დუდა სანაძე: ამიტომ მთავარია, შემდეგ მატჩებში დაცვას მივხედოთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრმა დუდა სანაძემ ისრაელთან მოგების შემდეგ კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან კომენტარი გააკეთა.

"ძალიან დაძაბული თამაში იყო. სწორედ ამას მოველოდით მასპინძელი გუნდისგან. ამიტომ ვიცოდით, რომ ბოლომდე დაძაბული ბრძოლა იქნებოდა და ამისთვის მზად ვიყავით.

ცოტა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ნახევარში დაცვა გამოვასწორეთ და გაუმჯობესებული დაცვის ხარჯზე მოვიგეთ თამაში. როცა დაცვაში კარგად თამაშობ, შეტევაში გიადვილდება, რადგან თავდასხმაში ნიჭიერი კალათბურთელები გვყავს.

ამიტომ მთავარია, შემდეგ მატჩებში დაცვას მივხედოთ. მოსაგებად უნდა გავიდეთ, რადგან არ გვინდა, სხვაზე ვიყოთ დამოკიდებული", - თქვა სანაძემ.

- საქართველო VS
იტალია - რა შემთხვევაში წავალთ სტამბოლში
მკითხველის კომენტარები / 5 /
გენაცვალეთ ბიჭებო...არაუშავს ვერავინ იტყვის რომ თავი დაზოგეთ და უგულოდ ითამაშეთ...
თედო
23:40 06-09-2017
0
ყოჩაღ დუდა, ძალიან მაგრა შეხვედი გუნდში.
ცინცაძის მცირე ჩავარდნები აქვს და შენ დროზე ჩაანაცვლე ის და გაამაგრე დიქსონი.

გფარავდეთ ღმერთი!!!
18:04 06-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული