ამ მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, რა შემადგენლობას შეკრებს საქართველოს ნაკრები და ვის გამოიძახებენ მისი მეტოქეები. ჩვენი გუნდის მწვრთნელ ილიას ზუროსს შემადგენლობა ჯერ არ დაუსახელებია. ნიდერლანდების მთავარმა მწვრთნელმა რადენკო ვარაგიჩმა თებერვლის
მათ შემადგენლობაში არ იქნებიან ლიდერები: ვორსი დე იონგი, მოჰამედ ხერაზი, შარლონ კლოოფი, როელანდ შაფტენაარი, ლეონ ვილიამსი და შეინ ჰამინკი.
ამერიკის კოლეჯების ლიგაში თამაშობენ და შუა სეზონში ვერ ჩამოვლენ: ჯესი ედვარდსი, დავიდ ნ’გუესანი, ქუინტენ პოსტი, მალევი ლეონსი და რიენკ მასტი. ტრავმირებულები არიან: ბოი ვან ვლიტი და ლაჯიო გრანტსაანი.
გუნდში სამი ახალწვეულია: დუეინ არისტოდი, ტიმ ჰოევე და კოენ სტოლკი.
ნიდერლანდების ნაკრების 24-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
კეიე ვან დერ ვუურსტ დე ვრისი ("ოოსტენდე", ბელგია), მარინ ვერვერსი, მაარტენ ბოუვკნეხტი, სტან ვან დენ ელზენი, ლუუკ ვან ბრეე (ყველა – "ლეიდენი"), ტიმ ჰოევე ("ლეეუვარდენი"), ბოიდ ვან დერ ვუურსტ დე ვრისი, კოენ სტოლკი (ორივე – "ზვოლე"), იანიკ ფრანკე (პაოკ, საბერძნეთი), სანდერ ჰოლანდერსი, ოლაფ შაფტენაარი, ვილემ ბრანდვიიკი ("დონარი"), კეიმე ჰელფრიხი, ჯიტო კოკი (ორივე – "დენ ბოსხი"), დუეინ არისტოდი, იანიკ კრააგი (ორივე – "ხუვენტუდი", ესპანეთი), ხორდი კუიპერი ("ვალიადოლიდი", ესპანეთი), სამ ჰუურმანი ("დენ ჰელდერი"), ემანუელ ნზეკვესი ("ლე პორტელი", საფრანგეთი), ტერენს ბიეშაარი ("ფეიენოორდი"), მატ ჰაარმსი ("სკაილაინერსი", გერმანია), ნატან კუტა ("შარლერუა", ბელგია), კაი ედვარდსი ("ირაურგი", ესპანეთი).
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების ნაკრები საქართველოსთვის ისტორიულად უხერხული მეტოქეა. 2013 წლის ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ამ გუნდთან სტუმრად სენსაციურად დავმარცხდით, ხოლო 2015 წლის ევრობასკეტის გახსნით შეხვედრაში ოპტიმალური შემადგენლობით მოთამაშე ქართველებს "ნარინჯისფერებმა" დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და 73:72 სძლიეს. ამის მიუხედავად, "ჯვაროსნები" პლეი-ოფში გავიდნენ და 1/8-ფინალიც ითამაშეს.
2022 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, კვლავ მებრძოლი ნიდერლანდები ვიხილეთ, თუმცა 77:66 გავიმარჯვეთ. ეს ის მატჩია, თორნიკე შენგელიამ მხრის ტრავმა რომ მიიღო და ევრობასკეტის გამოტოვება მოუწია.
ასე რომ, ნიდერლანდებთან არა მხოლოდ სატურნირო თვალსაზრისით, ისტორიული შედეგების გათვალისწინებითაც მეტისმეტად პრინციპული მატჩი გველის.
GBF