ნაკრებს შერმადინი, ბურჯანაძე და მაკფადენი შემოუერთდნენ – პირველი ვარჯიში ალმერეში

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ნიდერლანდებში ჩაფრენიდან რამდენიმე საათში უცხოეთში მოთამაშე 3 წევრი - გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენი შემოუერთდა, რომლებმაც საღამოს გუნდთან ერთად ივარჯიშეს. ილიას ზუროსმა ნიდერლანდებში ჩასვლიდან პირველი ვარჯიში იმ დარბაზში გამართა, რომელმაც 23 თებერვალს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩს უნდა უმასპინძლოს.

დარბაზი, რომელსაც Topsportcentrum-ი ეწოდება, ამსტერდამთან ახლოს, ქალაქ ალმერეში მდებარეობს. სასტუმროდან, რომელიც ამსტერდამის იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონთან მდებარეობს და სადაც საქართველოს ნაკრებია დაბინავებული, დარბაზამდე 20 კილომეტრია.

ჩვენი ნაკრების პირველი ვარჯიში 19:00 საათზე დაიწყო და 1 საათზე
მეტხანს გასტანა. როგორც წესი, მგზავრობის დღეს მწვრთნელებმა მოთამაშეები არ დატვირთეს. ვარჯიში არ იყო კონტაქტური და ძირითადად, კომბინაციების დაგეგმვას, სროლებს და რა თქმა უნდა, მოთელვებს დაეთმო.

დარბაზი 3000 მაყურებელს იტევს და როგორც ადგილობრივი კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა თქვეს, ყველა ბილეთი გაყიდულია.

ეროვნულ ნაკრებს 21 თებერვალს მისი კაპიტანი, თორნიკე შენგელია შეუერთდება და ილიას ზუროსიც ნიდერლანდებთან მატჩისთვის კალათბურთელებს სრული დატვირთვით ავარჯიშებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
ზუროსი თუ არ გადადგა არაფერი გვეშველება
ზუროსი
09:57 22-02-2023
4
თუ არ შეგიძლიათ რამე კოზიტიური დაწეროთ კი მაინც ნუ გადმოანთხევთ ამ ბოღმას ბევრი დიდი ქვეყნის ნაკრები ვერ დაიკვეხნის იმ წარმატებებს რა წარმატებებიც ჩვენს ნაკრებს ააქვს
პაატა
23:15 21-02-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული