"ქართველებმა შენგელიას ჩარტერებზე იმდენი ფული დახარჯეს, რამდენსაც ჩვენ წლის მანძილზე ვიღებთ" - ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარე

AutoSharing Option
ისლანდიის კალათბურთის ასოციაციის თავმჯდომარემ, ჰანეს სიგურბიორნ იონსონმა, საქართველოს ნაკრებთან ნამატჩევს mbl-სთან იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდნენ.

იონსონის თქმით, წარმატების მისაღწევად სპორტის სახეობების და კერძოდ, კალათბურთის დაფინანსების გაზრდაა საჭირო და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც თორნიკე შენგელიას ჩარტერული რეისებით მატჩებზე ჩამოყვანაზე იმდენივე დახარჯა, რასაც ისინი სახელმწიფოსგან მთელი წლის განმავლობაში იღებენ.

"კალათბურთი იქნება თუ სპორტის სხვა სახეობები, მეტი ფინანსური ინვესტიციები გვჭირდება. თუ სხვა ქვეყნების მცირე მაგალითებს მოვიყვანთ, ისინი ჩარტერული რეისებით მგზავრობენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დახარჯონ.
ბევრ ფულს არ ვითხოვთ, უბრალოდ ამ უდიდეს სხვაობას შეხედეთ.

ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სხვა ქვეყნების ხელისუფლებები რა თანხებს იხდიან თავიანთი ეროვნული გუნდების დასახმარებლად. ერთი კონკრეტული მაგალითი: საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშე თორნიკე შენგელიაა. მას ევროლიგაზე მატჩი ჰქონდა და ფედერაციამ კერძო თვითმფრინავი დაუქირავა. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ამაში იმდენი ფული დახარჯა, რამდენსაც ჩვენ ერთ წელიწადში სახელმწიფო მიღწევების ფონდიდან ვიღებთ. აი, ამიტომ გვჭირდება მეტი დაფინანსება".

altთორნიკე შენგელია: უდიდესი მადლობა გულშემატკივარს და ღმერთს, რომ ვართ ის ბიჭები, რომლებმაც ისტორია დაწერეს

alt"თავი ვერ შე­ვი­კა­ვე, ავ­ტირ­დი" - ინტერვიუ ვლადიმერ ბოისასთან

altგაორებული გრძნობები კალათბურთზე - ზეიმის დროა, პრობლემებს კი მსოფლიოზე არგასვლა ვერ აგვარებს!..

alt"კვარა", შეგინახოთ ბილეთები?" - FIBA-მ ხვიჩას მიმართა

მკითხველის კომენტარები / 40 /
ზატო თქვენ განათლებაში დებთ დიდ ფულს, ჩვენ განათლება რად გვინდა ტრიში-ტრიში გვირჩევნია, გულავი ხვევნა კოცნა, შენ ის არ იცი ბანკეტებში და ქეიფებში რა დაიხარჯებოდა ამ თამაშის მერე.DDD თუ ეს გეხარბება ჩამოდი და დასახლდი აქ.D
yogo
28 თებერვალი 2023 21:31
23
წარმოიდგინე, ტიპი კერძო თვითმფრინავით აფრინეს და ისე ახლოს ვიყავით კატასტროფასთან როგორც არასდროს :)) ეგ მართლა ასეულ ათასობით დოლარია.
odala
28 თებერვალი 2023 22:14
39
ორივე თამაშს ვუყურე. ჯამში ორივე თამაშში ერთი ნორმალური კომბანიცია არ გაუკეთებიათ. ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე გავფორთხდით. გუნდი არ არსებობს
ძველი ფანი
01 მარტი 2023 11:05
2
არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენ რუსების გამო ჩამოგვაკლეს ორი მოგება მაკედონიასთან,ასევე მოვუგეთ მოქმედ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონ ესპანეთს,საქართველო იმსახურებდა მსოფლიოზე გასვლას და გავედით!!ვერ გავიდნენ ისეთი საკალათბურთო ქვეყნები დიდი ფინანსებით როგორებიც არიან თურქეთი,ხორვატია,ისრაელი,პოლონეთი,ჩეხეთი,და მსოფლიო ვიცე ჩემპიონი არგენტინა ასე რომ შეირგეთ ეს წარმატებააა!!!საქართველოოო წიინ!!!!!!!
საქართველო უპირველესად
01 მარტი 2023 16:35
1
რუსეთი რა შუაშია? მაკედონია გავიდა ჯგუფში ბოლო მეოთხე ადგილზე. ამ გუნდთან თამაშებში მოპოვებული ქულები არც უკრაინას ჩაეთვალა, და არც ესპანეთს. ასევე სხვა ჯგუფებშიც მეოთხეადგილოსნებთან მოპოვებული ქულები გაუქმდა.
რაც შეეხება რუსეთს, მან შესარჩევიდან მოხსნამდე თავის ჯგუფში იტალიაც დააამარცხა 14 ქულით, და ისლადდიაც — 24 ქულით. ასე რომ, პუტინს ომი რომ არ დაეწყო, მეტოქედ სუსტი ნიდერლანდები კი არა, რუსეთი გვეყოლებოდა.
გულახდილად რომ ვთქვათ, რუსეთის გაძევაბამ გაგვიყვანა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ახლა კი ეს შევირგოთ, და კარგად მოვემზადოთ, რომ ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა მლოფლოს ჩემპიონატზე.
წინ, საქართველოს!
კონსტანტინე
01 მარტი 2023 19:54
2
ვის რად უნდა ეგეთი გასვლა? რატომ უნდა ხარჯავდენ პერსონალურ ჩარტერში ფულს? მაშინ როცა უამრავი ბავშვი ავადდება არასრულფასოვანი კვების გამო.
სამარცხვინოა ქვეყანა რომელიც თავის ბავშვებს და მოხუცებს ვერ კვებავს სრულფასოვნად.
gzp
01 მარტი 2023 11:37
29
სიმართლე გითხრათ კი გავედით მაგრამ გაგვიმართლა რუსეთი ომის გამო რო გაგდეს თორემ არგვყავს ის გუნდი რო მსოფლიოზე გავსულიყავით ისლანდია სახში რო მოგიგებს და ძლივს რო გახვალ მაგას ჯობია ვაფშე არ გახვიდე... მერე კიდე შენგელია გასახდელში ინგლისურად რო ლაპარაკობთ 15 ქართველი ხართ და 3-ი უცხოელი და ინგლისურად საუბრობ რაპონტია თუ გვებლატავები შენი ინგლისურით თუ რაიყო ისაუბრე იმ ენაზე ვის ნაკრებშიც თამაშობ თუ არა წადი ცესკაში ფულის გასაკეთებლად....
sa...qa..rt..ve..lo
01 მარტი 2023 09:36
25
ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ თოკო შენგელიამ გარკვეულად საკუთარი ჯანმრთელობის რისკი გასწია ამ დიდი ფიზიკური დატვირთვით! ბავშვთა სპორტის ორგანიზებაში ცვლილებებია შესატანი! ბევრი ნიჭიერი და მაღალი პერსპექტივის ბავშვი თავს ანებებს სპორტს, რადგან მათ მშობლებს არ აქვთ საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა. ასე უამრავი შესაძლო ვარსკვლავი დაიკარგა/დაიკარგება! სპორტულმა ფედერაციებმა და მერიებმა და საქართველოს მთავრობამ ერთობლივად რაღაც გადაწყვეტა უნდა მოუძებნონ ამ პრობლემას! საცურაო აუზებს და სპორტული დარბაზების მფლობელებს უნდა ჰქონდეთ გარვეული საგადასახადო შეღავათები იმ პირობით, რომ შეამცირებენ ბავშვებისთვის გადასახდელ თანხას! გარდა ნიჭიერი სპორტსმენების შენარჩუნებისა, მოხდება მასობრივი სპორტის დამკვიდრება და კრიმინალური ქუჩისგან მათი მოწყვეტა.
დო მაჟორი
01 მარტი 2023 12:03
0
ყველაზე დიდი პრობლემა ქვეყნიდან ქართული ოჯახების გახიზვნაა. ამ ტემპით თუ გაგრძელდა ხალხის გადინება, მომავალში კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მაინც მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ვეტერანებში.
ზაალ
03 მარტი 2023 09:52
0
იმიტომაც თამაშობთ ჯიგრიან და ნამდვილ კალათბურთს. ჩვენს გუნდში კი ერთი ორის გარდა , მოჭიდავეები უფრო არიან, თანაც კალათბურთის ანა-ბანა არ იციან, ზედმეტი წონით , ასაკით, გამრუდებული ფოკუსით და ა. შ.
თუმცა რაღა ჩვენ გვედრება , ჩვენზე მეტი დაფინანსება მსოფლიოს ბევრ გუნდს აქვს.
?
28 თებერვალი 2023 20:45
21
ჩვენი სპორტზე ფულის ხარჯვის სიდიდე თუ ვინმეს შეშურდებოდა - არ მეგონა!!!
ისე, ჩვენში რომ ვთქვათ ჩვენ ქორქიების, საკანდელიძეების, მინაშვილ-უგრეხელიძე-სანაძეების, სტეფანია-ფაჩულიების სამშობლო და აღმზრდელი ქვეყანა ვართ და არ ვიყავით ღირსი ერთხელ ჩვენც გაგვიმართლოს???
რა ყველას ჩვენი ერჭობა ტო?!
ვაჟა მასწავლებელი
01 მარტი 2023 19:02
0
ისლანდიაში შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ათჯერ აღემატება საქართველოს.უბრალოდ მათთვის პრიორიტეტულია სხვა დარგები.ვზეიმობთ, რომ გავედით,მაგრამ გადახედეთ ჩვენს გუნდს, 29 წელზე ნაკლები, მხოლოდ რატია. ცინცაძე-37 მაკფადენი-35 ბერიშვილი-35, შერმადინი-33 სანაძე, შენგელია-31 წლისები არიან.3 წელში ევროპაში გასვლა სანატრელი გვექნება.ან იქნებ ვინმე იცით პერსპექტივაში...
დიმა
01 მარტი 2023 13:43
4
100 % xar.
Dato
01 მარტი 2023 14:35
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული