22:48 03-09-2022
საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, ახალგაზრდა გამთამაშებელმა 13 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.
"ლა როხადან" გამოირჩა ვილი ერნანგომესი, "ნიუ ორლეანის" ცენტრმა 14 ქულა და 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
საქართველოს ნაკრები 2 დან 2 მარცხით A ჯგუფის ბოლო, მე-6 პოზიციაზე იმყოფება. ილიას ზუროსის გუნდი მომდევნო შეხვედრას ხვალ, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ, 21:00 საათზე გამართავს.
ესპანეთის ნაკრები 2 გამარჯვებით მე-2 პოზიციაზე იმყოფება, სერჟიო სკარიოლოს გუნდი კვირას, ბელგიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მათი შეხვედრა 18:15 საათზე დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში მონაწილეობის მიღება ფაქტობრივად ვერ მოახერხა გოგა ბითაძემ, იმედია ხვალინდელ მატჩში საქართველოს ნაკრებისა და "ინდიანა პეისერსის" ცენტრი მოედანზე გამოსვლას შეძლებს და ბელგიასთან მიღებული ტრავმა აღარ შეაწუხებს.
მკითხველის კომენტარები / 37 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თქვენი მონამორჩილიკალათბურთს როგორც მინიმუმი 65 წელია ვქომაგობ..რასაკვირველია ქართულ გუნდებს უპირველეს ყოვლისა....აქ მინდა ჩემი აზრები ხმამაღლა მოგახსენოთ: დავიწყოთ იქიდან რომ არ მახსოვს როდესმე სათადარიგო სკამზე კალათბურთის მწვრთნელთან ერთად ერთ თანაშემწეზე მეტი ყოფილიყოს...ახლა ყველა გუნდის მწვრთთნელს რამდენიმე თანაშემწე ყავს..ჩვენ ჩემი აზრით ყველას გადაუჯოკრეთ და თანაც ყველა შავ ფორმაში..ალბათ ამიტომ შეარჩია ვლადიმერ ბოისამ კალათბურთელებისათვისაც შავი ფორმა რომ ასე თვალში საცემი არ იყოს თანაშემწეების რაგინდარა რაოდენობა. ( ასაკით ვერ გაარჩევ თუ ძალიან არ მოინდომე) ....და თუ სხვა გუნდებში თანაშემწეების როლი მეტ ნაკლებად გასაგებია..ჩვენი ასაკობრივი ( ყველასი) ნაკრებების სამარცხვინო გამოსვლების შემხედვარე ერთერთი ასაკობრივის მწვრთნელის ( გვარი გლიგოროვიჩია მე მგონი-ზუსტად არ მახსოვს) ჭკვიანი სახით ზუროსის გვერდზე ყოფნა მრჩევლად ნამდვილად საკვირველია. ასევე საკვირველია ანატოლი ბოისას ყოფნა წლების განმავლობაში ( ალბათ როგორც კალათბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტის ძმა) სათადარიგო სკამზე ...არც როგორც მოთამაშე გახლდათ დიდი ბედენა ..და ვერც მწვრთნელობას დააბრალებ ..კულტმასოვიკის როლი აქვს ახლა შეთავსებით --დროდადრო დასჭექავს ...ვითამაშოთ ბიჩებო. ( თუ მაგისთვის ყავთ გუნდში ..მაშინ მე წამიყვანონ ...უკეთეს ქართულს მაინც მოისმენთ )არაფერი პერსონალური როგრ მაიკლ ი ბრძანებდა ნათლიმამაში..მხოლოდ ბიზნესი......ეხლა კი მთავარზე... .ერთდროს ძალიან გამიხარდა ტურძელაძის...ფევაძის ...კორსანტიას.. ბაქრაძის..ანდრონიკაშვილის...ჯინჭარაძის გამოჩენა ..ვიფიქრე არიქა გვეშველა ახალი სისხლი ნაკრებში ..ამ ჩამოთვლილი მოთამაშეებიიდან ერთღადერთი ჯინჭარაძე ცდილობს სტაბილურად სარგებლობის მოტანას...ტურძელაძე...ფევაძე..კორსანტია. ზუროსმა რატომღაც ყოველგვარი ახსნის გარეშე..ჩამოალაბარანტა....ანდრონიკაშვილი.ძალიან არასტაბილურია ახალგაზრდითვისაც კი....... ბურჯანაძე ....მაკდაფენი ..აშკარად რეგრეს განიცდიან სლოვენიაში შეკრების შემდგომ!!! შერმადინს საერთოდ არ უდგას კარგი დროება..ყველას აქვს ცხოვრებაში ჩავარდნის პერიოდი ..მას იმდენი აქვს გაკეთებული ქართული სპორტისთვის რომ არაა საჭირო მასზე აქცენტების გამახვილება!!!! ზუროსის საეჭვო სიჯიუტე ...ეს თამაშები ამხანაგურია და მერე ნახეთ რას ვიზამთო!!!! რა ჩვენთვის ამხანაგურია და სხვებისთვის სამამულო ომია!!!! და ბულაშვილის ..ისიანის. ტურძელაძის ..ფევაძის თამაშით უარესი რა უნდა მოხდეს როცა უნგრეთთან აგებ... ამ ახალგომომცხვარმა პრეზიდენტ ..ვიცეპრეზიდენტებმა აგვიხსნან რატომ არ არიან გუნდში ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეები ..როგორც მინიმუმი კორსანტია ..ფევაძე..ტურძელაძე...რომლებმაც საკმაოდ ომახიანად შემოაბიჯეს ნაკრებში!!!!აგვიხსნან თბილისში ამდენი კალათბურთის მოედანი აშენდა..რატომ იყო აუცილებელი მაინდამაინც სლოვენიაში წასვლა..საინტეტრესო ისტორია მოგვაწოდეს კიოლნის მატჩის ტრანსლიაციის დროს ( გერმანია-საფრაგენთის მატჩი) თურმე ჰოლანდიელებმა ორიოდ წლის წინ გადაწყვიტეს უფულობის გამო ეროვნული ნაკრები ს მოღვაწეობაკალათბურთში დროებით შეეჩერებინათ!!! ჰოლანდიელებმა ხალხო!!!! მერე გამოჩნდა ხალხი ..ფანდრაიზერი ( (ფონდები მოიძიეს) მოაწყვეს ..იპოვეს სპონსორი...და ახალი უკეთესი გუნდი შეკრეს..ეს ახალი გუნდი თითქმის სამი მეოთხედი ტოლსწორად ეთამაშა სერბებს გუშინ!!ჩვენ ხომ მოგვიგო. და მოგვიგო...!..რასაკვირველია ჩვენ ვერ შევედრებით ჰოლანდიას ეკონომიკაში მაგრამ..ვხარჯავთ ოთუსბირს ავსტრიაში სამთომოთხილამურეების თვეობით მოსამზადებლად და მერე ეს ნალოლიავებული სპორტსმენბი 70 -80 ადგილებს იღებენ შეჯიბრებაზე..პლიაჟის ფრენბურთელ ქალებს და კაცებს წლობით ვინახავდით ( ალბათ სხვადასხვა გემოვნების ხუტა უფროსებისათვის).თვეობით ვამზადებთ ნაკრებს შუაგულ ევროპაში-სლოვენიაში რაც ასევე ძალიან ძვირია და გუნდი ნავარჯიშების გარდა ყველაფერს გავდა!!! .ზუროსმა აგვიხსნას რისი იმედით იძახდა ამ 6 ამხანაგური მატჩის შემხედვარე რომ ევრობასკეტზე ყველაფერი კარგად იქნებაო!!! რავა ეს უკვე 30 წელს გადაცილებული მოთამაშეები დაიწყებდნენ ფრენას და პერიმეტრის დაცვას...სიტყვაზე მაგალითად ყველამ ამოავსო საქართველოს ნაკრების კალათა სამქულიანებით..ვერ შევცოდებ და ვერ ვიტყვი რომ სანაძე..მაკდაფენი...და ძმანი მისნი არ ცდილობდნენ ..მაგრამ....!!!!! აშკარად ჩანდა რომ მოკლე სათადარიგო სკამის გამო გადაღლილი ძირითადი 5-6 კალათბურთელი ვერ ასწრებდნენ პერიმეტრზე მოთამაშეების გაცვლას..რასაც მოსდევდა თავისუფალ პოზიციაზე დარჩენილი კალათბურთელი..და გაუთავებელი წარმატებული სამქულიანები......ამის შემყურე ზუროს უნდა სერიოზული განგაშის ზარები შემოეკრა..მან კი ჯიუტად აბა ორთაჭალის ბაღში მნახეთ ვინა ვარო...ვნახეთ ორივე ფეხით მხტომიარე და მკივანი..და კიდე ამ კივილ-წივილისთვის გაუთავებელი ტექნიკურების ამღები.....ახლა ალბათ გვიანია ორ ფეხზე ახტომა და წივილკივილი..მე ისევ ჩემ აზრზე ვარ..როგორც კი რაღაც იმედის სხივი დაიწყებს ბჟუტვას..ეგრევე ხან ვაისი დადგება ჯორივით და არავის შეცვლის მაკედონიასთან თამაშის დროს (პარალელს ფეხბურთან ვატარებ) ახლა კიდე ზუროსის დამოძღვრილი გუნდი ბითაძის და მამუკელაშვილის გარდა აბსოლუტურ პროსტრაციაშია..ძალიან დიდ როლს თამაშობდა აქამდე თორნიკე შენგელია..ძალიან საწყენია ყველა ასპექტში მისი ტრამვა...და კიდევ ერთი მილანიდან..კიოლნიდან და პრაღიდან თამაშების ყურება ერთი სიამოვნებაა....ერთხელაც კი არ მოხდა შეფერხება.თბილისიდან რეპორტაჟი!!!! ყოველ წუთს იჭედება..დიდი ხანია ვაკვირდებით ვიდეოკლიპებიც კი იჭედება..რას აკეთებთ ამისთანას საზოგადეობრივ მაუწყებელში?????? იქნებ ვინმემ აგვიხსნას……ასე არ შეიძლება რომ გაგრძელდეს...დაგვიყენეთ გვერდში ემოგრაცია......
27
1
რას იზამ, როცა თავს ზემოთ ძალა არაა, ისე ანდრონიკაშვილი ყოჩაღ, მამუკელაშვილიც მაგარია
25
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული