"მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოვიპოვეთ. ამ განცდის აღწერა შეუძლებელია. ქართველებმა ამ ტურნირზე გასვლა პირველად შეძლეს. ისლანდიასთან მატჩამდე კალათბურთელები დიდი ზეწოლის ქვეშ იყვნენ, მათ შორის, ნერვიულობდნენ გამოცდილი მოთამაშეებიც.
ქართველები პატრიოტები არიან. მაგალითად, ის, რაც თორნიკე შენგელიამ ეროვნული გუნდისთვის გააკეთა, წარმოუდგენელია. სხვა მოთამაშეებსაც ასეთივე სულისკვეთება აქვთ. ისინი ნაკრებისთვის თავს გაწირავენ.
ისლანდიასთან გულშემატკივრებმა საოცარი ატმოსფერო შექმნეს. მატჩის ბილეთები ჯერ კიდევ ნიდერლანდებთან მატჩამდე გაიყიდა. შეხვედრის შემდეგ ქომაგებმა სასტუმროშიც კი მოგვაკითხეს. ქართველებს
საქართველო ჩემი მეორე სახლია. უკვე 7 წელია, რაც აქ ვცხოვრობ. მათგან ყოველთვის სიყვარულსა და ნდობას ვგრძნობ. საოცარი განცდაა, როდესაც ქუჩაში გაჩერებენ და მადლობას გიხდიან" - განაცხადა ზუროსმა.
შეგახსენებთ, კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოს დაიწყება, ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა კი 29 აპრილს გაიმართება.
ზუროსი: კარგად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ ისტორია უნდა შევქმნათ
ილიას ზუროსი: დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გავალთ
"თორნიკემ დიდი თავგანწირვა გვაჩვენა, მოვუწოდებ ყველას, მხარი დაგვიჭირეთ" - ილიას ზუროსი