საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!

AutoSharing Option
• კალათბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი სპონსორია "საქართველოს ბანკი"

Sportall.Ge

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ქართველები ემოციურები ვართ, საკუთარი ნაკრები გვიყვარს და ცხელ გულზე ობიექტურობაც გვიჭირს, ემოციების დაცხრომის შემდეგ კი რეალობას თვალს იოლად ვუსწორებთ...

რას ველოდით და რა მოხდა...

ობიექტურად, ილიას ზუროსის გუნდის მიზანი პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა და შესაბამისად, ორი მეტოქის დამარცხება იყო. ეს ყოველივე შესრულ
და. კალათბურთელებმა დიდ ფორუმებზე გამოსვლას ისე შეგვაჩვიეს, ამ ისტორიული მიღწევისა და შედეგის შესაბამისად აღქმა მაინც გვიჭირს, თანაც, მაქსიმალისტები ვართ.

ჩვენი ნაკრების მხრიდან სენსაციები გვინახავს და გრანდებისთვისაც მოგვიგია. შესაბამისად, თუ იმის მოლოდინიც არსებობდა, რომ რომელიღაც შეხვედრაში, სადაც აუტსაიდერები ვიყავით, წარმატებას მივაღწევდით, ასე არ გამოვიდა.

ვერ დავეთანხმებით მთავარ მწვრთნელს, რომ იმაზე კარგი ჩემპიონატი გვქონდა, ვიდრე ველოდით და ვერც მათ, ვინც შედეგის მხრივ განსაკუთრებულ უკმაყოფილებას გამოთქვამს...

რას ვერ ვცვლით...

მსოფლიო ჩემპიონატი დიდი ტურნირია, აქ დამატებითი მოტივაცია და შემართება გაქვს, მაგრამ ახლიდან ნამდვილად ვერ იბადები. ზუროსის გუნდმა კვლავ დაუშვა ის შეცდომები, რასაც ბოლო წლებში ვხედავთ და ტურნირისწინა ამხანაგურმა შეხვედრებმაც გამოაჩინა.

საქართველოს ნაკრები ბურთს ხშირად კარგავს, მათ შორის, უწყინარ სიტუაციებში. რას ნიშნავს ეს? - მოწინააღმდეგეს სწრაფი შეტევის საშუალებას აძლევ. ტანმაღალი კალათბურთელების მიუხედავად, მეტოქეები ჩვენს ფარზე ბურთს იოლად ხსნიდნენ. ესეც მარტივი რამაა - დამატებითი შანსისა და ქულების მიცემა. მხოლოდ ეს ორი კომპონენტი რომ განვიხილოთ, ჩვენს ფარში უკვე არაერთ ქულას ნიშნავს.

პერიმეტრი კვლავ სუსტ წერტილად გვრჩება. მეტოქეებმა იციან, რამდენი სროლის საშუალება არ უნდა მოგვცენ, ჩვენს ქულებს ბევრს მაინც ვერაფერს შევძენთ. ასევე, საკმარისი სისწრაფე და მოძრაობა არ გვაქვს, აქეთ კი შორიდან არაერთ ქულას ვიღებთ, უიღბლობაც რომ დაგვდევს და წარმოუდგენელი პოზიციებიდანაც "გვბომბავენ".

მშვენიერი იყო დაცვაში თამაში კაბო ვერდესა და ვენესუელასთან და მათი დაჯაბვნა შესაბამისი აგრესიულობის დამსახურებითაც შევძელით.

ვინ იყო კარგი?

საქართველოს ნაკრებს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მართლაც მშვენიერი წარმომადგენლები ჰყავს. გოგა ბითაძისა და სანდრო მამუკელაშვილისგან კიდევ უფრო უკეთეს სეზონებს ველით.

ბითაძეს მსოფლიოზე კარგი სტატისტიკა ჰქონდა, თუმცა მისი თამაში ციფრებზე მეტია. გოგა სწრაფად მოძრაობს და მისი აღნაგობიდან გამომდინარე, მასთან უპირატესობის მიღება რთულია. ბითაძე, ფაქტობრივად, ერთადერთია, რომელიც ჩვენი გუნდიდან დაფარებას ახერხებდა. ეს კომპონენტიც პრობლემურია საქართველოს ნაკრებისთვის. მარგი ქმედების კოეფიციენტიდან გამომდინარე, გოგა ზუროსის გუნდში საუკეთესო იყო...

რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, შესაძლოა, ის გარკვეულ ეპიზოდებში თამაშიდან გამორთულს ჰგავდეს, თუმცა "მამუს" ძალიან მაგარი აფეთქებები აქვს - როცა ფარისკენ მიდის, მისი შეჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელი ხდება. სანდროს ლიდერის თვისებები აქვს. დაკარგვები ის კომპონენტია, რაზეც მამუკელაშვილს ჩემპიონატზე სამუშაო ჰქონდა.

კარგი ეპიზოდები ჰქონდა თორნიკე შენგელიას, ის ნამდვილი კაპიტანია. მოსაწონი იყო კახა ჯინჭარაძის თამაში დაცვაში და სარგებლიანობა გუნდითვის. ცოტა დრო ეძლეოდა ვეტერან ცინცაძეს და ის ამ დროს მაქსიმალურად ეფექტურად იყენებდა...


ვინ იყო ცუდი...

თად მაკფადენმა მსოფლიო ჩემპიონატი პირწმინდად ჩააგდო და ამას სხვა ახსნა უბრალოდ არ აქვს. ვერ ვიტყვით, რომ ნატურალიზებულ ამერიკელს ბოლო დროს პროგრესი ჰქონდა და ეს ჩავარდნა განსაკუთრებული მოულოდნელობა იყო. მის ჩანაცვლებაზე ფიქრი, რაც ახლა აუცილებლად მოხდება, უფრო ადრე შეიძლებოდა. დამსახურებას არავის ვუკარგავთ, ადამიანურადაც გვესმის, მაკფადენს არაფერი გამოსდიოდა და კალათბურთში ფსიქოლოგიური ფაქტორები მეტად მნიშვნელოვანია, მან საკუთარი თავი "დაკარგა".

ვსაუბრობთ პერიმეტრზე და დუდა სანაძეს, რომელიც ძირითადად ტრავმით თამაშობდა, კარგი გარჯა არც დაცვაში ჰქონია და შორეული სროლების ასპექტში ბევრი არაფერი გამოუვიდა. მეტს ველოდით გიორგი შერმადინისგან, რომელსაც ზუროსი სასტარტო ხუთეულში ათამაშებდა. ვეტერანმა ძლიერი მოწინააღმდეგეების პირისპირ არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა და ისტორიაშიც შევიდა, როგორც მსოფლოზე პირველი ქულების ავტორი.

ზუროსი და მომავალი

ჯერჯერობით რთული გასაგებია, ბერძენი მთავარი მწვრთნელი გუნდში რჩება თუ მიდის. კარგად უნდა განვსაზღვროთ, მას ახალი ელემენტების შეტანა, თაობათა ცვლასთან გამკლავება და ოლიმპიადისთვის გუნდის მომზადება შეუძლია თუ არა. შეგვიძლია წარმატებებზე ვისაუბროთ, მსოფლიოს 16 გუნდში მოხვედრაზე და ამავდროულად, ამით თავი არ უნდა მოვიტყუოთ.

სიახლეები აუცილებლად იქნება, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ზუროსი ახალგაზრდებს დიდად არ ენდობოდა. უნდა აღვნიშნოთ რატი ანდრონიკაშვილის თამაში დაცვაში და მშვენიერი "ასისტები". მას ყველანაირი მონაცემი აქვს, მთავარია მეტი სტაბილურობა და "დაღვინება". რაც შეეხება ლუკა ლიკლიკაძეს, მომავალი მის ხელშია, გამოცდილება კი, იმედია, მეტს მისცემს და მათ შორის იმასაც ასწავლის, ტექნიკური ჯარიმები თავიდან როგორ აიცილოს...

მეტად უნდა გავაძლიეროთ კალათბურთის შიდა ჩემპიონატი, უკეთესი ბავშვთა მწვრთნელები გვყავდეს, ვითამაშოთ ევროტურნირებზე - ევროპის წამყვანი ჩემპიონატებისა და NBA-სკენ გზები ისევ უნდა გავჭრათ!..

altზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად

altზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას

altსაქართველოს ჰიმნი და აღნიშვნა გულშემატკივართან ერთად - რა ხდებოდა ოკინავაში ვენესუელის დამარცხების შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
აუცილებელია რეგიონებში კალათბურთის პოპულარიზება. საქართველო მარტო თბილისი არაა, დროა გაიგონ მესვეურებმაც. თუნდაც გულშემატკივრებიც ამ მსოფლიოზე, მხოლოდ ოჯახის წევრები და გავლენიანი ხალხი უნდა გაყვეს ნაკრებს?
ახლა რაც სეეხება ნაკრებს, პირველ რიგში მადლობა ამ ისტორიული შედეგისათვის. მაგრამ მოდი დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, გასცენ პასუხები: 1. ფაქტიურად ჩვენ ნაკრებს მსოფლიოზე რატომ ყავდა მხოლოდ 9 მოთამაშე და სამი სკამს მიჯაჭული კლათბურთელი? 2. მწვრთნელი რამდენად ეფექტურად იყენებს შერმადინს, მამუკელაშვილს? სად ჩანდა მისი მაღალი კლასი? რამდენჯერ დააგვიანა შეცვლები? რამდენჯერ დროზე არ აიღო წუთშესვენება? საერთოდ ისარგებლა კი ვიდორეფერით? ხომ არ ყავს ფავორიტები გუნდში? საადაა მისი ობიექტური შეფასებები?. 3. შენგელიას ჩრდილში ხომ არ იმყოფება კალათბურთელები. მაგ: მამუკელაშვილი. დაბალანსება ხომ არ ჭირდება მის ამბიციებს? სად გამოჩნდა მსაჯის გადაწყვეტილებებზე მისი გამოხატვა, როგორც გუნდის ლიდერის და კაპიტანის? 4. ვინ იმუშავა ნატურალიზებაზე? ხომ არ ჯობდა ერთი ორი მსროლელის ნატურალიზებაც? და მხოლოდ მაკფადენია დამნაშავე წაგებებში? სხვები რატომ დუმან, სადაა ჯანსაღი თვითკრიტიკა? 5. ფედერაცია ასრულებს კი თავის ფუნქციებს, თუ უბრალოდ პოლიტიკითაა დაკავებული და გულსემატკივრის როლს ითავსებს? სად იყო მათი პოზიციის დაფიქსირება მსაჯების მიკერთოებაზე? იქნებ გვიპასუხონ ნატურალიზების კრახზე? და ყველაზე მთავარი გაასაჯაროონ ხარჯები რა დაჯდა ეს ჩემპიონატი, რაში რა თანხები დაიხარჯა?
სანამ ამ კითხვებს არ გაეცემა პასუხი, მომავალშიც იგივე იმედგაცრუება გვექნება!
ქომაგი
13:04 05-09-2023
2
ფანტასტიური შედეგი დადეს ჩვენმა კალათბურთელებმა, დებიუტშივე 16 გუნდში მოვხვდით. საბერძნეთს ბოლო წამზე რომ არ ჩაეგდო მონტენეგროსთან 3 ქულიანი მე-15 ადგილზეც გავიდოდით. თაობას ვკარგავთ და ახალი არავინ ჩანს, არავინ იცის კიდე როდის გავალთ მსოფლიოს ჩემპიონატზე ამიტომაც ეს შედეგი ისტორიულია.

შედეგი და თამაშის ხარისხი ერთმანეთს არ შეესაბამებოდა. მთელი მსოფლიოს ჩემპიონატი გადაიარა შენგელიას, ბითაძის და მამუკელაშვილის ზურგზე.

ანდრონიკაშვილი და სანაძე არასტაბილურები იყვნენ

მაკფადენი და შერმადინი ძალიან ცუდები იყვნენ ისევე როგორც თბილისის ევრობასკეტ 2022-ზე. 2022-2023 წლის ესპანეთის ლიგა ენდესას MVP-სგან მოულოდნელი იყო ასეთი ცუდი თამაში, ბურთს ხელში ვერ იჩერებდა. შერმადინს და მაკფადენს - მადლობა და ნახვამდის.

ცინცაძე მეტ დროს იმსახურებდა და 2025 წლის ევრობასკეტზე კიდევ დაგვჭირდება უკლუბო ანდრონიკაშვილის შემხედვარე.

ლიკლიკაძემ შანსი ვერ გამოიყენა, ოდნავადაც კი არ იყო პროდუქტიული, თუ ზუროსი დარჩება ლიკლიკაძეს კიდევ მიეცემა შანსი, თუ არადა ახალი მწვრთნელი საერთოდ არ გააკარებს ნაკრებს და ღირსიც იქნება.

დანარჩენები ტურისტად იყვნენ ჩასულები.

პროგრესი რომელიც ჰქონდა საქართველოს ნაკრებს 2006-დან - 2017 წლამდე, ამის მერე 6 წელიწადია თავისუფალ ვარდნაზეა ნაკრები, ახალი თაობა არ ჩანს და კალათბურთის მომკითხავიც არავინაა ფედერაციიდან.
დააT
13:03 05-09-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული