საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ასპარეზობა დაასრულა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტზე ასპარეზობა დაასრულა.

ჩვენი ნაკრების ჯგუფიდან გასვლის ბედი ისრაელისა და უკრაინას შორის მატჩში წყდებოდა. შეხვედრა ჩვენ და სამწუხაროდ უკრაინელების გამარჯვებით ანგარიშით 88:64 დასრულდა.

შესაბამისად უკრაინამ ჩვენსავით 7 ქულა დააგროვა და ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსის წყალობით B ჯგუფში გამსვლელი მეოთხე ადგილი დაიკავა. საქართველო კი ჯგუფში მეხუთე პოზიციაზე განთავსდა. გამომდიანრე აქედან საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე ასპარეზობა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ნაკრები იტალიასთან 2 ქულის სხვაობით დამარცხდა.

- ისრაელის იმედად - საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე იტალიასთან დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 46 /
მე პირადად არ ვიცნობ ისეთ გულშემატკივარს, რომელიც ნაკრების წევრებთან არ განიცდიდეს წარუმატებლობას!!!
მადლობა ბიჭებს!!!
თქვენთან ერთად განვიცდით!!!
დიდი მადლობა!
ზვიადი
16:57 07-09-2017
0
რა დავწერო არც ვიცი!!! ეხლა ვიმყოფები კიევში!!! აქ კაციშვილმა არც იცის, რომ ევრობასკეტია!!! ვუყურე უკრაინის თამაშს და ვერ გავიგე მოთამაშეებს უხაროდათ თუ არა!!! კომენტატორებზეც იგივე შემიძლია ვთქვა!!! ანუ მე, რომელმაც ჩემი ცხოვრების დარჩენილი წლების ნაწილი ნერვიულობის გამო დავკარგე ამ დღეების განმავლობაში მოჩვენებითი შედეგის მოლოდინში, ბაქი-ბუქობის ფონზე, აღმოვჩნდი გაუგებრობაში და უკრაინის ნაკრები, რომელიც პროფესიონლურად და ჩუმად აკეთებდა თავის საქმეს და მისი ფანები აღმოჩნდნენ სტამბულში!!! ის აკროპოლიის თასიც ალბათ ზედმეტი იყო ჩვენთვის!!! ყველა ქართველი გულშემატკივარის მდგომრეობა მაგრად მესმის და გამძლეობას გისურვებთ!!!
დათო
12:55 07-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული