ჩვენი გუნდის ახალმა მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შეგდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, ჯინჭარაძე, ტომასონი, შენგელია, შერმადინი - თამაში აქტიურად დაიწყეს, დაცვაში კარგად ირჯებოდნენ და პირველი მეოთხედი 11 ქულით მოიგეს. ურიგოდ არ გამოიყურებოდნენ ახალწვეულები და ახალი ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი, თუმცა მასპინძლებმა ანგარიშის 6 ქულამდე შემცირება შეძლეს და ჯიკიჩმა წუთშესვენება აიღო, რის შემდეგაც შენგელიას ძალისხმევით ისევ მოახერხეს მცირე გაქცევა და პირველი ტაიმი 28:37 დასრულდა.
დიდი შესვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა შეცდომების დაშვება დაიწყო, ბურთი ზედიზედ რამდენიმეჯერ დაკარგეს, რითაც მეტოქემ ისარგებლა და დასკვნითი პერიოდის წინ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში დანია დაწინაურდა. ჩვენი გუნდი ფარს აგებდა, შეტევაში ბევრი დაკარგვა ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში 58-ე ადგილზე მყოფ გუნდთან მარცხი განიცადა.
საქართველოს ნაკრებიდან 27 ქულა შენგელიამ ჩააგდო, 16 ტომასონმა, 11 ოჩხიკიძემ, 7 ცინცაძემ, 4 შერმადინმა, 2-2 კი ბექაურმა და კაკუშაძემ. სტუმართა რიგებში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუნდბერგი იყო, ხოლო ლარსენმა 13 ქულა მიითვალა.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 თებერვალს თბილისში სერბეთთან ჩაატარებს.
დანიაში ჩასულმა საქართველოს ნაკრებმა "ნესტვედ-არენაზე" მსუბუქად ივარჯიშა [VIDEO]
ჩვენი კალათბურთის პრობლემა ზუსტად ეს არის .ადრეც დამეწერია და ვიტყვი სუპერლიგაში 3 მინიმუმ უცხოელი თამაშობს გუნდებში ქართველი ზის სკამზე.
ბოლოს არც აკადემიამ და არც ფედერაციამ არ მიაქცია ყურადღება 210 სმ სიმაღლის ბავშვსს რომელიც ზის სახლში ...ძაან დაბალი დონეა.
ვერ მოვიგებთ განმეორებით თამაშს, ერთი წლის მერე, 7 ქულით მაინც, 2009 წლის მერე პირველად, ვერ გავალთ ევრობასკეტზე.
გარდა ამისა, ვშიშობ, წელს რიგაში გასამართი ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი იქნება ბოლო დიდი ასპარეზობა საკალათბურთო ნაკრებისთვის.
იმედია, ის კალათბურთელები, რომლებიც გვაკლდნენ, ზაფხულისთვის მწყობრში იქნებიან, რათა ფილიპინების ნაკრებს ვძლიოთ და ეპიკურ ნახევარფინალში შევხვდეთ ბრაზილიას