ისლანდიელთა მწვრთნელი: კვირას საქართველოს ნაკრების დამარცხება იდეალური იქნება

AutoSharing Option
26 თებერვალს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით მატჩში საქართველოს ნაკრები ისლანდიას უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად გავა მსოფლიოს ჩემპიონატზე.

თუმცა, უიმედოდ არც ჩვენი მეტოქეა, რომლის მწვრთნელმა კრეიგ პედერსენმა რეიკიავიკში ესპანეთთან 61:80 დამარცხების შემდეგ კომენტარი mbl-სთან გააკეთა:

"ჩვენგან განსხვავებით მეტოქე სამქულიანებს კარგად ისროდა და პერიმეტრს გვიკეტავდა. დაცვაშიც ეფექტურები იყვნენ და დაგვსაჯეს. ანგარიშის 7 ქულამდე შემცირება შევძელით და სამქულიანი ვერ გამოვიყენეთ. ვინ იცის, ის ბურთი რომ ჩაგვეგდო, შემდეგ რა მოხდებოდა. ვცდილობდით ზეწოლა გაგვეძლიერებინა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.

ვიცით, საქართველოსთან კარგად თამაში შეგვიძლია,
რაც ძალიან რთული იქნება. მათთან თამაში ძნელია, მეტოქის შეტევების შენელება ეხერხებათ. გამარჯვების მოსაპოვებლად ძალიან კარგად თამაში გვჭირდება. დიდი გუნდების წინააღმდეგ სავსე დარბაზებში დაპირისპირებისას მდიდარი გამოცდილება მივიღეთ. კვირას გასვლით მატჩში გამარჯვება იდეალური იქნება".

altშერმადინი: ისლანდიასთან გულშემატკივარი ექსტრა-ენერგიას მოგვცემს

altზუროსი: კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ისტორია უნდა შევქმნათ

altკარგი ამბები საქართველოს ნაკრებისთვის - ისლანდიამაც წააგო და უკრაინამაც

altსაქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებთან მძიმე მატჩი მოიგო და მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლასთან ახლოსაა [VIDEO]

alt"შევხვდებით მსოფლიო თასზე" - ანტეტოკუნმპომ ქართველ კალათბურთელებს მიმართა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
არადა მაგარი ქვეყანაა ისლანდია . მანდ სულ 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს და რამხელა წარმატებებს მიაღწიეს სპორტშიც. ფეხბურთშიც კალათბურთშიც.
დავით 67
14:31 25-02-2023
0
ფეხბურთში მაკედონიამ გვაგემა ტკივილი.ეხლა კალათბურთში ისლანდიამაც იგივე არ დაგვმართოს.ძალიან მონდომებით და ყურადღებით უნდა ვითამაშოთ.ბიჭებო გევედრებით გაგვახარეთ მთელი ქვეყანა რააა!
თათუ-გოგო
08:30 25-02-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული