4 დღეში 3 მატჩი - შენგელია ნაკრებს ორივე შეხვედრაში დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ორ დასკვნით მატჩს თებერვლის თვეში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 23 თებერვალს ნიდერლანდებს ესტუმრება, ხოლო 26 თებერვალს ისლანდიას მიიღებს.

ცნობილი ხდება, რომ აღნიშნულ შეხვედრებში ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია, მიუხედავად მძიმე გრაფიკისა, გუნდს ორივე მატჩში დაეხმარება, ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა და ამჟამად საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ისაუბრა:

"თორნიკეს ძალიან რთული გრაფიკი აქვს და მისი სრულიად მესმის. ეს ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რომ მაქსიმალურად გვერდში დაგვიდგეს. თუ ღმერთმა
დაიფაროს და ტრავმა არ აქვს, არც მახსენდება, რომ რომელიმე სანაკრებო მატჩი გამოეტოვებინოს. ახლა ნაკრები 17 თებერვალს იკრიბება და 20-ში ნიდერლანდებში მიემგზავრება. თორნიკე 22 თებერვალს შემოგვიერთდება, 23-ში ნიდერლანდებთან ითამაშებს, შემდეგ ისევ იტალიაში დაბრუნდება, რათა "ვირტუსის" მაისურით ევროლიგაში იასპარეზოს, 25-ში კი თბილისში ჩამოვა და 26-ში ისლანდიასთანაც მოედანზე იქნება. ალბათ, წარმოგიდგენიათ, ეს რამდენად რთული ამბავია" - განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, L ჯგუფში 4 მოგებითა და ამდენივე წაგებით საქართველოს ნაკრები მე-3 ადგილს იკავებს.

altშენგელია ისევ საუკეთესოა – გამარჯვება და MVP-ის ტიტული ბრეშაში

altშენგელიას 15 ქულა და MVP-ის ტიტული "ცრვენა ზვეზდასთან" მოგებულ მატჩში [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 11 /
ღმერთმა არ ქნას და თუ ნიდერლანდებთან წავაგეთ და ისლანდიას მოუგეთ ამშემთხვევაში რა ხდება?
ჯიჯი
21:33 07-02-2023
1
გამოდის ჰაერშია სულ ჩამოდის ეგრევე თამაში , ჰოლანდიასთან იქნება ფორმაში აი ბოლო თამაშზე ძალიან გაუჭირდება მაგრამ გადაღლილი თოკო მაინც აჯობენ სათადარიგო 5 მოთამაშეს ერთად
Soso
21:16 07-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული