"ასეთი დონის მოთამაშეებისგან ამგვარ საქციელს არ ველოდი" - ერგინ ატამანის ვრცელი კომენტარი გუშინდელ მატჩზე

AutoSharing Option
2022 წლის ევრობასკეტზე საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების დაპირისპირების შემდეგ (88:83) ერგინ ატამანმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.

თურქეთის ნაკრების თავკაცმა გუშინ მომხდარი სკანდალური მატჩის ყველა ეპიზოდი დეტალურად განიხილა და ვრცლად ისაუბრა.

"ევრობასკეტი ევროპაში ყველაზე დიდი ტურნირია. რაც მოედანზე და გასახდელში მოხდა, უდავოდ დიდი სკანდალია. ფურკან კორკმაზი გაძევების შემდეგ ჩვენი სტაფის რამდენიმე წევრთან ერთად გასახდელისკენ წავიდა. როგორც მითხრეს, სამი ქართველი მოთამაშე: თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და დუდა სანაძე, ფურკანს თავს დაესხა, მათ შორის, ჩვენი სტაფის წარმომადგენელსაც. როდესაც გასახდელში შევედი, დავინახე, თუ როგორ იცავდნენ
ჩვენი წარმომადგენლები კორკმაზს და გარეთ გასვლის უფლებას არ აძლევდნენ.

რაც აქ ვიმყოფებით, ყოველდღე რაღაც სკანდალური ხდება, განსაკუთრებით, პირველი ორი დღე. ვარჯიშისკენ მიმავალ გზაზე 45 წუთის განმავლობაში საცობში ვიდექით, სპორტსმენებს სასტუმროში სპეციალური კვება არ აქვთ, ამაზე თვალს ვხუჭავთ, მაგრამ ფიბამ მოთამაშეები უნდა დაიცვას.

თამაშის დასრულების შემდეგ კალათბურთელები გასახდელისკენ მიდიოდნენ, ადგილობრივი პოლიციელები მათზე თავდასხმას შეეცადნენ. შეურაცხყოფა მიაყენეს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტსაც. ეს ყველაფერი წარმოუდგენელია.

ეს ყველაფრის პირველი ნაწილია. რაც შეეხება მეორე საკითხს - 22 წამი უბრალოდ გააქრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საჩივარი ოფიციალურად შევიტანეთ, რადგან კალათბურთში ამხელა დრო მნიშვნელოვანია. ველით ფიბას პასუხს, გააუქმონ თამაში ან 4.5 წუთიდან შეხვედრა გაგრძელდეს. თუ ეს ასე არ მოხდა, უბრალოდ გამაოგნებელი იქნება.

ჩვენ აქ ჩამოვედით კალათბურთისგან სიამოვნების მისაღებად და არა საომრად. ასევე უცნაურია, მსგავს ქმედებას სჩადიოდნენ ისეთი სახელოვანი მოთამაშეები, როგორებიც თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე არიან. ეს დიდი სიურპრიზი იყო.

ტურნირის დატოვებაზე არ ვფიქრობთ, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, გამოსვლას უბრალოდ ვერ შევძლებთ. მსგავსი პრობლემები მხოლოდ ჩვენ არ გვაქვს, ვესაუბრე მონტენეგროს სამწვრთნელო შტაბსა და სერჯიო სკარიოლოს. თუ ჩვენი უსაფრთხოება გარანტირებულად დაცული არ იქნება, ვიფიქრებთ ევრობასკეტის დატოვებაზე.

alt"გასახდელში თავს 5 ადამიანი დაგვესხა" - კორკმაზის განცხადება



მკითხველის კომენტარები / 34 /
დააკვირდით რამხელათი ცრუობს ეს არსება. ჯერ იყო და დარბაზში დაიწყო გაპროტესტება ტეხნიკურ ფოლზე და ამას მოყვა მისი არშფოთება. ახლა ამაზე საერთოდ არ ლაპარაკობს და თურმე საცობებიც მართო თბილისშია. შემდეგ იძახის თოკოს და ბითაძის თავდასხმაზე. თოკოს ერთი მხარე საერთოდ დაბმული აქვს და ბითაძე დღესაც ძლივს დადიოდა. პოლიციელებმა თავდასხმა მოინდომესო....იქ კვება და რა ვიცი მგონი ძლის წინ იავნანას რატომ არ გვიმღერიანო. მაგარი უნამუსოა ატამანი და მიხვდა რომ შეიძლება ჯგუფში ჩარჩეს ყველაფერზე მიდის. სირცხვილი თურქბეს.
G.LA
05 სექტემბერი 2022 21:13
1
ჩვენც არ ველიდით ნბა-ს და ევროპის თურქი ვარსკვლავებისგან ასეთი დაბალი დონის თამაშს. ეტყობა ატამანიც არ ელოდა , მაგრამ არაა მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელი და ვერ შეძლო ნაკრების მოტივაცია. იტრიგანობა ადვილია.
f
05 სექტემბერი 2022 20:50
3
ჯერ ერთი საცობი რა მოსატანია, მეორეც თვითონ შეურაცხყობს პირველი დღიდან ჩვენს ქვეყანას და 22 წამი თუ იმალება ოვერტაიმის გარეშე მოგვიგია თურქედანაც და ბელგიასთანაც. და ვაბშე მასე თუა ესპანეთი ბურთს გვპარავდა და 15-19 ქულა აგვახიეს
qartveli
05 სექტემბერი 2022 21:16
1
არ შეგვჭმეს ამ თურქებმა
გენა
05 სექტემბერი 2022 21:30
2
არ უნდა ამას მუშტების ქნევა და თურქების გინება. ამოიღონ ჩანაწერები ვინ და რა ურტყა კორკმაზს, ნახონ 22 წამი მოვიპარეთ თუ არა, დადონ მენიუ რას აჭმევენ და ისიც თქვან მართლა გაარჭეს თუ არა 45 წუთიან საცობში ეს ხალხი. თურქების გინებით საქმე არ მოგავრდება
05 სექტემბერი 2022 22:44
4
სტამბულში საცობები არ არის? ტიპი სრულ ჭკუაზე არაა. ჰგონია, რომ რაც უფრო დიდ ტყუილს იტყვის, უფრო დამაჯერებელი იქნება. აქ ეგ არ გაუვა.
გიორგი
05 სექტემბერი 2022 23:53
0
თუ საცობში იდგნენ, არაა კარგი, მაგრამ სლოვენიის ნაკრებს საერთოდ ავტობუსი არ მიუვიდა გერმანიაში, ტაქსებით წავიდნენ თამაშზე და არ შეუძრავთ ქვეყანა, არიქა, ეს რა დაგვემართაო.
გიორგიპირველი
05 სექტემბერი 2022 23:28
0
სამარცხვინო პიროვნება.
რატი
05 სექტემბერი 2022 21:45
0
ამათ საქართველოში თავი სახლში ხო არ გონიათ რას ქვია გასახდელში გნახავო როცა გასვლაზე ხარ და სხვას თავის ქვეყანაში ამას უბედავ. ძალიან გაბლატავებულები არიან თურქები და ყველამ ყველამ თავისი ადგილი უნდა ასწავლონ
tf
06 სექტემბერი 2022 01:41
0
კაციშვილს თურქების გარდა ხმა არ ამოუღია და მაინცდამაინც ამათ ვერჩოდით? ეს არის მარცხის გადაფარვის და სხვაზე დაბრალების მცდელობა. უბრალოდ თუ რაიმე ხელჩასაჭიდი მიზეზი იპოვეს, ალბათ ევრობასკეტის დამთავრების შემდეგ დაგვაჯარიმებენ. უფრო ტრიბუნებიდან ბოთლების სროლაზე, რაც სამწუხაროდ კიდევ ვერ მოვიშალეთ.
????
05 სექტემბერი 2022 20:21
1
ეს არი რათქმაუნდა თავის გამართლება მიზეზების პოვნა რადგან იცის თანამდებობას დაემშვიდოვება შედეგის გამო, ისე მიგეხედა შენი კალადბურთელებისთვის თბილისის ქუშებში რომ დასეირნობდენ და ფოტო სესიებს აწყობენ 4 ნბა კალადბურთელი რომ გეყოლება ევროპის წამყვანი გუნდებიდან ეფესი და ფენერიდან გუნდს ვერ შეკრავ ჯობია შენ თავში ჩაიხედო იქნებ იპოვო მიზეზი. ესპანეთი გადატენილია ვარსკვლავებით იმათ არც საცობი და სმა ჭამა არ მოწონებოდათ არ იტყოდენ? მაკედონიამ მადლობა უთხრას ფიბას რუსეთი რომ მოხსნა თორე საერთოდ არ იქნებოდა აქ
Soso
05 სექტემბერი 2022 21:04
1
მოდით სიმართლე ვთქვათ,ამ ტურნირს მოუმზადებლები შევხვდით,ჯერ ეს სპორტის სასახლე ძლივს ააშენეს, ტანჯვა წამებით და მაინც არ გამოვიდა ნორმალური,სადმე ევროპაში გინახიათ საკალათბურთო დარბაზი სასაფლაოებთან?!
ბექა
05 სექტემბერი 2022 20:14
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული