ანგარიშიდან ჩანს, რომ ჩვენებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. ეგვიპტე არ გახლავთ ჯაბანი. აფრიკული ნაკრებიც ჩვენს მსგავსად ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის ემზადება, რომელიც საბერძნეთის დედაქალაქში გაიმართება. ეგვიპტემ ჩვენს ნაკრებს შარშან სძლია, როცა ილიას ზუროსის ხელმძღვანელობით საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდა. ეგვიპტელებმა რამდენიმე დღის წინ თანაბარ ბრძოლაში დათმეს შეხვედრა კამერუნთან.
ალეკსანდარ
ჯიკიჩი თამაშით კმაყოფილია, რადგან საშუალება მიეცა, ყველა მოთამაშე გამოეცადა და კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ხვალ უნდა მიიღოს – როცა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის 12-კაციანი შემადგენლობა უნდა დაასახელოს.
GBF.GE