ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
გერმანიის ქალაქ მიუნხენში ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

ჩვენი გუნდი G ჯგუფში სერბეთთან, ფინეთთან და დანიასთან ერთად იასპარეზებს.

გათამაშების ფორმატი და თამაშების ჩატარების თარიღები ცნობილია. როგორც აქამდე, საკვალიფიკაციო ციკლი 3 ფანჯარაზე გადანაწილდება.

პირველი ფანჯარა 2024 წლის 19-დან 27 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და მის ფარგლებში გუნდები 2-2 მატჩს ითამაშებენ. მე-2 ფანჯრის თამაშები 2024 წლის 18-26 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო ბოლო ფანჯარა 2025 წლის 17-25 თებერვალს გაიმართება.

24-დან 4 საგზური დაკავებულია. მათი მფლობელები ევრობასკეტ 2025-ის მასპინძლები –
კვიპროსი, ლატვია, ფინეთი და პოლონეთი არიან. ეს ნაკრებები საკვალიფიკაციო ტურნირში მაინც მონაწილეობენ, თუმცა ჯგუფებში, სადაც მოხვდებიან, რომელი ადგილიც გინდა დაიკავონ, ევრობასკეტზე მაინც ითამაშებენ.

გარდა იმ ჯგუფებისა, რომლებშიც ევრობასკეტ 2025-ის მასპინძლები იქნებიან, საგზურებს 3-3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს, კვიპროსის, ლატვიის, პოლონეთისა და ფინეთის ჯგუფებიდან კი - ამ გუნდებს დამატებული 2 საუკეთესო. მაგალითისთვის, თუკი, დავუშვათ, პოლონეთმა ჯგუფში მე-2 ადგილი დაიკავა, მასთან ერთად ევრობასკეტზე ჯგუფში პირველ და მე-3 ადგილებზე გასული გუნდები გავლენ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ნუ მეტ-ნაკლებად ნორმალური ჯგუფია თამაში შეიძლება ფინეთთანაც და სერბეთთანაც ნუ წესით თითო თამაშის მოგება რეალური არის სახლში.სერბეთს თუ ვერა ფინეთს კი უნდა მოვუგოთ ერთი თამაში აქ თუ რამეზე გვაქვს პრეტენზია,ისე გაგვიმართლა შეიძლებოდა ფინეთის მაგივრად უკრაინა ან ხორვატია მოგვსვლოდა რომელიც საერთოდ არაა მასპინძელი, ასევე სერბეთის მაგივრად ორი გიგანიტი საფრანგეთი და ესპანეთი ერთი ევროპის მოქმედი ჩემპიონი და მეორე ვიცე ჩემპიონი,ასე რომ თუ რამე არ გავიჩალიჩეთ ძალით, წესით უნდა გავიდეთ ამ ევროზე
ბნელი გრუზინი
08 აგვისტო 2023 21:15
4
მოკლედ მასპინძელი რომ ხარ შენ ფორმალურად თამაშობ ანუ არ აქვს მნიშვნელობა მოიგებ თუ წააგებ თამაშს ყველა ვარიანტში გასული ხარ შესაბამისად შენი საგზური ჯგუფში მყოფ სხვა ქვეყანას გადაეცემა ჩვენ რომ მესქმეზე გავიდეთ მაინც ვითამაშებთ ევროზე სწორედ ამ პრინციპის გამო მთავარია დანიას ვაჯობოთ ორივე შეხვდრაში. წინა ევრობასკეტის ჩვენ საკვალიფაციო ჯგუფში ფინეთის სერბეთი (მასპინძელი)ჩვენ და შვეიცარი რომ ვიყავით საქართველომ მეორე ადგილი აიღო აქედან გამომდინარე ჩვენი საგსირი მესამე ადგილოსან ფინეთა გადაეცა და ისე გავიდა ევროზე აქც იგვეა ამბავია არაფერი განსხვავებული .უბრალოდ ყურადღებით წაკითხვაა საჭიტო
ბნელი გრუზინი
09 აგვისტო 2023 04:32
0
და მასპინძელი რაში გაწყობს, ჩათვალე ერთი ადგილი უკვე დაკარგულია და 2 საგზურია დარჩენილი 3-ის ნაცვლად.
შაკო
09 აგვისტო 2023 02:52
2
მადლობა ღმერთს კვიპროსი აგვცდა
შაკო
08 აგვისტო 2023 19:08
0
დანია და ფინეთი არ ვიცი, მაგრამ სერბეთს რომ დავახევთ ბურთს თავზე ეს კი ნაღდია!
aburjga
08 აგვისტო 2023 18:23
4
ფინეთი არ ითვლება ჯგუფში, დანიას უნდა მოუგოთ და ჯგუფიდან გავალთ. ძალიან რომ მოვინდომოთ არ გასვლა, მაინც უნდა გავიდეთ ჯგუფიდან.
G.LA
08 აგვისტო 2023 15:37
4
იმის მაგივრად, რომ ჩვენი ჯგუფიდან ფინეთის მაგალითი მოიყვანოთ, პოლონეთიო.

ასე იცის უსულგულოდ წერამ და სხვისი სტატიების მოპარვამ.
ფინელი
08 აგვისტო 2023 15:34
4
რეალური ჯგუფია! სამეულში მოხვედრა და გასვლა შემდეგ ეტაპზე შეასაძლებელია, თუ ოპტიმალური შემადგენლობით გამოვალთ!
მწვრთნელი
08 აგვისტო 2023 15:03
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული