ბელგიელთა მხრიდან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა რეტინ ობასოჰანმა, 29 წლის გამთამაშებელმა 25 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ბულგარელთაგან გამოირჩა ალექსანდრ ვეზენკოვი, "ოლიმპიაკოსის" კალათბურთელმა 26 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
დარიო ჯერჯიას გუნდი ამ დროისთვის 3 მოგებითა და 2 მარცხით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები დღეს, 21:00 საათზე, მონტენეგროს დაამარცხებს, მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს და მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.