თბილისის საერთაშორისო თასის ბილეთების გაყიდვა 21 ივლისს დაიწყება!

AutoSharing Option
2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობამდე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ბოლო საშინაო დაპირისპირებებს თბილისის საერთაშორისო თასზე ირანის, იორდანიისა და მონტენეგროს ნაკრებებთან გამართავს. თბილისის საერთაშორისო თასის თამაშები 12-13 აგვისტოს „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გაიმართება, ხოლო ბილეთების გაყიდვა ხვალ, 21 ივლისს tkt.ge-ზე დაიწყება!

გულშემატკივრისთვის შესაძლებელი იქნება „სათამაშო დღის“ ბილეთების შეძენა, რომლებიც როგორც საქართველოს ნაკრების, ასევე სტუმარი გუნდების თამაშებზე დასწრების შესაძლებლობას იძლევა.

"თბილისი არენაზე" მოსული მაყურებელი უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს არენაზე ქცევის წესებსა და აკრძალული ნივთების ჩამონათვალს:

➥ არენაზე ქცევის წესები და აკრძალული
ნივთები

მაყურებლებისთვის შეთავაზებულია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთი, რომელთა ფასი განსაზღვრულია 15 ლარიდან 35 ლარამდე.

მე-2 იარუსი – 15, 20-ლარიანი ბილეთები.

1-ელი იარუსი –30 და 35-ლარიანი ბილეთები.

მაყურებელთა საყურადღებოდ:

პირველ იარუსის ბილეთების მფლობელებისთვის დარბაზის ცენტრალური მხრიდან (უნივერსიტეტის ქუჩა) გამოყოფილი იქნება შესასვლელები.

მეორე იარუსის ბილეთების მფლობელი გულშემატკივრები „თბილისი არენაზე“ შესვლას შეძლებენ როგორც უნივერსიტეტის, ასევე ბარნაბიშვილის ქუჩაზე მდებარე შესასვლელებიდან.

*ბილეთების ფასები მოცემულია მოედნის მხედველობიდან გამომდინარე.

უგულშემატკივრეთ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს! #პირველადმსოფლიოზე #WinForGeorgia

მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას განახორციელებს საქართველოს "პირველი არხი" – www.1tv.ge.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული