ამომავალ მზის ქვეყანაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მზის ჩასვლისას ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები იაპონიის კუნძულ ოკინავაზე ჩავიდა, სადაც 25 აგვისტოდან სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი. იაპონიის უკიდურესი სამხრეთით, შუაგულ ოკეანეში მდებარე კუნძულ ოკინავაზე მუნდიალის 2 ჯგუფი ითამაშებს, რომელთაგან ერთ-ერთში საქართველოს ნაკრები ასპარეზობს. ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი F ჯგუფში ვენესუელასთან, სლოვენიასთან და კაბო-ვერდესთან ერთადაა და პირველ მატჩს 26 აგვისტოს, აფრიკის წარმომადგენელთან გამართავს.

ჩვენს ნაკრებს ოკინავამდე სამგზავროდ 24 საათზე მეტი დასჭირდა. ეს რომ იცოდა, ნაკრების ხელმძღვანელობამ იაპონიაში ჩასვლა ჩვეულებრივზე ადრიანად დაგეგმა და ასეც მოხდა: ოკინავაში მოასპარეზე 8 ნაკრებიდან საქართველო კუნძულზე ყველაზე ადრე
ჩავიდა. მოთამაშეები დაისვენებენ და 19 აგვისტოდან აქტიურად მზადებას შეუდგებიან. ჩვენს ნაკრებს 22 აგვისტოს ავსტრალიასთან მოსამზადებელი მატჩი ელის, ხოლო 26-დან მსოფლიოს ჩემპიონატში კაბო-ვერდესთან მატჩით ჩაებმება.

Sportall.Ge

ოკინავაში მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე რვავე გუნდი ერთ სასტუმროში იცხოვრებს. ოკინავა ჩატან ჰილტონის თითო სართული თითო ნაკრებს ექნება დაკავებული. სასტუმროში პირველი საქართველოს ნაკრების მოთამაშეები შევიდნენ, რომლებმაც მე-5 სართული დაიკავეს.

სავარჯიშო და სათამაშო დარბაზები სასტუმროდან ავტობუსით 10 წუთის სავალზეა. ჩვენი ნაკრები პირველ ვარჯიშს ხვალ, 19 აგვისტოს გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩვენი კალათბურთელები უფრო მაღლა დგანან და უფრო მაღალი კლასი აქვთ...ზუროსის ცოდნა არ წვდება თოკოს სანდროს გიორგის და ბითაძის დონეს ....
აბდულა
23:53 19-08-2023
0
ყურებას სად შევძლებთ...ან თუ აპირებენ ტრანსლიაციას?
აბდულა
23:50 19-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული