საქართველო ბელგიის იმედად - დასწრება თავისუფალია, შენგელია მისვლისკენ მოგვიწოდებს

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისას, უმეტეს შემთხვევაში, თეორიული შანსების დათვლა გვიწევს. სამწუხაროდ, თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზეც ასე მოხდა და უკანასკნელი ტურის წინ ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ საკუთარ შედეგზე დამოკიდებულები არ ვართ.

დღეს, 7 სექტემბერს, A ჯგუფიდან გამსვლელი 2 გუნდი უნდა გამოვლინდეს. გერმანიაში გასამართ პლეი-ოფში თამაშის უფლება ჯერ მხოლოდ ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებმა მოიპოვეს, დარჩენილი ორი ადგილისთვის კი ჯგუფის ოთხივე წევრი სხვადასხვა შანსით იბრძვის - ბელგია, მონტენეგრო, ბულგარეთი და საქართველო.

ჩვენი ნაკრების ჯგუფი
დან გასვლის მდგომარეობა ერთი შეხედვით მარტივია - უნდა დავამარცხოთ მონტენეგრო და ბელგიამ ბულგარეთს აჯობოს, თუმცა ეს ყველაფერი სათქმელად და დასაწერად ძალიან მარტივია.

Sportall.Ge

ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქეზე დამოკიდებულება მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, თუმცა ობიექტური ფაქტორებიც არსებობს, თუნდაც ტრავმები. ბულგარეთთან დაპირისპირებას რომ შევეხოთ, ჩვენი გუნდი თურქეთთან რთული გამარჯვების შემდეგ ფიზიკურ-ემოციურად გამოფიტული ჩანდა და საკუთარი თამაში ვერ იპოვა, მეტოქეებს კი ყველაფერი გამოსდიოდათ და სამქულიანებს წარმოუდგენელი პოზიციებიდან და სიზუსტით ესროდნენ. თუკი მოწინააღმდეგე ჩაგდებას ვერ ახერხებდა, მას მეორე შანსს ფარზე წაგებული ორთაბრძოლების შემდეგ ვაძლევდით.

საქართველოს ნაკრების სატურნირო მდგომარეობაზე ესპანეთის ნაკრების ბელგიასთან მარცხმაც იმოქმედა. სხვა შემთხვევაში ორი გამარჯვებით პლეი-ოფში გასასვლელად სხვის იმედად ყოფნა არ დაგვჭირდებოდა.

ახლა ყველას ბელგიის ქომაგობა გვიწევს, რომელსაც თავის მხრივ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდება. მატჩზე დასწრება უფასო იქნება და როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ასევე ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, "თბილისი არენაზე" მისვლისკენ მოგვიწოდებენ.

ბელგია-ბულგარეთი 18:15 საათზე, საქართველო-მონტენეგრო კი 21:00 საათზე დაიწყება.

altბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 38 /
ვილი ერნან გომესმა გადაუარა თურქებს,მაგარი თამაში იყო!!
გიორგი
21:57 07-09-2022
1
მე კი ზუროსს ყველაფერს არ დავაბრალებდი.რას ნიშნავს- ბულგარელებს წაუვიდათ სამქულიანები? თავისით ადგა და წაუვიდათ? სხვა არაფერს ვიტყვი იმის გარდა რომ უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავი, დონჩიჩი, თურმე ყოველდღიურად სამქულიანებზე ვარჯიშობს 4 საათს( და ეს ყველაფერი საერთო ვარჯიშის შემდეგ).თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ეს ჩვენმა კალათბურთელმა გააკეთოს? ზუროსმა რა,ორ კვირაში ასწავლოს?
სხვათაშორის, ეს ტერმინი- წაუვიდა, არ წაუვიდა, ყოველთვის ახასიათებდა ქართულ ჟურნალისტიკას( ჯერ კიდე 70 იან წლებში, ცსკა-ს სულ წაუვიდოდა ხოლმე,ხოლო ბიჭიაშვილსა და ჩიხლაძეს - "დღეს " არ წაუვიდა)
თემო
20:23 07-09-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული