საქართველოს ნაკრები იურმალიდან რიგაში ჩავიდა და პირველი ვარჯიში გამართა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგაში ჩავიდა, სადაც 2-დან 7 ივლისის ჩათვლით, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. 6 ქვეყნის ნაკრები – ლატვია, საქართველო, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი – ოლიმპიადის 1 საგზურისთვის იბრძოლებს.

აღნიშნული ტურნირისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა 1-ელი ივნისიდან თბილისში დაიწყო, იტალიაში გააგრძელა და ლატვიაში დაასრულა. მზადების ბოლო ეტაპი ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიაში, რიგიდან 30 კილომეტრით დაშორებულ იურმალაში გაიარა, სადაც 2 ვარჯიში და 2 სპარინგ-მატჩი გამართა. ჩვენი ნაკრები კამერუნთან 1 ქულით დამარცხდა, ხოლო ეგვიპტეს 32 ქულით სძლია.

29 ივნისს ჯიკიჩმა მოთამაშეებს დასვენების
საშუალება მისცა და 30-ში, დილას, ნაკრებმა გეზი რიგისკენ აიღო, სადაც ტურნირის ოფიციალურ სასტუმრო Radisson Park Inn-ში დაბინავდა. სადილობისა და მცირე დასვენების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ტურნირის მასპინძელ "რიგა არენაზე" ივარჯიშა.

1-ელ ივლისს საქართველოს ნაკრებს 1 ვარჯიში ექნება, რომელიც 18:00-ზე დაიწყება და 19:50-ამდე გასტანს. ვარჯიშის დასკვნითი 5 წუთი მედიის წარმომადგენლებისთვის ღია იქნება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
რომელი არხი გადასცემს ეროვნული ნაკრების თამაშს კალათბურთში ლატვიის წინააღმდეგ
lugu123@walla.co.il
18:53 02-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული