშებიდან ჩანდა,რომ კალათბურთელები ძალიან შორს იყვნენ სასურველი ფორმიდან და იქამდე მიახლოებით მაინც მიყვანა,შეუძლებელი აღმოჩნდა.ვერც დაცვა დალაგდა და ვერც შეტევა.თამაში შენგელიაზე იყო აწყობილი და მისმა ტრავმამ სრულკიად დაგვშალაო ვიტყვით,მაგრამ მოსამზადებელ თამაშებზე,ისიც ხომ იყო და რა,უკეთესები ვიყავით?ადრე მაკფადენი მაინც ისროდა პერიმეტრიდან სტაბილურად.წელს კი,მისგანაც ჩრდილია დარჩენილი.მგონი გუნდი ფსიქოლოგიურადაა გადამწვარი.თბილისში ტურნიტის ჩატარებამ და შესაბამისად,დიდმა პასუხისმგებლობამ ბიჭები დათრგუნა და ვერ აჩვენებენ სასურველ თამაშს.კი,თავს სდებენ მოედანზე,არაფერს ზოგავენ,მაგრამ აშკარად შებოჭილები არიან.სხვანაირად აუხსნელი ჩანს,ჩვენი ასეთი უსუსურობა.ალბათ დროა,ნაკრებებში ფსიქოლოგიური მომზადების სპეციალისტები მოიწვიონ.მგონი მათი საჭიროება უკვე აშკარაა.ძალიან ბევრ გადამწყვეტ მატჩში ვეღარ ვახერხებთ,სრული ძალით ბრძოლას და გამარჯვებას და ყოველთვის ცხადად ჩანს ხოლმე,რომ მეტოქე კი არ გვამარცხებს,არამედ ჩვენ თვითონ ვაგებთ.
სოსო
07 სექტემბერი 2022 00:15
0
რამდენიმე წლის წინ, ინტერნეტში, საქართველოს ასაკობრივი ნაკრების თამაშს ვუყურებდი,ლაივ სტრიმში.ფხაკაძე იყო ნაკრების მწვრთნელი და მთელ დარნაზში,მხოლოდ მისი განუწყვეტელი დედის გინება ისმოდა.ბითაძეც იყო იმ ნაკრებში,თუ მეხსიერება არ მღალატობს და 17,ან 18 წლამდელები,ფაქტობრივად ბავშვები იყვნენ.მწვრთნელი მათთვის პირველ რიგში პედაგოგია და არ მესმის,როგორ შეეძლო მაშინდელ ფედერაციას,მისი ბავშვთა მწვრთნელად გაშვება.ბიჭები დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებდნენ და რა თქმა უნდა წააგეს.ფხაკაძე შესაძლოა კარგი მწვრთნელიცაა,მაგრამ მისი ბავშვებთან მუშაობა,არ შეიძლებოდა.მოზარდებთან დიდი სიფრთხილეა საჭირო,რაც ხშირად ავიწყდებათ.რაგბში იმიტომ ვიზრდებით სწრაფი ტემპით,რომ ბავშვთა მწვრთნელების გადამზადებაზეა აქცენტი გაკეთებული და მათ თანდათან სულ უფრო თანამედროვე მეთოდებით ზრდიან.რა თქმა უნდა ამას დიდი ფული და ძალისხმევა სჭირდება,სწორ ორგანიზაციასთან ერთად და ჯერჯერობით,მგონი ყველაფერი წესრიგშია,კალათბურთისაგან განსხვავებით.
სოსო
07 სექტემბერი 2022 12:37
0
ფსიქოლოგი კარგია, მაგრამ პრობლემა არის ბავშვების გაზრდაში და არა მარტო კალათბურთში. ორი წარმატებული სახეობა გვაქვს - რაგბი და წყალბურთი (ერთი აუზით). რაგბშიც ბიძინას რო არ აეშენებინა სტადიონი არ იყო სარაგბო საქართველოში. ბავშვი დამყავდა კალათბურთზე და ერთხელ დავესწარი ვარჯიშს. არ ვარ სტორტიდან შორს - რაგბს ვთამაშობდი. რაც იმ ვარჯიშზე ვნახე იმის შედეგი არის ეს! მეც მყავდა მწვრთნელი და ვარჯიშზე რა ხდება და ვინ რას აკეთებს რო არ აინტერესებს, ესეთი არ მინახია. რაგბში კი ვართ მსოფლიოში 12 და კალათბურთში მერამდენე ვართ? თან როგორი საკალათბურთო ტრადიციები გვაქვს, გულდასაწყვეტია.
Lindbergh
07 სექტემბერი 2022 10:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული