ოფიციალურად: ანტენტოკუნმპო ევრობასკეტზე არ იქნება

AutoSharing Option
საბერძნეთის საკალათბურთო ნაკრებისა და "მილუოკის" ფორვარდი იანის ანტენტოკუნმპო მოახლოებულ ევრობასკეტზე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ საკუთარ "ინსტაგრამზე" თავად კალათბურთელმა დაწერა, მიზეზად კი მუხლის ტრავმა დაასახელა.

"მინდა გაცნობოთ, რომ ვერ შევძლებ ევროპის ჩემპიონატზე საბერძნეთის ნაკრების დახმარებას. მთელი ამ დროის განმავლობაში ვაიძულებდი საკუთარ თავს მუშაობას, ვატყუებდი მას და არ ვიმჩნევდი ტკივილს. იმედი მქონდა, რომ მზად ვიქნებოდი ოფიციალური მატჩებისთვის, მაგრამ ჩინეთში "მილუოკის" საექიმო შტაბის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა თვალები ამიხილა. ჩავაგდე ტესტები და მიზეზი გახდა ის ტკივილი, რომელიც პირველივე წამებიდან ვიგრძენი.

ეს ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა
ჩემს კარიერაში. საბერძნეთის ნაკრები - ჩემი საყვარელი გუნდია და მომავალში, პარტნიორებთან ერთად დავამტკიცებთ, რომ შეგვიძლია უმაღლესი მიზნების მიღწევა", - დაწერა ანტენტოკუნმპომ.

ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთის ნაკრების მეტოქეები საფრანგეთი, სლოვენია, პოლონეთი, ფინეთი და ისლანდია არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული