ბათუმელებმა თბილისში მოპოვებული გამარჯვებით მოედნის უპირატესობა მოიპოვეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ სერიის მომდევნო, შინ გასამართ მატჩებს თუ მოიგებდნენ, აჭარლები ნახევარფინალში გავიდოდნენ. არ გამოვიდა. მომდევნო შეხვედრაშივე "კავკასიამ" მოედნის უპირატესობა დაიბრუნა. ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა ბათუმში დამაჯერებლად ითამაშა, მძლავრი და ტაქტიკურად დალაგებული შეხვედრა ჩაატარა და ისე გაიმარჯვა, სანერვიულო თითქმის არ ჰქონია.
კავკასიელებმა პირველივე პერიოდში მოიპოვეს
კაკვასიელთა გამარჯვების ძირითადი მიზეზი გუნდური თამაშია. გუნდის ყველა წევრმა, რომლებსაც სათამაშო დრო მიეცათ, მაქსიმუმი გაიღო. არცთუ დიდი ანგარიშის კვალობაზე, 5-მა მოთამაშემ 10-ქულიანი ზღვარი დაძლია, რომელთა შორის, ყველაზე მეტი, 17 ქულა, ილია ლონდარიძემ მიითვალა. 13 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა აიზია ელისმა, ჯასტინ ფორესტის ანგარიშზე 16 ქულა, 5 მოხსნა და 6 პასი დაგროვდა. ბათუმელთაგან 25 ქულით ჯორდან სეშენი გამოირჩა. გიორგი ოჩხიკიძემ შეხვედრა 15 ქულითა და 4-4 მოხსნა-პასით დაასრულა.
სერიის მომდევნო მატჩს ისევ ბათუმი უმასპინძლებს. შეხვედრა 25 აპრილს, 19:00 საათზე გაიმართება.
GBF