ილიას ზუროსი: თამაშის დასასრულს ენერგია არ გვეყო

AutoSharing Option
უკრაინასთან დამარცხების შემდეგ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა განვლილი შეხვედრა გაანალიზა:

„ვულოცავ უკრაინას გამარჯვებას. ტურნირის დაწყების წინ ყველას ეგონა სუსტი გუნდი ყავდათ. თუმცა, ეს ასე არაა. კარგი შემადგენლობა ყავთ და პერიმეტრიდან სროლა ეხერხებათ. ათლეტურებიც არიან და სამწამიანში ბევრი ადვილი ბურთები ჩაგვიგდეს.

დაცვაში კონცენტრაცია დავკარგეთ, მოწინააღმდეგე უფრო თავდაჯერებული გავხადეთ. მთელი მატჩის მანძილზე მდევრის როლში ვიყავით და ბანალურად არ გვეყო ენერგია. გუშინაც იგივე დაგვემართა. ასეთ დროს შეიძლება გონება აგემღვრეს. ვიცოდით, დიდი როტაციის საშუალება არ გვექნებოდა, თუმცა ეს არ გვამართლებს.

ერთი მოგება
არაფერს არ წყვეტს, ჯგუფური ეტაპი ხუთმატჩიანია. რთულ სიტუაციაში ვართ, თუმცა ბრძოლას გავაგრძელებთ.
ლიპოვოის იტალიასთან საერთოდ რ ჩაუგდია ბურთი, დღეს კი 17 ქულა აიღო. ასეთ დროს ყოველთვის პრობლემები გექმნება.

შევცვალეთ დაცვა, ხანდახან ფარქვეშ შესვლის საშუალებას ვაძლევდით, რათა სწრაფი სამქულიანი კონტრშეტევა გამოგვსლოდა. ბოლომდე ვიბრძოლეთ, მაგრამ თამაშის დასასრულს ენერგია არ გვეყო“.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ყველა პროფესორი ნუ გამოხვალთ, დააბრალეს ახლა ზუროს წაგება. არ წაუვიდა უკანა ფორვარდებს თამაში, შემცვლელი არ ჰყავთ და ეგაა. 7 კაცით წინ ვერ წავალთ, სკამი არ გვივარგა.
MaN-05
09:13 04-09-2017
0
მწვრთნელის ბრალია და კალათბურთელების სამწამიანს არ ტვირთავდნენ არადა უკრაინელებს პერსონალურები საკმაოდ ქონდათ პირველი ტაიმის დასრულებისას და ბოლომდე რო მიწოლოდნენ ჩვენები 3 კაცი წამყვანი მაინც გავარდებოდა 4 მეოტხედში და ბოლო წუთებზე უპირატესობა გვექნებოდა!!
zura
00:09 04-09-2017
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული