საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიასთან 69:75 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების
დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.

altდანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 85 /
როგორ უნდა გაიზარდოს საკუთარი ნაკრების წაგება, მაგრამ მიგვიყვანა ამ დონემდე. სიმწრით ვიცინოდი ამათ თამაშზზე. სანამ ეს ჩამპალი დაკორუმპირებული სისტემა არ მოიშლება კალათბურთში არც მწ რთველის შეცვლა უშველეს და არც ნატურალიზებული, მთლად პოპოვიჩი რომ ჩამოიყვანეს. ბავშვობიდან მახსოვს , როგორ ბლოკავს ენ პერსპექტიულ მოთამაშეებს და "პატრონიანებს" ათამაშებდა. იგივე სისტემაა დღესაც და შედეგიც დადგა. გუნდი რომელიც 18 სამიანიდან 2-ს ჩააგდებს და მოიგებს,.... ნუ აზრი აღარა აქვს......
Gio
23 თებერვალი 2024 23:52
3
სამარცხვინო გუნდი გვყავს. საცოდავი ჯინჭარაძეა ამათი გუნდური დონე. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ცინცაძე სიბერეში გახდა ასეთი, ძალიან ცდება. მისი სტატისტიკა ყოველთვის ასეთი იყო: 10 თამაშიდან 1 გენიალური (მეჯიქ ჯონსონი ან ქრის პოლი გეგონებოდა), 2 - მეტნაკლებად კარგი, 7 - საძაგლად ჩაგდებული. ამ ახალწვეულთა შორის ერთს არაუშავდა, დანარჩენები სუპერზარალები იყვნენ. სერბეთთან 50 ქულაზე მეტს თუ ჩააგდებენ ძალიან გამიკვირდება
ელიასი
23 თებერვალი 2024 23:51
2
ეს ტომასონი სად იპოვეს? სამიანების მსროლელი გვჭირდებოდა და ესაა ? რა იყო, რამე ატკატის ამბავია აქაც? რაც მაგას უნდა გადაუხადონ ნახევარს უკან უბრუნებს? მწვრთნელი რომ იმას ვერ გრძნობს ვის მისდის თამაში და ვის არა რაღაზეა ლაპარაკი. ვერ ხედავს, რომ იგივე ცინცაძე უპასუხისმგებლოდ თამაშობს, ძალიან გადამწყვეტ მომენტებში საიმედოდ თამაშის ნაცვლად რაღაცეებს ორიგინალობს და მარიაჟობს და ამის გამო ბურთი ზედიზედ იკარგება, რაღას გამოჰყავს? ერთი ოჩხრიკიძე იყო კარგი და მეტი დრო ეკუთვნოდა ვიღაცეების ნაცვლად. შერმადინს საერთოდ ვერ იყენებს. ადამიანი ესპანეთის ერთერთი საუკეთესოა და საერთოდ არ ჩანდა მოედანზე. მოკლედ არ ვიცი, გულზე ვარ გახეთქილი. ღმერთმა ქნას ეს უბრალოდ ერთჯერადად ჩაგდებული მატჩი იყოს და შემდეგ თამაშებში რაღაც გამოსწორდეს. ღმერთმა ქნას!
არტ
23 თებერვალი 2024 23:51
9
ააყვავა კალათბურთი სანიკიძემ საქრთველოში!!
!!
23 თებერვალი 2024 23:49
4
ეს მწვრთნელი საერთოდ საქართველოს ნაკრებს კი არა საერთოდ კალათბურთს უნდა ჩამოაცილო
lova
23 თებერვალი 2024 23:49
7
ამიზა ჩამოვიდა ამ სისქე კაცი?დდდდ
რრრ
23 თებერვალი 2024 23:48
4
ეს რაა?
იბერიელი68
23 თებერვალი 2024 23:47
0
სანიკიძე-მარკოიშვილი-გურასპაული-ბოისების “დალაგებულ” ქართულ კალათბურთს ჯიკიჩიღა აკლდა:)))))) სპეციალურად ჩამოყავთ უამბიციო ბანძი მწვრთნელები, ნომინალურად არიან, ხეფასს იღებენ და ეგაა რა… სანიოლ-ჯიკიჩი:))) ნეტა რაგბიში მაინც ივარგოს იმ კოკერამ:)))
პაატა
23 თებერვალი 2024 23:46
4
რაგბში გვყავს ყველა ასაკობრივი ნაკრები. 17-18 წლიდან მიდიან ევროპულ კლუბებში სათამაშოდ. 18 წლამდელებში ევროპის ჩემლიონები ვართ და წელს 6 ერზე მიგვიწვიეს. 20 წლამდელები ერთი რაც მოხვდნენ მსოფლიოზე აღარ გამოვარდნილან და ათეულში არიან მუდმივად - მსოფლიოს ათეულში!
თაობები მოდის! ამ კალათბურთს და ფეხბურთს არ ეშველა არაფერი და არ გამოუჩნდა პატრონი და გულშემატკივარი!
Joseph
24 თებერვალი 2024 00:15
0
კოკერაც ჯიკიჩია.
WTF
24 თებერვალი 2024 00:01
1
ამდენმა აკადემიამ ერთი ევროპული დონის კალათბურთელი ვერ გაზარდეთ???კატასტროფაა ახალი თაობა სად არის???ეს შენგელია შერმადინი ვინ უნდა ჩაანაცვლოს??ევროპულ გუნდებში ქართველი ახალგაზრდა კალათბურთელი გინახიათ ვინმეს??მიდი და გაამტყუნე რამეში ზუროსი!!!
გიორგი
23 თებერვალი 2024 23:45
0
Sanikidze jikichs mokide xeli da wadit kartuli kalatburti Dan.aset bandad ro aqcevt nakrebs tqveni akademia xoar goniat? Serbebi saertod gagvtelaven.cincaze ristvis Waxvedi daniashi? Shermadini kide nakrebshi dasasveneblad chamodi xar?
Gia
23 თებერვალი 2024 23:42
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული