საქართველო ბელგიის იმედად - დასწრება თავისუფალია, შენგელია მისვლისკენ მოგვიწოდებს

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისას, უმეტეს შემთხვევაში, თეორიული შანსების დათვლა გვიწევს. სამწუხაროდ, თბილისში მიმდინარე ევრობასკეტზეც ასე მოხდა და უკანასკნელი ტურის წინ ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ საკუთარ შედეგზე დამოკიდებულები არ ვართ.

დღეს, 7 სექტემბერს, A ჯგუფიდან გამსვლელი 2 გუნდი უნდა გამოვლინდეს. გერმანიაში გასამართ პლეი-ოფში თამაშის უფლება ჯერ მხოლოდ ესპანეთისა და თურქეთის ნაკრებებმა მოიპოვეს, დარჩენილი ორი ადგილისთვის კი ჯგუფის ოთხივე წევრი სხვადასხვა შანსით იბრძვის - ბელგია, მონტენეგრო, ბულგარეთი და საქართველო.

ჩვენი ნაკრების ჯგუფი
დან გასვლის მდგომარეობა ერთი შეხედვით მარტივია - უნდა დავამარცხოთ მონტენეგრო და ბელგიამ ბულგარეთს აჯობოს, თუმცა ეს ყველაფერი სათქმელად და დასაწერად ძალიან მარტივია.

Sportall.Ge

ილიას ზუროსის გუნდმა მეტოქეზე დამოკიდებულება მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, თუმცა ობიექტური ფაქტორებიც არსებობს, თუნდაც ტრავმები. ბულგარეთთან დაპირისპირებას რომ შევეხოთ, ჩვენი გუნდი თურქეთთან რთული გამარჯვების შემდეგ ფიზიკურ-ემოციურად გამოფიტული ჩანდა და საკუთარი თამაში ვერ იპოვა, მეტოქეებს კი ყველაფერი გამოსდიოდათ და სამქულიანებს წარმოუდგენელი პოზიციებიდან და სიზუსტით ესროდნენ. თუკი მოწინააღმდეგე ჩაგდებას ვერ ახერხებდა, მას მეორე შანსს ფარზე წაგებული ორთაბრძოლების შემდეგ ვაძლევდით.

საქართველოს ნაკრების სატურნირო მდგომარეობაზე ესპანეთის ნაკრების ბელგიასთან მარცხმაც იმოქმედა. სხვა შემთხვევაში ორი გამარჯვებით პლეი-ოფში გასასვლელად სხვის იმედად ყოფნა არ დაგვჭირდებოდა.

ახლა ყველას ბელგიის ქომაგობა გვიწევს, რომელსაც თავის მხრივ, შემდეგ ეტაპზე გასასვლელად გამარჯვება სჭირდება. მატჩზე დასწრება უფასო იქნება და როგორც საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ასევე ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, "თბილისი არენაზე" მისვლისკენ მოგვიწოდებენ.

ბელგია-ბულგარეთი 18:15 საათზე, საქართველო-მონტენეგრო კი 21:00 საათზე დაიწყება.

altბულგარეთის 19 სამქულიანი, საქართველოს ნაკრების მარცხი და ჯგუფიდან გასვლის გართულებული შანსი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 38 /
სხვა თამაშებზეც რომ ყოფილიყო უფასო არ შეიძლებოდა? ამდენი რო ალაპარაკეთ და დასაცინები გავხდით თურქების!!
სოსო
13:43 07-09-2022
4
ეეჰ თოკო, თოკო, დიდ პატივს გცემ მაგრამ სიმართლეს ვიტყვი და ნუ მიწყენთ - ასეთი სუსტი ნაკრები არასდროს გვყოლია და არანაირად არ იმსახურებენ (შენს გარეშე) პლეიოფში გასვლას! ნეტავ თავს გაფრთხილებოდი და მერე ვერც ბელგია მოგვიგებდა და ვერც ბულგარეთი. მაინც წარმატებები ნაკრებს
Fani
15:46 07-09-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული