საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ეგვიპტე 32 ქულით დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელი მატჩები დაასრულა. იტალიასთან და კამერუნთან განცდილი 2 მარცხის შემდეგ ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა ჩვენმა გუნდმა ეგვიპტე გაანადგურა. საქართველოს ლატვიის ქალაქ იურმალაში აფრიკული ქვეყნის გუნდს 78:46 (სტატისტიკა) სძლია.

ანგარიშიდან ჩანს, რომ ჩვენებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. ეგვიპტე არ გახლავთ ჯაბანი. აფრიკული ნაკრებიც ჩვენს მსგავსად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში გაიმართება. ეგვიპტემ ჩვენს ნაკრებს შარშან სძლია, როცა ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. ეგვიპტელებმა რამდენიმე დღის წინ თანაბარ ბრძოლაში დათმეს შეხვედრა კამერუნთან.

ალეკსანდარ
ჯიკიჩი თამაშით კმაყოფილია, რადგან საშუალება მიეცა, ყველა მოთამაშე გამოეცადა და კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ხვალ უნდა მიიღოს – როცა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის 12-კაციანი შემადგენლობა უნდა დაასახელოს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
კამერუნთან როგორ მოახერხეს წაგება?
G.LA
21:28 29-06-2024
2
როგორ გრძნობს თავს გიო შერმადინი ტრავმის შემდეგ?
lugu123@walla.co.il
17:31 29-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული