მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, გასვლაზე ნიდერლანდების ძლევის (88:80) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა ისაუბრა:
"ჩვენი ფიქრები კვირის მატჩისკენაა. ნიდერლანდები დავამარცხეთ და ერთი ნაბიჯი გადავდგით მსოფლიო ჩემპიონატისკენ. დარჩა ერთი მოგება, 26 თებერვალს ისლანდიასთან, რომელსაც მთელი საქართველო ელის. 10-ათასიანი დარბაზი ბოლომდე გაივსება და გულშემატკივარი ექსტრა-ენერგიას მოგვცემს. თავს არ დავზოგავთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ხომ განსაკუთრებული მოვლენაა".
ბევრი ვიცინე თქვენ კომენტარზე. )