- კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"
მსოფლიო ჩემპიონატზე ვენესუელის დამარცხების და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ გააკეთა:
"ტურნირზე ჩვენი მიზნის პირველი ეტაპი შევასრულეთ. ალბათ, ბევრს ეგონა, აქ შემთხვევით ვიყავით და მარტო მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედით, მაგრამ ყველას დავუმტკიცეთ, რომ ვართ უფრო მეტი, ვიდრე ერთი უბრალო გუნდი პატარა ქვეყნიდან. ძალიან ამაყი ვარ ჩემი ბიჭებით, ჩემი გუნდით, ჩემი მწვრთნელებით. ამას სიტყვებით ვერ გამოვხატავ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც აქ იმყოფებოდა და რომელიც საქართველოდან გვქომაგობდა. მათი გვერდში
დგომა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და ყოველ წუთს იგრძნობა მოედანზე. ჩვენ ეს შევძელით, ყველანი ძალიან მიყვარხართ.
ყველამ იცის და ახსნა არ სჭირდება, რას წარმოადგენენ გერმანიის და ავსტრალიის ნაკრებები, თუმცა თამაშს მარტო სახელები არ იგებენ. მათაც, ალბათ, აქვთ სანერვიულო, რადგან ჩვენ წინააღმდეგ უნდა გამოვიდნენ და 100%-ით დაიხარჯონ. როგორც ჩვენ გამოვედით პირველი წუთიდან, ბრძოლისუნარიანობით, კონკურენტუნარიანობით უნდა გავიდეთ ყველა მატჩზე. გახარებულები ვართ, მაგრამ ამით არ ვკმაყოფილდებით. ყველა შეხვედრას მოსაგებად ვატარებთ, ასე რომ, წინ დიდი ბრძოლები გველოდება".