საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ფინეთში ჩავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ჰელსინკიში 14 კალათბურთელით შეიკრიბა. თბილისიდან ჩასულ 10 მოთამაშეს 4 კალათბურთელი დახვდა, რომლებიც ფინეთის დედაქალაქში ესპანეთიდან და ლატვიიდან ჩავიდნენ. საქართველოს ნაკრებში მხოლოდ კაპიტანს ელოდებიან, რომელიც ჰელსინკიში თამაშის დღეს, 21 ნოემბერს იტალიიდან, ჩარტერული რეისით ჩავა. თორნიკე შენგელიას 20 ნოემბერს ევროლიგაში, პრინციპული მატჩი ელის თურქულ ფენერბაჰჩესთან და შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინეთში მყოფ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გაემგზავრება.

საქართველოს ნაკრები ფინეთში თურქეთის გავლით, ტრანზიტული რეისით ჩაფრინდა. თვითმფრინავი თბილისიდან 12:00 საათზე გაფრინდა და ჰელსინკიში რომ ჩაფრინდა, საღამოს 7-ის ნახევარი იყო. ნაკრების 10 კალათბურთელს
(გიორგი ოჩხიკიძე, ლუკა მაზიაშვილი, მათე ხატიაშვილი, ლუკა ლიკლიკაძე, მათე ყავლაშვილი, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, გიორგი კორსანტია და ილია ლონდარიძე) ჰელსინკის სასტუმრო Crown Plaza-ში ნაკრების 4 ლეგიონერი – გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე, რატი ანდრონიკაშვილი და კამარ ბოლდუინი დახვდა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა პირველი ვარჯიში 19 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათზე დანიშნა. მანამდე მოთამაშეები ძალებს აღიდგენენ და ფიტნესით დაკავდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებისთვის ემზადება. ჩვენს გუნდს ფინეთთან 2 მატჩი ელის – 21 ნოემბერს ჰელსინკიში, ხოლო 24 ნოემბერს – თბილისში.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
სამწუხაროდ ბითაძე,მამუკალაშვილის გარეშე ნაკრები უსუსტესია!!
სოსო
21:50 19-11-2024
0
არაფერი გამოგვივა,ყველაზე ცუდი ფორმაციის ნაკრები გვყავს!!
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული