მამუკელაშვილის გარეშე - საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები, რომელიც ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, ტრენტოს თასზე იტალიასთან 68:79 დამარცხდა.

მწვრთნელმა ჯიკიჩმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, სანაძე, ფევაძე, შენგელია, ბითაძე. ჩვენი გუნდი 8:0 დაწინაურდა და მეტოქეს წუთშესვენების აღება მოუწია, რის შემდეგაც ანგარიშის 3 ქულამდე შემცირება მოახერხა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა პირველი მეოთხედი 23:17 მოიგო. მეორე პერიოდში მოწინააღმდეგემ გაქცევა შეძლო და პირველი ტაიმი 37:30 დასრულდა.

დიდი შესვენების შემდეგ თანაბარი თამაში წავიდა, ბევრი დაკარგვები გვქონდა, ჩვენს გუნდს შენგელია და ბითაძე ლიდერობდნენ, ნატურალიზებული კალათბურთელი ტომასონი კი საუკეთესოდ ვერ ირჯებოდა. შედეგად,
ბოლო მეოთხედის წინ ტაბლოზე 58:51 დაფიქსირდა. ბოლო პერიოდში ბითაძემ მეხუთე პერსონალური მიიღო - მან ორმაგი დუბლი შეასრულა (12 ქულა და 11 მოხსნა), ჯიკიჩმა შენგელია (17 ქულა  და 7 მოხსნა) დაასვენა და იტალიამ, რომელიც სწრაფი შეტევებით გამოირჩეოდა, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილს მცირე დისკომფორტი აქვს და ამიტომ დაასვენეს.

altსაქართველოს ეროვნული ნაკრები ტრევიზოდან ტრეტოში იტალიასთან სათამაშოდ ჩავიდა

მკითხველის კომენტარები / 21 /
არა ეს ტომასონი სად ოპპვეს რა. ამას ისევ თადი ჯპბია თან ბევრად.
რრრ
23 ივნისი 2024 23:07
2
ეს ლეგიონერო საოდან მოიყვანეთ … თამაშს ვუყურე და ტიპი აზრზე არაააა
ცოტნე
24 ივნისი 2024 01:35
2
კარგით რა ხალხო რაღა დროს ლონდარიძეა... ათამაშეთ ბახტაძე შეაჩვიეთ ცოტა დიდებთან თამაშს ის მომავალი, მერე რა რომ წლოვანებით პატარაა, ან ეს ამერიკელი სად ნახეს ჩვენი ფედერაციის ბოსებმა, აზერბაიჯანს ყავს ამერიკელი ამას ათი თავით ჯობია. მოკლედ შესარჩევში ჩვენ ლატვიის მომგები არა ვართ(ნეტა ვცდებოდე) და არც ფილიპინების.ისე სანიკიძემ პარლამენტში ჯდომას ხარისხიანი ლეგიონერი მონახოს ჯობია,ამ ტომასონს მაკაბიშიც თითქმის სულ სკამზე უწევს ჯდომა და აქ გახადეს ძირითადის წევრი.მოკლედ პარადოქსების ქვეყანაში ვცხოვრობთ ყველა უგზო-უკვლოდ განათლებულები ფედერაციების ხელმძღვანელები თითქმის ყველა პარლამენტშია აბა სპორტისათვის ვის ცალია და აგერ შედეგი ოლიმპიადების ისტორიაში ყველაზე ცოტა ლიცენზია...
Maximus
24 ივნისი 2024 09:50
2
უცნაურია, როცა კომენტარებში ადამიანები უმაღლესი დონის უცხოელი კალათბურთელის აყვანას ითხოვენ. იმ უცხოელს არ ეკითხებით? უამრავი სამუშაოები ჩაატარეს, მაგრამ უკეთესი ვერავინ დაითანხმეს. რითი უნდა დააინტერესონ, საქართველოს მოქალაქეობით? სხვა ხიბლი არ აქვთ. ნაკრებში ხელფასის გადახდა ფიბა-ს რეგულაციებით აკრძალულია. მთელი სეზონი გადატვირთულ სპორტსმენს დასვენება ბევრად ურჩევნია, ვიდრე რომელიღაც უცხო ქვეყნის ნაკრებში თამაში, ვარჯიში და ტრავმის საფრთხე. ამერიკელისთვის სადღაც ნაკრებში თამაში არაფერს ნიშნავს.
თემო
24 ივნისი 2024 13:07
11
აბა მაშინ ჩრდილოეთ მაკედონიელები და ბულგარელები როგორ აინტერესებენ თავიანთ ამერიკელებს?

და მეორე -- აქამდე ვინც გვყავდა ამას ბევრად ჯობდა და ჩვენ როგორრა ვაინტერესებდით? ახლა უარესი ქვეყანა ვართ და აღარ მოდიან?

მოკლედ, ვინც საქმის კეთება იცის და თან არც ეზარება, ის აკეთებს! "არ გამოვა"-ს ძახილი ყველას შეუძლია და ესაა დედამიწაზე #1 "გასაპრავებელი" ტერმინი იმ ხალხისგან, ვინც საქმის კეთება არ იცის!
Miriani
24 ივნისი 2024 16:54
1
ბებრებმა შეჭამეს ახალგაზრდობა პი რდაპირი გაგებით ...ნაკრებს მომავალი არ უნათებს თუ მიდგომა არ შეცვალა....ჩემს ბავშვზე ბევრი სუპერლიგის მწვრთნელისგან გაგებული მაქვს ყველაფერი აქვს ბავშვსს დიდი კალათბურთი ითამაშოსო...ფიზიკურად უნდა მოძლიერებაო ...მაგათ ყველაფერი აქვთ პროგრამა და დაფინანსებაც მე ვალებით მყავს მაგ დონეზე მიყვანილი...ხომ შეიძლებოდა გაეზარდათ...მაგრამ უპატრონობით ზის სახლში....თაობა აღარ იზრდება შევხედეთ და ვხედავთ 4 კალათბურთელის გარდა 8 მოთამაშე ჭ ლიგის მოთამაშეა...ეს გამოწვეულია ფულიანი მშობლებიდან ძალათ გაზრდილი შვილები..შედეგიც სახეზეა სკამი არ გვყავს და ასე შემდეგ.....შავი თეთრით უნდა შეიცვალოს თუ გვინდა წარმატების მიღწევა...
არ დაბლოკოთ
ადამიან
24 ივნისი 2024 12:22
4
თქვენ სულ ასეთ კომენტარებს დებთ და ერთხელ იქნება დაწეროთ მაგ ბავშვის სახელი და გვარი. არ იფიქროთ ფედერაციად ან მწვრთნელებს ვიცავ
Dato
24 ივნისი 2024 13:01
1
უკაცრავად, მაგრამ აშკარად ვერ ერკვევით კალათბურთელების შერჩევის წესში. ყველას საკუთარი შვილი რომ საუკეთესო ჰგონია, ეგ ძველი ამბავია. ახლა ისეთი დროა, თუ ვინმეს ოდნავი მაინც პერსპექტივა და მონაცემები აქვს, არ დაიკარგება, რადგან უამრავი აგენტია და ნიჭიერი სპორტსმენის მოძებნაში ფულს იღებენ. ასაკობრივ ნაკრებებში შესაძლოა, ერთი-ორი ბავშვი მართლაც ოდნავ დაუმსახურებლად მოხვდეს, მაგრამ ნიჭიერს და პერსპექტიულს არ დაკარგავენ. ეროვნულ ნაკრებში ყველას იწვევენ, თუ სეზონში თავი გამოიჩინა. გაფართოებულ გუნდში 36 მოთამაშეა და საუკეთესო 12 მათგან ირჩევა. ვერც წინა მწვრთნელს, ზუროსს, ვერც ახლანდელს, ჟიკიჩს, ვერავინ გაუბედავს იმის თქმას, ვინ ათამაშოს და ვინ არა.
ადამიან-ს
24 ივნისი 2024 12:59
1
ყველა გამოხმაურება
გაუჭირდებოდათ.))))
ზაქრო
23 ივნისი 2024 23:39
3
და რომ ყოფილიყო მოვიგებდით??
თაზო
23 ივნისი 2024 23:36
4
diskomforti tu ar eknebodat mashin ki ,ikve italias ekneboda diskomforti
kombato
24 ივნისი 2024 01:35
1
ეჯ პატარა დისკომფორტებით იწყება ნერვების გლეჯა.
456
23 ივნისი 2024 23:28
0
სანიკიძე, ეგ მწვრთნელი ავარჯიშე და მოასწრებს ოლიმპიადისთვის ფორმაში შესვლას. )))
გიო
24 ივნისი 2024 13:02
3
კაპუსტინი და დერიუგინი რომ გამოიძახოთ? ან მილოვიდოვი? გივი ბიჭიაშვილის მოსინჯვაც შეიძლებოდა სანაძის ადგილზე.))) სად პოულობთ ამ ხალხს,ვინმე აგვიხსნის? ბიჯო, სტუდენტური ლიგა სავსეა ქართველებით, იმათ მაინც დაუკავშირდით. ბოლო-ბოლო ბოისები ავარჯიშეთ და ეგენი მაინც მიეხმარებიან შენგელიას. )))
ქველმოქმედი ჩუქჩა
24 ივნისი 2024 12:58
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული