ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.
დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.
საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.
დანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]
კალათბურთში ,რომ საშინელი პერიოდი გვიდგას არ ახალია,მარტო ბებერი შენგელიათი ვერაფერს ვიზავთ,აი ამ შერმადინის ვერაფერი გავიგე,ტიპი მვპ-ბს დებს ესპანეთში ნაკრებში ამის კარგი თამაში არ მახსოვს,ბითაძეს და მამუკელაშვილის გარეშე ნაკრები ნოლია,ვისთან წავაგეთ?!აი რას შეიძლება ,რომ შევადაროთ სიტიმ რო წააგოს ვთქვათ ლანჩხუთის გურიასთან,ანუ სად ვართ?!ფსკერზე...ოღონდ იმ ფსკერზე კი არა მაგის დაბლა ნეხვის ფსკერზე...