ისრაელის იმედად - საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე იტალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
6 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე B ჯგუფში ბოლო მატჩი იტალიასთან გამართა და ანგარიშით 69:71 დამარცხდა.

ქართველ კალათბურთელებს პირველ პერიოდში თამაში აშკარად არ წაუვიდათ. ზუროსის შეგირდებმა ბურთი ვერ ჩააგდეს, ხოლო იტალიელებს ბელინელიმ ულიდერა და საბოლოოდ მეტოქემ პირველი პერიოდი 27:10 მოიგო.

რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა მეორე პერიოდი, რომელიც საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალე დაცვა ითამაშა და სხვაობა საგრძნობლად შეამცირა. მეორე პერიოდი საქართველომ 20:11 მოიგო.

საბოლოო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა პირველი ტაიმი ანგარიშით 30:38 წააგო.

მესამე პერიოდში ქართველ კალათბურთელებს ცუდი სტარტი გამოუვიდათ და იტალიელებმა უპირატესობა გაზარდეს.
მესამე პერიოდი უკვე იტალიელების გამარჯვებით ანგარიშთ 20:17 დასრულდა.

მეოთხე პერიოდი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. დიქსონის 3-ქულიანმა ისევ იმედი ჩაგვისახა და ანგარიში 63:65 გახდა, მაგრამ იტალიელებმა ორქულიანი ჩააგდეს. მატჩის დასრულებამდე წუთით ადრე კი დიქსონმა კვლავ სამქულიანი ჩააგდო და პირველად დავწინდარუდით 68:67, თუმცა იტალიელები ისევ დაწინაურდნენ.

შეხვედრის ბოლო 20 წამში ჩვენს ნაკრებს გათანბრების საშუალება ჰქონდა. დიქსონმა მეორე საჯარიმო სროლა შეგნებულად გააფუჭა, ფარზეც მოვხსენით, თუმცა ბურთის ფარისკენ ვერ ვისროლეთ.

საბოლო ჩვენი ნაკრები ანგარიშით 69:71 დამარცხდა. ახლა უკვე საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ბედი ისრაელზეა დამოკიდებული, რომელიც უკრაინას ჩვენი დროით 21:30 საათზე შეხვდება. თუ ისრაელი მოიგებს, უკრაინა ჯგუფში ჩარჩება და საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავა.

საქართველო-იტალია 69:71
10:27, 20:11, 17:20, 22:13
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 43 /
ზუროსის ტექნიკურები რაღა იყო ყველა თამაშზე ან ფაჩულიასი ასე არ შეიძლება ისინი უნდა იძლეოდნენ
nnn
06 სექტემბერი 2017 22:17
0
ესენი კალათბურთის გარდა ყველაფერს თამაშობენ
lasha
06 სექტემბერი 2017 20:55
18
ისრაელი თვითონ გავარდნილია და საქართველოს გასაყვანად რაზე მოიკლავს თავს, თანაც უანგაროდ.
აგერ უკრაინას მოაგებინა და ერთი "ორი კაპიკიც" კი გამოიმუშავა. )))
ზაან ნუ დაგწყდებათ გული, სლოვენიასთან მაინც წავაგებდით
ასეა ეეს!
06 სექტემბერი 2017 23:18
2
გაუჭირდებოდათ.
levani
06 სექტემბერი 2017 20:38
10
დასანანაია მაგრამ რას იზავ პირველი მეოთხედი ჰააგდეს კატასტროფულად
DATO
06 სექტემბერი 2017 20:28
1
6 კაცით ძნელია ევროპაზე თამაში. მაგრამ ამდენი უაზრო შეცდომა არ ეპატიება არავის. იტალია ბევრად უარესი გუნდია რასაც უყურე მაგრამ რა. არც საშუალოდან მსროლელი გვყავს და არც სამქულიანის. მარტო ჩატენვით თამაშს ვერ მოიგებ. ტექნიკური და არასპორტული რა აბეზალოვკაა ყველა თამაშში. მე პირადად მარკოიშვილი მომეწონა. რატომღაც არავინ ახსენებს.
დდდ
06 სექტემბერი 2017 23:43
0
ამ თაობამ თავისი მოღვაწეობა დაასრულა. შედეგები - რამდენიმე კარგი გამარჯვება 4 ევრობასკეტზე. ეს იყო და ეს.
ევროპის ჩემპიონატი ორიოდე ტურნირში (თუნდაც პრესტიჟულში) გამარჯვებას გადავაყოლეთ. მგონი, პირიქით უნდა ყოფილიყო. უკრაინამ რომელ წინა საჩემპიონატო ტურნირი მოიგო? არცერთი. სამაგიეროდ, ევრობასკეტის მერვედფინალში ითამაშებს.
ახლა დავფიქრდეთ და ისე ავაშენოთ ახალი გუნდი. ძველ თაობას ხელი დავუქნიოთ.
gogig
06 სექტემბერი 2017 23:25
2
რატომ არა აქვთ ჩვენებს ის კონცეტრირების უნარი ბოლომდე, რაც დიქსონს აქვს და საერთოდ აფრო-ამერიკელ კალათბურთელებს ახასიათებს.
კალათბურთს თუ თამაშობ ეს თვისებაც უნდა გამოიმუშავო გენაცვალე.
იმის გათვალისწინებით, თუ საიდან მოვდივართ (არეულობის პერიოდი და სხვა ჩავარდნები) მაინც კარგ დონეს მივაღწიეთ კალათბურთში, მომავალი თქვენზეა ბიჭებო: ბითაძე, სანაძე, ბერიშვილი...
ფსიქოლოგი.
07 სექტემბერი 2017 09:59
0
უმთავრესი ზუროსის და დიქსონის შენარჩუნებაა.ფაჩულიას უდიდესი მადლობა უნდა უთხრათ ნაკრებში მოღვაწეობისთვის ხოლო ცინცაძეს თვითონ უნდა დაემშვიდობოს ზუროსი.
soso
07 სექტემბერი 2017 09:02
1
ძალაების არათანაბარი გადანაწილების ბრალია, ლიტვასთან მოგებული მატჩის შემდგომ გერმანიასთან ძალები უნდა დაგვეზოგა და მომდევნო ორ თამაშზე, უკრაინის და ისრაელის წინააღმდეგ უნდა გაგვეკეთებინა აქცენტი, სამწუხაროდ ჩვენივე მწვრთნელმა მიუხედავად მისადმი საქებარი სიტვყებისა ვერ გათვალა ზუსტად, თავისი გუნდის რეალური ძალა და ფიზიკური შესაძლებლობები. მიუხედავად ამისა უკრაინაზე ძლიერი გუნდად ვრჩებით.
ავთო
07 სექტემბერი 2017 02:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული