საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიასთან 69:75 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების
დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.

altდანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 85 /
ყოჩაღ სანიკიძე!!!ამისთვის მოხვედი ფედერაციის პრეზიდენტად?!
საქართველო უპირველესად
24 თებერვალი 2024 13:29
2
ოფიციალურად: საქართველოში კალათბურთი მოკვდა! გასული 10-15 წლის წარმატებები პირქუშმა აწმყომ შთანთქა და ეს გუშინ მკაფიოდ გამოჩნდა. მე პირადად ამას 2-3 წლის შემდეგ ველოდებოდი (როცა შენგელია წავიდოდა ნაკრებიდან), თუმცა კალათბურთის პიზდე-რა-ციამ "სასიამოვნო სიურპრიზი" მოუმზადა ქართველ ქომაგებს. დიახ, სწორედ სანიკიძისა და მისი საძმოს კისერზეა ეს უმძიმესი ჩავარდნა, რომელიც დიდი ალბათობით ევრობასკეტის გამოტოვებად დაგვიჯდება (ბოლო ათწლეულში პირველად, რაც ალბათ შემდეგ სისტემატურ ხასიათს მიიღებს). ახლა მოკლე ანალიზი, თუ რამ მიგვიყვანა ამ უბედურებამდე: ჯერ კიდევ დეკემბერში დავწერე, რას აკეთებენ ჩვენს საკალათბურთო ოჯახში მწვრთნელსა და ლეგიონერზე მაშინ როცა ყველა ევროპული ნაკრები უკვე დაკომპლექტებულია-თქო. შემდეგ იყო სხვადასხვა ვერსიები მწვრთნელსა თუ ლეგიონერზე (აქაოდა, ხან ტრინკიერიო ხან ჩარლი მურიო და ა.შ.). სწორედ მაშინ ვიეჭვე რომ ეს პედერა-ცია სრული დილეტანტია და საბოლოოდ უვარგისებს მოიყვანს-მეთქი. და აი შედეგიც: ვინმე ჯიკიჩი (რომელსაც არანაირი სერიოზული სპორტული მიღწევები არ ჰქონია და საკალათბურთო სამყაროში მხოლოდ ე.წ. "ღრიალით" გამოირჩევა) და ვინმე ჯო ტომასონი (რომელიც დიდი არაფერი მოთამაშეა - ასეთები კონა ათ შაურად ყრია ბებერ კონტინენტზე). რაც შეეხება საქართველოს ჩემპში მოთამაშე კალათბურთელებს, მაგათზე წერა ხომ საერთოდ დროის დაკარგვაა. და აი გუშინ, ურემი საბოლოოდ გადაბრუნდა - სამარცხვინო თამაში დანიაში, სადაც კარგად გამოაშკარავდა რომ ამჟამად გვყავს მხოლოდ ერთი მსოფლიო დონის მოთამაშე (შენგელია), 2-3 საშუალო დონის მოთამაშე რომელთაგან მხოლოდ ერთმა შეძლო ასე თუ ისე ქულების აღება, თუმცა ასეთი მონაგარი ლეგიონერეისთვის მაინც არასაკმარისია. ამას დაემატა შერმადინისა და ჯინჭარაძის სრული ჩავარდნა, სხვების თითქმის უქულო და უტვინო თამაში და მივიღეთ ის რაც მივიღეთ! კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება, თუმცა ...
სიმართლე
24 თებერვალი 2024 12:38
2
ყველაზე ცუდი ის არის რომ ახალწვეული უცხოელი ახსენეს სტატიაში და ქართველი გამთამაშებელის დებიუტი ოჩხიკიძე რომელმაც ლიკლიკაძესაც აჯობა საერთოდ არ არის ნახსენები.
ჩვენი კალათბურთის პრობლემა ზუსტად ეს არის .ადრეც დამეწერია და ვიტყვი სუპერლიგაში 3 მინიმუმ უცხოელი თამაშობს გუნდებში ქართველი ზის სკამზე.
ბოლოს არც აკადემიამ და არც ფედერაციამ არ მიაქცია ყურადღება 210 სმ სიმაღლის ბავშვსს რომელიც ზის სახლში ...ძაან დაბალი დონეა.
ადამიანი
24 თებერვალი 2024 12:31
1
თაობათა ცვლა.
ვერ მოვიგებთ განმეორებით თამაშს, ერთი წლის მერე, 7 ქულით მაინც, 2009 წლის მერე პირველად, ვერ გავალთ ევრობასკეტზე.
გარდა ამისა, ვშიშობ, წელს რიგაში გასამართი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი იქნება ბოლო დიდი ასპარეზობა საკალათბურთო ნაკრებისთვის.
იმედია, ის კალათბურთელები, რომლებიც გვაკლდნენ, ზაფხულისთვის მწყობრში იქნებიან, რათა ფილიპინების ნაკრებს ვძლიოთ და ეპიკურ ნახევარფინალში შევხვდეთ ბრაზილიას
სტალინი
24 თებერვალი 2024 12:29
0
სამწუხაროდ ჩვენი კალათბურთი წავიდა დაღმასვლით, ახალი არავინ ჩანს, შენგელია რო წავა მერე უფრო ვიგრძნობთ ამას.ეს ამერიკელი სად მონახა სანიკიძემ, ევროპაში იმდენი ამერიკელია და ამათმა მონახენ კაცი რომელიც ბურთს უბრალოდ ვერ ატარებს, გარბენს გარბენზე აკეთებს... აგერ აზერბაიჯანელებმა ზაკ ლედეი გაიფორმენ, ვინც ადევნებთ თავს ევროლიგას გეცოდინებათ მისი თამაში, ობრადოვიჩი გუნდში ისე არ აიყვანდა. ჩევენ კი ვიღაც ტომასონი მოვნახეთ სადღაც პოლონეთში ნათამაშები, ასეთები ჩვენ ჩემპიონატშიც უამრავია და საერთოდ სანიკიძემ მიხედოს კალათბურთს(პარლამენტში ჯდომას ჯობია).
maximus
24 თებერვალი 2024 12:19
2
რა კომენტარი უნდა გააკეთოს კაცმა? არ არაფერი. კალაძის სიტყვები გამახსებდა უცებ, ჟურნალისტების მისამართით თქმული - "გადაშენდით აქედან".
რობიზონა
24 თებერვალი 2024 12:08
1
კაცი რომელიც 26 თებერვალს საერთოდ მიდის ნაკრებიდან, რატომ უნდა ათამაშო ძირითადში, გაუგებარია. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მომავალი არჩევნების შემდეგ, ცინცაძე სანიკიძის გვერდით იხილოთ პარლამენტის დარბაზში. საინტერესოა 26 თებერვლის თამაშის ხილვა. მოკლედ ჩვენი კალათბურთი ფსკერისკენ იძირება, თანაც ძალიან სწრაფად. ბოლოს კითხვა პირადად პარლამენტარ პრეზიდენტს, რა მოტივით ან რა კრიტერიუმით იმსახურებს ნაკრებში ყოფნას ბურჯანაძე? აგვიხსენით. ზაზას დეიდაშვილი რომაა იმიტომ თუ....
ზაკო
24 თებერვალი 2024 11:50
3
ნებისმიერ სპორტში, არასპორტული აღნაგობის მთავარი მწვრთნელის, ათიდან ცხრა შემთხვევაში, არ მჯერა და პრაქტიკულად არც ამართლებს....ეს ჯიკიჩი, საინტერესოა რომელ პაბში იპოვეს? ალბათ,ორმხრივად სარფიანი კონტრაქტი გაუფორმეს....რომ მოითხოვო, რა თანხა უწერია კონტრაქტშიოოო, გეტყვიან, რომ ეს კონფიდენციალურიაოოო... თუ ესენი დარჩნეენ, ქართული კალათბურთის ხვალინდელ წარმატებულ დღეს ვერ ვხედავ, ნეტავ ვცდებოდე... ბოდიშსაც მოვიხდი.. გასკდა გული წუხანდელს აქეთ, ნუთუ ასეთი, ნუთუ მართლა ასეთი უსუსურები ვართ?
გიორგი-50
24 თებერვალი 2024 11:02
4
კალათბურთში თაობები არ მოგვდის უძაან დაბლესიი დონეააა უკან უკან მივდივართ წინ კიდე ბევრი დაღმასვლა ელოდება ნაკრებს მე არ მინდა მაგრამ ფაქტია
სიმართლე
24 თებერვალი 2024 10:00
0
გეთანხმები მეც ვადევნებ ახლგაზრდების თამაშებს თვალს და უდაბლესი დონეაა მალე ევროპის ჩემპიონატზე გასვლაც სანატრებელი იქნება იმედია ვცდები...
Nikoloz
24 თებერვალი 2024 14:37
0
არ სჭირდება ამდენი ტვინის ჭყლეტვა და აზრების ფრქვევა ამ სიტუაციას . ღიმილის ბიჭებში გახსოვთ მამაოს პასუხი გერმანიის წაგებაზეე , “ იმიტომ რომ მას არა აქვს სიმართლე “ . არა ხართ მართალი ხალხი არცერთი , არც ნაკრებში მდგომი ხალხი , არც ფედერაცია და არც მწვრთნელთა მთელი შემადგენლობა , თავის მსაჯებიანად . სიმართლე არ არის თქვენს მხარეს და იმიტომ . საქართველოში ყველა ასაკობრივი გუნდის მწვრთნელის იდეა ფიქსი არის გუნდში ჰყავდეს შეძლებული მამიკოს ბიჭები , ატაროს ინდივიდუალურ ვარჯიშებზე და წველოს . ხოდა ნიჭიერი ბავშვების სკამზე ჯდომითა და უუნაროების დაწინაურებას რომ უნდება მთელი ფედერაცია , იმიტომაც ვართ იქ სადაც ვართ . სამწუხაროდ კომუნიზმში გაზრდილი მწვრთნელების მორალურ-ზნეობრივი მხარე ბევრად ადამიანური იყო , დღეს სრულიაფ დაცლილია მარტო კალათბურთი კია არა მთელი ქვეყანა და როცა თევზი ყარს , გამორიცხულია მის რომელიმე ნაწილს სხვა გემო ჰქონდეს . დინამოს გაპარტახება რომ მიიყვანეს ბოლომდე , მაგის შედეგია ნაწილობრივ და ვისაც შეასრულებინეს ეს ყველაფერი , დღეს სადღაც სასტუმროში მუშაობს ადმინისტრაციაში , შემთხვევითი ხალხი , არშემდგარი სპორტსმენები , ნარკომანები , ბარიგები , ყსაქმურები , კრიმინალები , ხალხი ვინც ციხეში უნდა იჯდეს , სპორტში მოღვაწეობს და შედეგიც ის არის რაც უნდა იყვეს . ხოდა , იმოგზაურეთ ქვეყნის ხარჯზე , მისი იმიჯის შელახვის მეტს არაფერს თქვენ არ აკეთებთ და იმას მიიღებთ რასაც დაიმსახურებთ . მწვრთნელს რაც შეეხება , აშკარად სანიკიძის სახელს დაუჯერა , მოუსმინეთ მის ინტერვიუს , ძალიან სწორი აქცენტები ჰქონდა , თუმცა ვერ წარმოიდგენდა თუ ამ სახელის უკან პროფესიონალი სპორტსმენი კი არა , პარლამენტარი იქნებოდა , რომელმაც ის დაიმსახურა რომ სახელმწიფომ დარბაზი აჩუქა . ეხლა სერბეთიც რომ გადაგვივლის და სარკეში ჩაგახედებთ , იქნება მერე მაინც დაჯდეთ და დაფიქრდეთ , რომ ნიჭიერი ბავშვები ათამაშოთ ყველა ასაკში და თამაშების რაოდენობა გაზარდოთ თქვე სამარცხვინოებოო , წლის განმავლობაში 6 თამაშით , როგორ უნდა გაიზარდოს ბავშვიი ?! ამიტომ უნდა მოეგო ისლანდიას, რომ მსოფლიოზეც არ გეთამაშათ , თუ თქვენ მაგას თამაშს ეძახით .
ATP 16
24 თებერვალი 2024 09:58
1
მართალი ხართ, ამათ თამაშს რომ კიდევ ვუყურებთ, ექიმთან მისასვლელები ვართ ყველანი!!! თუმცა თქვენნაირებისათვის, სუფრიდან რომ ნარჩენებს უყრიან, მხოლოდ გამოცდილი პროქტოლოგის ჩარევა თუ გიშველით!
ATP 16
24 თებერვალი 2024 12:48
1
ექიმტან მისვლა არ გიცდია???))))))
Eldari
24 თებერვალი 2024 10:46
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული