4 დღეში 3 მატჩი - შენგელია ნაკრებს ორივე შეხვედრაში დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ორ დასკვნით მატჩს თებერვლის თვეში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 23 თებერვალს ნიდერლანდებს ესტუმრება, ხოლო 26 თებერვალს ისლანდიას მიიღებს.

ცნობილი ხდება, რომ აღნიშნულ შეხვედრებში ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, მიუხედავად მძიმე გრაფიკისა, გუნდს ორივე მატჩში დაეხმარება, ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა და ამჟამად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისაუბრა:

"თორნიკეს ძალიან რთული გრაფიკი აქვს და მისი სრულიად მესმის. ეს ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგეს. თუ ღმერთმა
დაიფაროს და ტრავმა არ აქვს, არც მახსენდება, რომ რომელიმე სანაკრებო მატჩი გამოეტოვებინოს. ახლა ნაკრები 17 თებერვალს იკრიბება და 20-ში ნიდერლანდებში მიემგზავრება. თორნიკე 22 თებერვალს შემოგვიერთდება, 23-ში ნიდერლანდებთან ითამაშებს, შემდეგ ისევ იტალიაში დაბრუნდება, რათა "ვირტუსის" მაისურით ევროლიგაში იასპარეზოს, 25-ში კი თბილისში ჩამოვა და 26-ში ისლანდიასთანაც მოედანზე იქნება. ალბათ, წარმოგიდგენიათ, ეს რამდენად რთული ამბავია" - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, L ჯგუფში 4 მოგებითა და ამდენივე წაგებით საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილს იკავებს.

altშენგელია ისევ საუკეთესოა – გამარჯვება და MVP-ის ტიტული ბრეშაში

altშენგელიას 15 ქულა და MVP-ის ტიტული "ცრვენა ზვეზდასთან" მოგებულ მატჩში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ღმერთმა არ ქნას და თუ ნიდერლანდებთან წავაგეთ და ისლანდიას მოუგეთ ამშემთხვევაში რა ხდება?
ჯიჯი
07 თებერვალი 2023 21:33
1
გავდივართ
კ.მარქსი ფ.ენგელსი
11 თებერვალი 2023 22:05
0
მაგ შემთხვევაში მაინც გავალთ, ოღონდ უკრაინამ ორივე თამაში (იტალიასთან და ჰოლანდიასთან) არ უნდა მოიგოს
სიმართლე
07 თებერვალი 2023 22:56
0
ყველა გამოხმაურება
გამოდის ჰაერშია სულ ჩამოდის ეგრევე თამაში , ჰოლანდიასთან იქნება ფორმაში აი ბოლო თამაშზე ძალიან გაუჭირდება მაგრამ გადაღლილი თოკო მაინც აჯობენ სათადარიგო 5 მოთამაშეს ერთად
Soso
07 თებერვალი 2023 21:16
0
კი, ძალიან დატვირთული გრაფიკი გამოსდის, მაგრამ NBA-ს კალათბურთელებიც ძირითადად ამ რეჟიმში არიან. კალათბურთში არაა ეს წარმოუდგენელი ამბავი.

თუმცა კიდევ ერთხელ - მადლობა თოკოს თავდადებისთვის!
დათა თუთაშხია
08 თებერვალი 2023 00:41
0
თოკო ნამდვილი პატრიოტია!
simartle
07 თებერვალი 2023 19:16
0
მაგარი კაცი!
ბს
07 თებერვალი 2023 16:17
0
ყველა კალათბურთელმა მაქსიმალური უნდა დადოს ესე ნანატრი გამარჯვებისათვის, წარმატებები თოკოს, ნაკრებს და სრულიად საქართველოს!
ლეო
07 თებერვალი 2023 15:48
0
ორივე თუ მოვიგეთ, გასულები ვართ მსოფლიოზე და უნდა მოვიგოთ ორივე უპრობლემოდ
გოგა
07 თებერვალი 2023 15:40
2
ეს რაგბი არ არის, რომ ორივე უპრობლემოდ მოიგო... აი თორნიკეს გარეშე კი დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ ორივეს უპრობლემოდ წავაგებთ... ამ კაცმა პირობა შეასრულა და ყველა კონტრაქტში შეაქვს პუნქტი, რომლის თანახმადაც ნაკრების თამაშებზე ჩამოსვლას ვერავინ დაუშლის, ეს კი პირდაპირ აისახება მის ხელფასსა და ბონუსებზე... ვფიქრობ, ყველას ბოდიში გვაქვს მოსახდელი ამ ბიჭთან, მათ შორის მეც...
ვოოტ
07 თებერვალი 2023 16:28
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული