"ბევრი რამ მომეწონა, თუმცა თამაში წავაგეთ" - რა თქვა ჯიკიჩმა დანიასთან მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
დანიასა და საქართველოს მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა ტრადიციული პრეს-კონფერენცია, რომელსაც ჩვენი გუნდის მხრიდან მთავარი მწვრთნელი, ალეკსანდარ ჯიკიჩი და ნაკრების დებიუტანტი, გიორგი ოჩხიკიძე დაესწრნენ.

პირველ რიგში ვულოცავ დანიას. მეტოქემ მოხსნებში გვაჯობა, ჩვენი დაკავრგვების შემდეგ ძალიან ბევრი ქულა ჩაგვიგდო, სტატისტიკის მიხედვით ბურთი 26-ჯერ დავკარგეთ. ამის გარდა, მეორე ნახევარში 47 ქულა მივიღეთ, რაც სრულიად გაუმართლებელია, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ვიმუშაოთ. ეს მხოლოდ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი იყო და აუცილებლად უნდა ვითამაშოთ უკეთ.

რას ფიქრობთ სერბეთთან თამაშზე, ძალიან პრინციპული დაპირისპირება იქნება…

სერბეთთან თამაშზე ამ
წამს არ ვფიქრობ, ახლა იმ თამაშზე ვდარდობ, რომელიც წავაგეთ. უნდა ვისწავლოთ ჩვენ შეცდომებზე და ვცადოთ, რომ ისინი არ გავიმეოროთ. სხვა მხრივ, სერბეთი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი და ფავორიტია, ჩვენ კი ჩვენი როლი უნდა მოვირგოთ. აუცილებლად ვეცდებით, რომ იმის კეთება გავაგრძელოთ, რასაც პირველ ნახევარში ვაჩვენებდით, აგრესიული დაცვა ვითამაშოთ და იმის გაკონტროლება, ვცადოთ რა მოედანზე ხდება. ეს არის სერბეთთან წარმატების ერთადერთი გზა.

იყო თუ არა თქვენთვის რთული დანიაში ფავორიტის სტატუსით ჩამოსვლა?

ყოველთვის სახალისოა, როდესაც გუნდებს ფავორიტის და აუტსაიდერის სტატუსს ანიჭებენ. მგონია, დამეთანხმებით, რომ დღევანდელი თამაში და ჩვენი და სერბეთის დაპირისპირება ერთმანეთის ანალოგიური სიტუაციები არ არის. ვგულისხმობ იმას, რომ დანიასა და საქართველოს დონე ბევრად უფრო ახლოსაა ერთმანეთთან, ვიდრე ჩვენი და სერბეთის.

ყველა თამაშში არსებობს მომენტი, რომელიც დღეს ჩვენც გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. მათ ძალიან ბევრი ქულა ჩააგდეს და როცა ქულებს არ აგროვებნენ, ცდილობდნენ მოხსნები მოეგოთ. თუ შეხედავთ მათ სტატისტიკას, ორ და სამ ქულიანი სროლების მაჩვენებლებს, ხედავთ რომ კარგად ვითამაშეთ, თუმცა მოხსნებში ვერ გამოვიჩინეთ თავი. მათი დაცვისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავათ, ჩვენ ისეთი შეცდომები დავუშვით, რომელიც მათი თამაშიდან არ გამომდინარეობდა.

ერთი შეხედვით, სიმაღლის უპირატესობა გქონდათ, ძალიან გამოცდილი მაღალი მოთამაშეები გყავთ. რას იტყვით მათ თამაშზე, რადგან მოხსნები დაპირისპირება დათმეთ?

ამას არაფერი აქვს საერთო. დანია მოედანზე ენერგიულად გამოვიდა, რასაც ველოდით. ვიცოდით მათი ფორმაცია, მათი დაბლები ძალიან ენერგიული მოთამაშეები არიან. ე.წ „ლოჯისტიკური კალათბურთელები“. ისინი მათ ლიდერებს მიყვებიან. მიუხედავად იმისა რომ მომენტების უმრავლესობა არ შეუქმნიათ, დანიის ლიდერებზე ჩვენი გამახვლიებული ყურადღება გამოიყენეს. ზოგჯერ ქულის აღებით, ზოგჯერ კი მოხსნით. საბოლოო ჯამში დანიელებს ჩვენზე 20-ჯერ მეტი შეტევა ჰქონდათ და გამარჯვების მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება.

მეორე ნახევარში ვეცადე, რომ ჩემი მოთამაშეები არ დამეღალა, თუმცა აღვნიშნავ, რომ ისინი ახლა სხვალობენ ჩემთან ერთად თამაშს, მე ახლა ვითვისებ თუ როგორ ვუხელმძღვანელო მათ. ეს ჯერ კიდევ პროცესია. მიუხედავად ყველაფრისა, დღეს ბევრი დეტალი მომეწონა და თავისთავად ბევრი რამ არ მომწონს, რადგან თამაში წავაგეთ.

GBF
მკითხველის კომენტარები / 33 /
ამ კაცს თავის ხელფასი, საქართველოს ბუნება და სამზარეულო მოეწონა ალბათ, თორემ თოკოს და ოჩხერიძის გარდა იმ დღეს ვერც ბურთი ატარა ვინმემ და ვერც პასი ვერ მისცეს ერთმანეთს. ტყორცნა ხომ 2 მეტრიდანაც ვერ ჩააგდო ვერცერთმა. გვაბოლებს ეს კაცი - დიდხანს უნდა ალბათ აქ დარჩენა!!!!
ირაკლი
26 თებერვალი 2024 13:56
0
რა მოგეწონა გვითხარი გაფიცებ იოკიჩს . გაგვანათლე და გაგვახარე რა იქნება )
gpi
25 თებერვალი 2024 23:13
0
ქალბატონებო და ბატონებო......ჩემი საყვარელი ფილმი "ნათლიმამა"...პომპეზური რელიგიური დღესასწაული ნიუ ორკში..ხალხის ერთი ჯგუფი მარიონეტების სპექტაკლს სულგანაბული უყურებს დადგმულს ტრადიციულ იტალიურ სტილში.....ამ დადგმას ასევე ჩაუვლის და რამდენიმე წუთი დროს დაუთმობს მაფიოზი ' შავი ხელი" რომელის შიშით მაღლა ჩიტს და დაბლა ჭიანჭველას.....მაფიოზი დაუდევრი აგდებული ჟესტით ..ხმამაღლა გამოთქვამს თავის აზრს რომელიც გასაგებია რომ ყველამ უნდა გაითავისოს როგორც ერთადერთი სწორი შეფასება მიმდინარე მომენტის.....კოპოლა ( ფილმის რეჟისორი) როგორც ჭეშმარიტად დიდი ხელოვანი მხოლოდ კინოსთვის დამახასიათებელი ენით გვეუბნება თუ რას ნიშნავს და რა შედეგი შეძლება მოყვეს ხალხისთვის ძალით მოხვეულ აზრს...უკვე ოცდაათი წელია ქართველ ხალხს კარნახობენ თუ რა უნდა მოეწონოს...რომ თურმე მკერდმოღლეტილი ტუჩებგამობერილი ქალი..ულამაზესია!!! ქალს რომელიც აცხადებს რომ გინება ინტელექტის ნიშანია მიტუას ჯორივით ვერ გააგდებ ეკრანიდან...კაცი რომელიც დედას ორშაურად იგინება ტელევიზორში ქალების თანდასწრებით თურმე საქართველოს კოლორიტია...კაცი რომელიც თავის გამარჯვებებზე ქალებთან გაუთავებლად ლაყბობს ახალგაზრდებისათვის მაგალითის მიმცემია....ამ ქარაფშუტა ხალხისთვის თურმე ბიუჯეტი იძლევა საშუალებას..ამავე დროს გადაცემა "ფერმა" მიაკეტეს..ამ გადაცემაში ერთიორი კინკილა ადამიანი ცდილობდა შემოებრუნებინა ქართველი კაცი თავის მამულისაკენ..აჩვენებდნენ რომ ამ სამოთხისმაგვარ მიწაზე მშრომელი ადამიანისათვის შეიძლება ინოვაციების დანერგვა..ფულის კეთება....ვიღაცას ეტყობა უფრო აწყობს რომ ქართველებმა უკანმოუხედავად დატოვონ სამშობლო!!! არის ეს მიზნმიმართული ანტიქართული ქმედება? დიახ..დიახ!!!!სპორტს დიდი როლი უკავია ერის ფიზიკურ და ფსიკიკურ ჯანმრთელობაში..როგორც მოგახსენთ კალათბურთის მსოფლიო ბრენდი გააგდეს ჯერ უმაღლესი მერე კი პირველი ლიგიდან!!! ახლა ფეხბურთს მიადგენ..დინამო თბილისი დაიცალა ფეხბურთელებისაგან ..სამაგიეროდ ესტონეთის მეოთხე ლიგაში ნათამაშებ ლეგიონერებს ვიყვანთ......გუშინ დანიასთან წაგებამ გამაოგნა....ახალი მწვრთნელი აკეთებდა ყველაფერს იმას რაც არ უნდა გააკეთოს გუნდის თავმა!!! თითქმის ყველა შეცვლა იყო არადროული და არ შეესაბამებოდა სიტუაციას!!!!..ცვლიდა მოთამაშეს ვისაც თამაში წაუვიდა და არ სვამდა სათადარიგო სკამზე კალათბურთელებს ვინც აშკარად არ იყო სათანადო კონდიციაში..მესმის რომ ჩვენს ნაკრებს არ ულხინს ..მაგრამ.. დანიაც არ არი იმ დონის რომ გვათქმევინოს... დედა ეს რა ვნახეთო...ახლა ძიუდოში ..ყველასთვის საყვარელი ბექა ღვინიაშვილი გააქრეს!!!!!!გაქრა დიდი იმედების მომცემი ზაალიშვილი..ამ დროს კი უკვე ტირაჟიდან გამოსული ხალხი დაგულაობს...ვინმე გამოდით და აგვიხსენით რა ხდება.....დიდო მეფეო ყოველი მხრიდან გვიტევენ..ხმა უნდა ამოვიღოთ ..უკანდასახევი გზა მოგვიჭრეს.......ჩვენს საყვარელ საქართველოს გაუმარჯოს...ამინ
ნუგზარ ნუცუბიძე
25 თებერვალი 2024 07:23
1
შენ გაიხარე ნუგზარ , აღარ ვწერ კომენტარს , თქვი ჩემი სათქმელი .
ტარიელი
26 თებერვალი 2024 14:04
0
წავიკითხე შენი კომენტარი და აშკარად გულის ტკივილით დაწერილია, რადგანაც გიყვარს შენი ქვეყანა და გტკივა ყველაფერი რაც ქართულს ეხება! რას ვიზავთ მეგობარო! როცა ევროკავშირი "გვიწესებს" დღის წესრიგს, თუ როგორ უდა მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ? ზუსტად მეც შენნაირად მტკივა გული, როცა ვუყურებ და ვისმენ, თუ როგორ ებრძვიან ჩვენს ტრადიციებს და ყველაფერ ქართულს! ამ ყველაფრის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება!
ნუგზარ ნუცუბიძეს!
25 თებერვალი 2024 14:11
1
თუ რამე მოგეწონა, ე.ი ცუდათაა ჩვენი საქმე… ეს იყოკატასტროფა, რაც გუშინ ჩვენ ერთად ვნახეთ
ირაკლი
25 თებერვალი 2024 01:05
0
შერმანდინს მიხედეთ, შერმადინს! უკვე კარგა ხანია მარტო ევროპულ ჩემპიონატებში თამაშობს კარგად - საქართველოს ნაკრებში ?????? ასეა ეს თუ გაიხსენებთ!
ვაჟა მასწავლებელი
25 თებერვალი 2024 00:56
2
ტარას ბულბას არა გავს?!
S.K.K.
25 თებერვალი 2024 00:48
2
ეს დაღუპავს ჩვენ ნაკრებს!!
buba
25 თებერვალი 2024 00:03
3
ძალიან ბევრი ბალასტია ნაკრებში.ეს ბურჯანაძე რაში სჭირდებათ.კალათბურთელის ამ როგუნჯას არაფერი აცხია.ასეთივეა როგავაა თუ როგუნჯავა.კიდევ ბევრნი არიან ვითომ კალათბურთელები.უმჯობესია ეს ეტაპი ახალგაზრდების აღმოჩენას და დაწინაურებას დავუთმოთ.ეს გუნდი შენგელიას,ოჩხიკიძის,ტომპსონი და შერმადინი გამოკლებით არაფრის მაქნისია.ისე შერმადინი დაბერდა თუ რა ვერ გავიგე.საერთოდ გამართული იყო თამაშიდან.
ჯანაშია ვაგნერი.
24 თებერვალი 2024 20:37
2
გაუშვით ეს კაცი სახლში დღესვე.
გიორგი
24 თებერვალი 2024 18:11
12
ამ ნაკრებს არათუ ევრობასკეტზე, ჩემი ნება რომ იყოს სოფლის კლუბის დონეზე თუ დაუშვებდი მხოლოდ, ისიც საშინაო მატჩებზე, ასეთ თამაშებზე, როგორც გუშინ ქონდათ, ლოცვა კურთხევა რომ არ მოაკლდეთ ტრიბუნებიდან.
მ.მ.
24 თებერვალი 2024 17:00
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული