საქართველოს ნაკრების ექიმი გიორგი ცინცაძის დაბრუნების ვადაზე საუბრობს

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ექიმმა თემურ ხვედელიძემ გუნდის გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ლიტვასთან მატჩში ტრავმა მიიღო.

"31 აგვისტოს, გვიან ღამით კვლევები ჩავატარეთ. ცინცაძეს ჩაუტარდა MRI (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია) ტომოგრაფია, რენტგენი, რის შემდეგაც დადგინდა მარცხენა კოჭის სახსრის სერიოზული ღრძობა და ლატერალური მხრის დაზიანებები ნაწილობრივ.

ეს მიგვანიშნებს, რომ არის მეორე გრეიდის პირველი ხარისხის დაზიანება, რაც გვაძლევს პროგნოზს - გიორგი გვეყოლება ევრობასკეტზე, მაგრამ ხვალ უკვე გასული იქნება 24 საათი და შესაბამისად, გვეცოდინება ზუსტი დრო, ითამაშებს თუ არა გიორგი გერმანიასთან მატჩში, ანუ დილის კონტროლის
შემდეგ გვეცოდინება ზუსტი პასუხი", - თქვა ხვედელიძემ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 8 /
აუ რამდენი კაცი გვაკლია უკვე და მაინც რა ითამაშეს ბიჭებმა. ცინცაძე საჭირო კაცია კაი ტეხნიკა აქვს და კარგად იწყებს შეტევებს მიუხედავათ შეცდომებისა. ბოლო ბოლო კაცი 10 წელია საქართველოს ნაკრების გამთამაშებელია ამან თუ არ იცის თამაში აბა ვიღამ იცის. მარტო დიქსონით კიდე დიდი ხანი ვერ გავქაჩავთ
.
02 სექტემბერი 2017 00:29
1
მიშას კომენტარი შეცომით შევაფასე უარყოფითად((( რა თქმა უნდა გვჭირდება!!!
დათო
01 სექტემბერი 2017 22:47
0
გიორგი ცინცაძე მალე მოიშუშებს ტრამვას და გუნდთან ერთად გაიმარჯვებს!
r
01 სექტემბერი 2017 20:01
0
რაღა დაგიმალოთ და ჩემი აზრით ამას ტრამვა რო არ მიეგო წავაგებდით საკაიფოდ ესე მგონია ამას დიქსონი ათამაშოს გამთამაშებლად და დუდა შუთერად ეგ ჯობია ასე რომ ნუ იჩქარებ დაბრუნებას ნუ ზამენისთვის არაუშავს ძალიან არასტაბილური მოთამაშეა
Simartle
01 სექტემბერი 2017 18:23
26
ბუ, გვჭირდები!
miha
01 სექტემბერი 2017 17:54
1
ანუ გერმანიასთან თუ არა, შემდეგ თამაშებში ითამაშებს, მშვენიერი ამბავია
Gio Homer
01 სექტემბერი 2017 17:50
0
საქართველოს ჭირდები გიო!!!
მმ
01 სექტემბერი 2017 17:43
0
რატ უნდა ამდენი ამბავი ეტკინება ვერ გამოვა,არ ეტკინება იტამაშებს.გრეიდი არა რეიდი))))))
oto
01 სექტემბერი 2017 17:34
8

სიახლეები პოპულარული