შანსი საქართველოს ნაკრებს! - ბელგიამ ბულგარეთი დაამარცხა

AutoSharing Option
2022 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს ბელგიის ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდა და 89:80 დაამარცხა.

ბელგიელთა მხრიდან გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა რეტინ ობასოჰანმა, 29 წლის გამთამაშებელმა 25 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ბულგარელთაგან გამოირჩა ალექსანდრ ვეზენკოვი, "ოლიმპიაკოსის" კალათბურთელმა 26 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.

დარიო ჯერჯიას გუნდი ამ დროისთვის 3 მოგებითა და 2 მარცხით მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები დღეს, 21:00 საათზე, მონტენეგროს დაამარცხებს, მე-4 ადგილზე გადაინაცვლებს და მომდევნო ეტაპის საგზურს მოიპოვებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ცუდათ არ გამიგოთ მაგრამ ბითაძეს რა უნდა ნბა-ში? ხელები უკანკალებს ფართან როცა არის
მამუკა
07 სექტემბერი 2022 22:16
1
ჯინჭარაძეს ფსიქოლოგი რომ აუყვანონ,არა?!
ადამიანი
07 სექტემბერი 2022 21:29
1
Montenegros tu ver mouges mwvrtneli unda gadadges.sircxvilia,maspinzlebi eget jgufshi chavrchet.ruseti ro yofiliyo montenegros magier boloze gavdiodit.
Gia
07 სექტემბერი 2022 20:53
0
თურქეთთან მაგარი თამაში ჩაატარა,ვილი ერნან გომესმა❤️
ანი
07 სექტემბერი 2022 20:51
0
ხავს ეჭიდებით , სირცხვილია, კუდა ხარის პონტში ხართ რა.
papa
07 სექტემბერი 2022 20:19
10
სომეხი ხარ?
Master
07 სექტემბერი 2022 20:45
4
ხელის ჩაქნევას ხავსზე მოჭიდება სჯობია!!!!
მთ
07 სექტემბერი 2022 20:40
4
კარგია
დასავლეთში ფერადი კომუნიზმია
07 სექტემბერი 2022 20:19
1

სიახლეები პოპულარული