მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე იტალიასთან 84:85 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:
"მარცხის მიუხედავად, პირველ რიგში, მინდა, ჩემი კალათბურთელები შევაქო, რადგან მათ იბრძოლეს და გულით ითამაშეს. თოკომ დიდი სამუშაო შეასრულა. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, წარმოუდგენელი მხარდაჭერა გვქონდა. ძალიან გამოცდილი გუნდის წინააღმდეგ წავაგეთ. წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. ჩემი კალათბურთელების მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ, რადგან მომდევნო ორი თამაშის მოგება შეგვიძლია.
იმედი მაქვს, მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისა, იტალია მომდევნო მატჩებს ძლიერი შემადგენლობით ითამაშებს, რადგან
წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლიანობა არ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან რთული გრაფიკი გვქონდა. გზაში 11 საათი ვიყავით, ისლანდიაში ჩასვლაზეც პრობლემები შეგვექმნა, უკან დაბრუნების შემდეგ კი მხოლოდ ერთი დღე გვქონდა სავარჯიშოდ და ძლიერ მეტოქესთან თამაში მოგვიწია. წაგებას ჩემს თავზე ვიღებ, რადგან მოთამაშეებმა ყველაფერი გააკეთეს".
საბჭოთა კავშირში გამორჩეულები და პირველები!
ნორმალურიმწვრთნელი გვინდაა.
მაგრამ მთლად ასე მარტივად არაა საქმე.
ზუროსის გაშვების შემთხვევაში, თქვენ გგონიათ ვინმე ცნობილ სპეციალისტს მოიწვევენ?
ცივი წყალი დალიეთ. ბოისას დასვამენ პოსტზე, ტყუილად კი არ ყავთ მანდ.
და ასისტენტად ლონდარიძეს დაუნიშნავენ, აბა პირსახოცის მქნეველობიდან პატარა აპგრეიდი ხომ უნდა. მოტყდა ხელები კაცს ამდენი ქნევით.
ეგ სიტყვები ევროპის წინაც მესმოდა.გავალთო როცა ამხანაგურ თამაშებს აგებდა ...სულ მალე იძახოდა გავალთ გავალთო დას სად გახვალ საინტერესოა.
წადი წადი