საქართველოს ნაკრები ისლანდიაში ჩვეულზე ადრე ჩავიდა, რის გამოც სხვა დარბაზში მოუწია ვარჯიში. დებულების თანახმად, გუნდებს სათამაშო არენაზე ვარჯიში თამაშის წინა 2 დღეს ეკუთვნის და რაკი ქართველები 11 ნოემბერს დანიშნულ მატჩამდე 3 დღით ადრე ჩავიდნენ, კერძო კლუბის მომცრო დარბაზში მოუწიათ ვარჯიში.
ჩვენი ნაკრები 9 ნოემბერს ორ ვარჯიშს გამართავს. პირველად ლაუგარდალსჰოლში ივარჯიშებს, ხოლო საღამოს ისევ “დრეიდაბლიკის” დარბაზს მიაკითხავს. რეიკიავიკში მყოფი 13-ივე კალათბურთელი მწყობრშია, ტრავმა და ტკივილები არც ერთ კალათბურთელს არ აწუხებს. ეროვნულ გუნდს თორნიკე შენგელია 10 ნოემბერს შემოუერთდება. 9-ში ნაკრების კაპიტანს ევროლიგაზე უწევს თამაში, რის შემდეგაც პირდაპირ ისლანდიისკენ დაიძრება.
GBF