შანსი საქართველოს ნაკრებს! - ბელგიამ ბულგარეთი დაამარცხა

AutoSharing Option
2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს ბელგიის ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდა და 89:80 დაამარცხა.

ბელგიელთა მხრიდან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა რეტინ ობასოჰანმა, 29 წლის გამთამაშებელმა 25 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ბულგარელთაგან გამოირჩა ალექსანდრ ვეზენკოვი, "ოლიმპიაკოსის" კალათბურთელმა 26 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

დარიო ჯერჯიას გუნდი ამ დროისთვის 3 მოგებითა და 2 მარცხით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები დღეს, 21:00 საათზე, მონტენეგროს დაამარცხებს, მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს და მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ცუდათ არ გამიგოთ მაგრამ ბითაძეს რა უნდა ნბა-ში? ხელები უკანკალებს ფართან როცა არის
მამუკა
22:16 07-09-2022
1
ჯინჭარაძეს ფსიქოლოგი რომ აუყვანონ,არა?!
ადამიანი
21:29 07-09-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული