საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფში სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო-ვერდესთან მოხვდა

AutoSharing Option
ფილიპინების დედაქალაქ მანილაში მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგად მუნდიალზე გასული 32 ქვეყნის ნაკრები 8 ჯგუფში გადანაწილდა.

საქართველოს ეროვნული გუნდი F ჯგუფში სლოვენიასთან, ვენესუელასთან და კაბო-ვერდესთან მოხვდა. ამ ჯგუფის მატჩები იაპონიის ქალაქ ოკინავაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები 26 აგვისტოს კაბო-ვერდეს შეხვდება, 28 აგვისტოს სლოვენიას, 30 აგვისტოს კი ვენესუელას.

სხვა ჯგუფები ასე დაკომპლექტდა:

A ჯგუფი: ანგოლა, დომინიკის რესპუბლიკა, ფილიპინები, იტალია
B ჯგუფი: სამხრეთ სუდანი, სერბეთი, ჩინეთი, პუერტო-რიკო
C ჯგუფი: აშშ, იორდანია, საბერძნეთი, ახალი ზელანდია
D ჯგუფი: ეგვიპტე, მექსიკა, მონტენეგრო, ლიეტუვა
E
ჯგუფი: გერმანია, ფინეთი, ავსტრალია, იაპონია
G ჯგუფი: ირანი, ესპანეთი, კოტ დ'ივუარი, ბრაზილია
H ჯგუფი: კანადა, ლატვია, ლიბანი, საფრანგეთი

A, B, C და D ჯგუფებს ფილიპინები უმასპინძლებს, E და F ჯგუფებს იაპონია, ხოლო G და H ჯგუფებს – ინდონეზია.

მსოფლიოს ჩემპიონატი სტარტს 25 აგვისტოს აიღებს და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. თითოეული ჯგუფიდან ორ-ორი საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გავა, ხოლო რომლებიც ჯგუფურ ბარიერს ვერ დასძლევენ, ბრძოლას მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე ადგილებისთვის გააგრძელებენ.

მკითხველის კომენტარები / 35 /
დაღეჭავს ლონდარიძე დონჩიჩს.,
პედრო
29 აპრილი 2023 18:30
7
სულ თავის საფირმო პირსახოცით სცემს
???
30 აპრილი 2023 00:52
1
....და გადააფურთხებს
ჰა ჰა
29 აპრილი 2023 22:21
2
კაით რა ხალხო ოპტიმიზსაც საზღვარი აქ, ისლანდია რომ გადაგივლის რისი იმედი უნდა გვქონდეს.
ეეე
29 აპრილი 2023 18:04
33
ისლანდიას რო გადაევლო, ეხლა ეგ იქნებოდა ჩვენ მაგივრად მანდ :-)
გიორგიპირველი
29 აპრილი 2023 19:19
9
დიდი შანსი აქვთ. BLM ასპოსორებს.
გოგი
29 აპრილი 2023 17:49
4
ვენესუელა ნამდვილად სუსუტია და კაბო ვერდეს მგონი ყავთ ვიღაც ერთი ორი NBA-ში თუ სწორად მახსოვს. გასვლისთვის ბრძოლა შეიძლება.
G.LA
29 აპრილი 2023 17:43
9
ვენესუელამ მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი არგენტინა ჩატოვა შესარჩევში :) რო იცოდე
შაკო
29 აპრილი 2023 18:17
1
ვენესუელას კარგი გუნდი ჰყავს.მეორე ადგილის ბედიც მასთან ბრძოლაში გადაწყდება.კარგია რომ პირველ ტურში შედარებით სუსტ მეტოქეს ვხვდებით.მასთან გამარჯვება დებიუტანტი გუნდისთვის ფსიქოლოგიურად ძალიან მაგარია.დარწმუნებული ვარ,როგორც ევროპის ჩემპიონატი გახდა ჩვენთვის შინაური ასევე მსოფლიოც გახდება.ჩვენ მცირერიცხოვანი,მაგრამ დიდი პოტენციის ერი ვართ.წარმატება ბიჭებს!
ენძო
29 აპრილი 2023 17:43
3
ჩვენი მწვრთნელი თუ სწორად გამოიყენებს მამუკელაშვილს და ბითაძე სლოვენიასთან გვაქვს შანსი.აქ ყველაფერს მწვრთნელი გადაწყვეტს
აბდულაი
29 აპრილი 2023 17:41
4
სუპერ კომფორტულ ჯგუფში მოვხვდით. პირველი ადგილითაც შეიძლება გასვლა
მშვენიერი წილისყრა
29 აპრილი 2023 17:28
14
ბურჯანაძე არა ჯინჭარაძე.დდდდდდდდ
ggg-s
29 აპრილი 2023 18:44
6
ხო დონჩიჩს ბურჯანაძე გააჩერებს.
დაეშვით მიწაზე
999
29 აპრილი 2023 17:45
9
უკეთესი ფარერები და მალტა იქნებოდა რომ იყვნენ გამარრთლებაც ასე უნდა თუ ორი გადის და არა მხოლოდ 1
ნოდო
29 აპრილი 2023 17:19
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული