საშინელი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრები დანიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უშუალო კონკურენტ დანიასთან 69:75 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების
დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.

altდანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 85 /
დავბრუნდებით ისევ მეორე ლიგაში..საიდანაც დავიწყეთ!!! გული არ გაიტეხოთ..ნახეთ რა თაობა მოდის))
ღადაობთ?
23 თებერვალი 2024 23:33
1
მწვრთნელი იგრძენით სადმე? ცინცაძეს მაინცდამაინც პენსია უნდა დაუნიშნონ, რომ თავი დაგვანებოს? და ან ჩვენ რომ გავდივართ და ან დანია და ბოლოს შესაძლოა ერთმანეთს შორის თამაშებზე მიდგეს საქმე და თუ წაგება იყო, მინიმალურად ბმაინც უნდა წაგვეგო, ამაზე ფიქრობდა ვინმე?
ქომაგი
23 თებერვალი 2024 23:33
2
კომენტატორები: გიორგი ცინცაძე არის ქართული კალათბურთის ლეგენდა :))
odala
23 თებერვალი 2024 23:32
5
როცა ცინცაძეა შენი ლეგენდა, საერთოდ რამეზე პრეტენზია რატომ გაქვთ??
odala
24 თებერვალი 2024 08:21
1
ახალ თაობასთან შედარებით ნამდვილად არის,არც ერათი ახალგაზრდა კალათბურთელი არ თამაშობს უცხოეთში,რისი იმედი გაქვთ??
odala s
23 თებერვალი 2024 23:35
1
დამთავრდა ჩვენი ევრობასკეტი,ვერ გავალთ,ყველაფერი უკან-უკან მიდის!!!
გაგა
23 თებერვალი 2024 23:31
3
სერბეთს მოუგებთ ხო...მოკვდა ქართული კალათბურთი, როგორც ფეხბურთი, ნუ იქნებით ილუზიებში..ლუქსემბურგიც ასევე ჩაგვახედებს გუბეში, კვარაც ჩვენთან იქნება ტრიბუნებზე!!!
ჯორჯო ბიძია
23 თებერვალი 2024 23:31
10
და ჩვენ გვაქვს ოლიმპიადაზე თამაშის ამბიცია?
მეზღვაური
23 თებერვალი 2024 23:30
3
სირცხვილია ეს რა ნაკრები გვყავს, ესეთი სუსტი ნაკრები გვყავდა როდესმე?გახსოვთ ვინმეს? შენგელია შერმადინი ძმურად დაუთმეთ სხვება ადგილი რა.
kesha
23 თებერვალი 2024 23:30
15
სხვებს კი არა კალათის ბადეებს არ ხევდნენ სამქულიანებით.
მალხაზ ჯობავა
23 თებერვალი 2024 23:52
0
მოიცა რაა, აქ რომ იყო ევროპა უკეთესად ითამაშეს? მერე უკეთ ითამაშეს? საკუთარ ფარს ვაგებდით და ვაგებთ, დაკარგვები ხომ უამრავი და არაფერი არ გამოსწორდა!
საბანძეთია რაა!
Bs
23 თებერვალი 2024 23:33
2
შეგაზიზღებენ ყველაფერს
თემო
23 თებერვალი 2024 23:30
2
ვაი თქვენ პატრონს.ორღობის გუნდი
გელა
23 თებერვალი 2024 23:28
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული