საქართველო VS იტალია - რა შემთხვევაში წავალთ სტამბოლში

AutoSharing Option
დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო და გადამწყვეტ შეხვედრას ჩაატარებს. ილიას ზუროსის გუნდი თელ-ავივში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. B ჯგუფის მატჩი თბილისის დროით 18:30 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს "პირველი არხი" წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრებს, რომელსაც ჯგუფში ჩატარებულ ოთხ მატჩში ორ-ორ მოგება-წაგება აქვს, ევრობასკეტის 1/8-ფინალში გასასვლელად იტალიის ნაკრების დამარცხება სჭირდება, რომელსაც ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული აქვს. თუმცა, ჩვენს ნაკრებს პლეი ოფში მოხვედრის შანსი წაგების შემთხვევაშიც ექნება, თუკი დღესვე ისრაელი უკრაინას მოუგებს.

B ჯგუფში ისრაელისა
და უკრაინის მატჩი თბილისის დროით 21:45 სთ-ზე დაიწყება, მანამდე კი, 15:45 სთ-ზე გერმანია-ლიტვის შეხვედრა გაიმართება.

- ევრობასკეტი 2017. 6 სექტემბრის კალენდარი: გადამწყვეტი ბრძოლა

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის პლეი ოფს სტამბოლი უმასპინძლებს.

ქართველი მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ეტორე მესინას მოსაზრება მომავალ დაპირისპირებაზე.

პრესკონფერენციაზე ვკითხეთ:

- რამდენად რთულია იტალიის ნაკრებისთვის ტანმაღალი ცენტრების მყოლ გუნდებთან ბრძოლა, საქართველოს ნაკრები ხომ ორი კარგი მეფარით თამაშობს?
- რაც უფრო დაბალანსებულია გუნდი, მით მეტია გამარჯვების შანსი, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. რა რესურსიც გვაქვს, იმითი ვთამაშობთ, ჩემს კალათბურთელებს კი ფეხებში წყალს ვერ დავუსხამ, რომ სიმაღლეში გაიზარდონ.

გერმანიასთან წაგების შემდეგ მესინამ კომენტარში იუმორიც გაურია:

- დაასახელეთ ერთი რამ, რაც ამ თამაშში თქვენთვის კარგი იყო.
- მოცეკვავე გოგონები.

ილიას ზუროსმა კი იტალიასთან მატჩზე საუბრისას ხაზი გაუსვა მეტოქის მაღალ კლასს და დასძინა - მთავარი, რაზეც ახლა ვფიქრობთ, დასვენება და ენერგიის აღდგენააო.
მკითხველის კომენტარები / 22 /
ყოჩაღ ვაჟა სიმონიშვილი. Keep up the good work : )
მეზობელი
06 სექტემბერი 2017 12:25
0
ისე მართლა დიდი სპორტული უსამართლობა და ალოგიკურობა იქნება ხოხოლების ამ უსახო და სუსტმა გუნდმა თუ გადაგვიღობა გზა (რაც ძალიან შესაძლებელია ისრაელის იმედზე თუ ვიქნებით). აღარ მოვიდა ჯერი ამ იტალიელების დამარცხების (9 წაგება). იტალიელები, ირლანდიელები პირდაპაირ რაღაც "ზოოლოგიურ" მტრებად გვყავს სპორტში. ირლანდიასთან (ფეხბურთში) ნავსი "გაიბზარა". კალათბურთის ჯერია
S.K.
06 სექტემბერი 2017 16:29
4
ბილეთი თურქეთის 1/16 ფინალზე 63 ლირიდან იწყება და თუ ხვალ თურქეთმა ვერ მოახერხა ლატვიის დამარცხება და ჩარჩა ჯგუფში, ფინალური ეტაპი გადმოდის თბილისში
ზვიადი
06 სექტემბერი 2017 14:42
2
იტალია წაგების შემტხევაშიც გასულია,უკრაინაც და ისრაელიც დამარცხებული ყავს:)
hahaha
06 სექტემბერი 2017 16:45
3
მერე რა გიხარია,იტალიელიც გახდი ეხლა?
პუტინზე გათხოვილო
06 სექტემბერი 2017 17:11
2
hahaha-ს
ვაი შენს პატრონს.
06 სექტემბერი 2017 18:01
1
ასეთი კომენტრების გამოქვეყნება შეიძლება და სიმართლის თქმა არა?
სანდრო
06 სექტემბერი 2017 16:28
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული