საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე მასპინძელი ისრაელი ოვერტაიმში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
5 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები B ჯგუფის მასპინძელ ისრაელს შეხვდა და 104:91 დაამარცხა

შეხვედრის პირველი პერიოდი ჩვენმა ნაკრებმა ერთი ქულის 22:21 სხვაობით წააგო, ხოლო მეორე პერიოდი ილიას ზუროსის შეგირდებმა საკმაოდ ცუდად ჩაატარეს.

ქართველებს სიზუსტემ აშკარად უმტყუნა, ასევე ხშირი იყო ბურთის დაკარგვა, რაც საბოლოო ჯამში ებრალებემა მეორე პერიოდში სათავისოდ გამოიყენეს. თუმცა აღსანიშნავია, ისიც რომ ებრაელებმა რამდენიმე "ნაჩუქარი" ბურთი ვერ ჩააგდეს - 27:26.

პირველი ტაიმი ისრაელმა 49:47 მოიგო.

მესამე პერიოდი საქართველომ ცუდად დაიწყო. ისევ იჩინა თავი უყურადღებობამ და უზუსტობამ. რამდენიმეჩვენებმა რამდენიმე მარტივი
ვერ ჩააგდეს.

63:53-ზე მასპინძლეთა კალათბურთელმა პნინიმ არასპორტული ჯარიმა მიიღო, რაც მარკოიშვილმა მხოლოდ ერთ ქულად აქცია, შემდეგ კი ჩვენი შეტევა შენგელიამ ორი ქულათი დააგვირგინა, თუმცა ყველა ჩვენს შეტევას ებრაელები ზუსტი ტყორცნებით პასუხობდნენ.

პერიოდის ბოლოსკენ საქართველოს ნაკრებმა მაინც მოუმატა და პერიოდი კვლავ ერთი ქულის სხვაობით ანგარიშით 20:21 წააგო.

მეოთხე პერიოდი ჩვენი კალათბურთელების დომინაციით წარიმართა. 77:77-ზე შერმადინმა არასპორტული ჯარიმა მიიღო და ისრაელი კვლავ წინ გავიდა, თუცმა ზუროსის შეგირდებმა მასპინძლები მაინც გატეხეს და წინ გაიჭრნენ.

მატჩის დასრულებამდე 20 წამით ადრე 86:87-ზე მაიკ დიქსონმა სამქულიანი მოათავსა და საქართველოს ნაკრები ორი ქულით 89:87 დააწინაურა, მაგრამ მასპინძლეთა ლიდერმა ომრი კასპიმ გათანაბრება შეძლო. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ ანგარიშით 89:89 დასრულდა და თამაში ოვერტაიმში გაგრძელდა.

ოვერტაიმში შეიძლება ითქვას საქართველოს ნაკრებმა პრაქტიკულად უშეცდომოდ ითამაშა, იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. საბოლოოდ ჩვენმა ნაკრებმა 104:91 მოიგო.

ისრაელი-საქართველო 91:104
22:21, 27:26, 21:20, 19:22, 1:15

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 61 /
ის ორი მატჩიც ვითომ წააგეს. კანტორაზე ითამაშეს რა. როცა უნდათ იგებენ
ბებეტო
06 სექტემბერი 2017 01:18
20
შეთქმულების დიდი თეორია. სპეციალისტს ხომ არ მიაკითხებდით?
levani
06 სექტემბერი 2017 02:06
3
კმაყოფილი ვარ ბიჭებისთამაშით.ამ უპატრონო ქვეყანაში კიდევ ძალიანნ ახერხებენ. ებრაელები მილიონებს ხარჯავენ. დოლარის კურსი არჩევნებისთვის კვლავ ასწიეს. მეფე თუ გადაგვარჩენს ამათი იმედი 27 წელია არა მაქვს.
გ..მ
06 სექტემბერი 2017 06:59
0
თქვენ გენააცვალეთ არწივებო. უღრმესი მადლობა ამ მოგებისთვის.
გიორგი ბოდბისხევი
06 სექტემბერი 2017 00:56
0
დღეს,რომ უარყოფითად ისაუბრებ ჩვენს მოთამაშეებზე შუბლის ძარღვი უნდა გქონდეს გაწყვეტილი.რომც ვერ გავიდნენ შემდეგ ეტაპზე(არადა გავლენ)ბევრი სიამოვნება მოგვანიჭეს უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში.მოგება ლატვიასთან(ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტი),ლიტვასთან(სახლში),საბერძნეთთან(სახლში),სერბეთთან,ისევ ლიტვასთან და ისრაელთან(სახლში).ამდენი მოგება მიჯრით როდესმე გახსენდებათ?ასეთ გრანდებზე გამარჯვება ბევრი გახსოვთ?ხოდა ნუ იქნებით უმადურები და ბიჭებს გულს ნუ გაუტეხავთ(ისინიც ეცნობიან ამ სტატუსებს).აფსუს სანიკიძე და ბურჯანაძე გვყოლოდა!
888
06 სექტემბერი 2017 10:03
0
ცინცის ტრავმა აქვს და ისე თამაშობს ნუ ხართ მის მიმართ ასეთი კრიტიკულები. გაიხსენეთ ბუს თამასი ამხანაგურ მატჩებში დაფრინავდა... ლიტვასთან მიღებული ტრავმის მერე ვეღარ არის კონდიციებსი უბრალოდ. დაიქოქება ნელნელა აი ნახავთ.
gio
06 სექტემბერი 2017 01:37
3
აქ გამოდის ზოგი და გვმოძღვრავს, რომ "საყვედური არ თქვათ, უმადური არ უნდა იყოთ" და ა.შ. როგორ გინდა მოითმინო და არ ამოიბღავლო მაინც, როცა N B A - ს ჩემპიონი (!) ფარქვეშიდან ბურთს ვერ აგდებს (თითქმის სისტემატურად), გარბენს გარბენზე აკეთებს, ბურთის დაკარგვაც გაუხშირდა. ცინცაძეც მის კატეგორიაში გადის, და საერთოდ, გუშინ სანაძემ ითამაშა ყველაზე უკეთ, ისრაელი უფრო დიდი ბანდა გამოდგა და იმიტომ მოუგეს, "ექსტრა" გუნდი ამას არ გაპატიებს. ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვსაუბრობ (წნევამ კინაღამ დამაგდო წუხელ), აზრი გამოვთქვი...
ვასილიჩი
06 სექტემბერი 2017 11:01
0
ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ამ გამარჯვებას! პატივცემულო სტატიის ავტორო, პატივი ვცეთ ჩვენს სახელმწიფო ენას და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის ტერმინები რომლის შესატყვისიც არსებობს, "ოვერტაიმი"-ს ნაცვლად შეიძლებოდა გამოგეყენებინათ ტერმინი "დამატებითი დრო".
Nანა
06 სექტემბერი 2017 07:23
1
ზ უ ს ტ ა დ!
მეტოქის ფარი და 3-ანები (9)
3 -წამიანებში შესვლა და აგრესიულობა.
ხვალაც ასე.
glaxuna
06 სექტემბერი 2017 00:54
1
ჭკუით გატენილი კომენტარები.შეთქმულება,მასონები,ტოტალიზატორი,კოდები,რუსები,ქუდები ბუები..კოლექტიური კაკულია გჭირთ ამ ხალხს?
დათო
06 სექტემბერი 2017 09:55
1
Validoli tamashi iyo. Shemogevlet bichebo bravo dicsons da tokos kargebi iyavit berishvilis samqulianic dasapasebelia
დუქატო
06 სექტემბერი 2017 01:05
0
daamaxinjes am totalizatorebit axalgazrdobis suli da goneba.vkitxulob komentarebs da totalizatorze laparakobs.darwmunebulivar saqartvelos wagebaze debt orikapiki ro moigot.
euhh
06 სექტემბერი 2017 11:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული